მსოფლიო პირველობა ძიუდოში

მსოფლიო პირველობა ძიუდოში

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაიწყო წლის მთავარი შეჯიბრება ძიუდოში – მსოფლიო პირველობა!

 

For privacy reasons YouTube needs your permission to be loaded. For more details, please see our კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

 

უკვე თავისი ორთაბრძოლები გამართა და მესამე რაუნდში ყაზახ რუსტამ იბრაევთან დამარცხდა 60 კილოგრამამდე წონაში საქართველოს ნაკრების ლიდერი ამირან პაპინაშვილი.

საქართველოს ნაკრების წევრებია:
  • –60 კგ. ამირან პაპინაშვილი;
  • –73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი (26 აგვისტო);
  • –73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი (26 აგვისტო);
  • –81 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი (27 აგვისტო);
  • –81 კგ. უშანგი მარგიანი (27 აგვისტო);
  • –90 კგ. ბექა ღვინიაშვილი (28 აგვისტო);
  • –90 კგ. ვარლამ ლიპარტელიანი (28 აგვისტო);
  • +100 კგ. ლევან მათიაშვილი (29 აგვისტო);
  • +100 კგ. ადამ ოქრუაშვილი (29 აგვისტო);
  • –70 კგ. ესთერ სტამი (28 აგვისტო).

საბედნიეროდ წილისყრის შედეგად ქართველები (ეროვნული ნაკრების წევრები) მხოლოდ მედლებისათვის ბრძოლისას შეიძლება გადაეყარონ ერთმანეთს.

მსოფლიო პირველობაზე საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) ვარლამ ლიპარტელიანის მხარეს აღმოჩნდა და თუ მანამდე რომელიმე არ შეფერხდა ნახევარფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.

66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში უკრაინის დროშის ქვეშ ასპარეზობს წონის ლიდერი გიორგი ზანთარაია, აღნიშნულ წონაში საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი არ არის.

 

 

 

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში

ყველაზე კითხვადი
სიახლეების გამოწერაველორბოლას ახალი სტატიები — პირდაპირ თქვენს ელფოსტაზე
ველორბოლა — ყველაფერი ველოსპორტზე ქართულად
ველორბოლა — ყველაფერი ველოსპორტზე ქართულად