გუშინ ჰოლანდიურ რუქპენში მსოფლიო თასის მეთერთმეტე ეტაპი გაიმართა. თავიდანვე ხაზგასმით ვიტყვი, რომ შეჯიბრებაში ტრავმის გამო, დაანონსებული მონაწილეობა ვერ მიიღო მსოფლიო ველოსპორტის მეგა ვარსკვლავმა მეთიუ ვან დერ პულმა. ამასთანავე ის, რომ ამ უქმეებს საერთოდ ტოვებს კიდევ ერთი სუპერ მრბოლელი ვაუტ ვან არტი მონაწილეთა შანსებს საგრძნობლად ათანაბრებდა და მამაკაცთა რბოლის ცხრავე წრე სტარტიდან ფინიშამდე უაღრესად დაძაბული გამოდგა.
Worldcup Cyclocross Rucphen 2021 – Coppa del Mondo di Ciclocross 2022 – Rucphen – 18/12/2021 – Eli Iserbyt (BEL) – photo Tim van Wichelen/CV/BettiniPhoto©2021
არსებულ ვითარებაში რბოლაში პირველი სკრიპკა გასული ათიდან ხუთი ეტაპის გამარჯვებულმა და შესაბამისად მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაში დიდი უპირატესობით ლიდერმა ბელგიელმა ელი იზერბიტმა ითამაშა, თუმცა ფინიშთან ახლოს წყვილ ბარიერზე მას ბრიტანელთა იმედმა ტომ პიდკოკმა გაუსწრო და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
Worldcup Cyclocross Rucphen 2021 – Coppa del Mondo di Ciclocross 2022 – Rucphen – 18/12/2021 – Thomas Tom Pidcock (GBR – Team INEOS Grenadiers) – photo Tim van Wichelen/CV/BettiniPhoto©2021
შეგახსენებთ, რომ ტომ პიდკოკი 2020-ის ტოკიოს ოლიმპიური ჩემპიონია ველოსპორტის სხვა სახეობაში, იქ მან სამთო ოლიმპიური კროს-კანტრიში (XCO) დაწერა უკვე ისტორია.
Tokyo 2020 Olympic Games – Olimpiadi Tokyo 2020 – Mens MTB Race – Izu Mountain Bike Course 41km – 26/07/2021 – Thomas Pidcock (GBR) – photo Luca Bettini/BettiniPhoto©2021
როგორც ჩანს ტომს ისტორიის წერა მოეწონა და რუქპენში ახალი ბრწყინვალე თავი შემატა მის და მისი ქვეყნის სპორტულ ისტორიას:
ეს მისთვის პირადად და დიდი ბრიტანეთისთვის ველო-კროსის მსოფლიო თასის ეტაპზე პირველი გამარჯვებაა!
Worldcup Cyclocross Rucphen 2021 – Coppa del Mondo di Ciclocross 2022 – Rucphen – 18/12/2021 – Thomas Tom Pidcock (GBR – Team INEOS Grenadiers) – photo Tim van Wichelen/CV/BettiniPhoto©2021
Featured image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net
Inside post thumbnail image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net
განსაკუთრებული მადლობა იტალიელ ფოტოგრაფებს რობერტო და ლუკა ბეტინებს ჩვენს პუბლიკაციებში მათი წყლის ნიშნებიანი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Italian photographers ROBERTO and LUCA BETTINI for permission to use their watermarked works in our publications.
გარდასულ დროთა ველოსპორტზე უზომოდ შეყვარებულმა იტალიელმა ჯანკარლო ბროჩჩიმ, როცა 1997 [...]
მარტი 10, 2019
დღეს აიღებს სტარტს 70–ე ვუელტა (La Vuelta a España), რომელიც [...]
აგვისტო 22, 2015
პირველი სამოყვარულო რბოლა მილანიდან სანრემომდე შორეულ 1906 წელს ორ ეტაპად [...]
მარტი 23, 2019






