ალეხანდროს პროგრამა მინიმუმი

ალეხანდროს პროგრამა მინიმუმი
ესპანური ტურის მეოთხე ეტაპზე სასწავლო–საჩვენებელ სტილში ესპანელთა იმედმა და დიდმა სიყვარულმა ალეხანდრო ვალვერდემ თავისი აიღო!

საფინიშო მოკლე მკვეთრ აღმართზე ის ყოველთვის ფავორიტია და ამჯერად მხოლოდ პიტერ საგანმა გაუწია კონკურენცია. ფინიშის შემდეგ ალეხანდრომ აღნიშნა კიდეც, რომ იცოდა ბორბალზე პიტერი რომ ჰყავდა მაგრამ თავის ძალებში დარწმუნებული იყო და გადაკვეთა კიდეც პირველმა ფინიშის ხაზი.

ამ შემთხვევაში აღმართზე სპრინტის სიმკვეთრის გარდა, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა, გადამწყვეტი უშეცდომო, სწორი ტაქტიკაც იყო. ეს სპრინტი ყველაზე ხელსაყრელ დროს უნდა გაეხსნა რაც ფილიგრანულად მოახერხა კიდეც.

 

For privacy reasons YouTube needs your permission to be loaded. For more details, please see our კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

 

 

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში

ყველაზე კითხვადი
სიახლეების გამოწერაველორბოლას ახალი სტატიები — პირდაპირ თქვენს ელფოსტაზე
ველორბოლა — ყველაფერი ველოსპორტზე ქართულად
ველორბოლა — ყველაფერი ველოსპორტზე ქართულად