ვაუტ ვან არტი რბოლაშია
12 დეკემბერს ველო-კროსის მსოფლიო თასის მეცხრე ეტაპი შედგა იტალიის ვალ დი ზოლში (ბაიკ ლენდში). ოქტომბერში აშშ-ში დაწყებულ ასპარეზობაში პირველად მიიღო მონაწილეობა მსოფლიო ველოსპორტის მეგა ვარსკვლავმა, ბელგიელმა ვაუტ ვან არტმა!
ვაუტი მივიდა და გაიმარჯვა, გაიმარჯვა დომინანტურად, დიდი უპირატესობით!
ერთი კვირით ადრე, ვან არტმა, სეზონში პირველად, ძალები კროსის სუპერპრესტიიჟის სერიაში, ბელგიურ ბუმში მოსინჯა და იქაც შანსი არავისთვის მიუცია!
როგორც ალპურ თოვლზე, ისე ბელგიურ ტალახზე ვაუტი შეუდარებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ ორივე ამ ასპარეზობაში ძალები ბრიტანელმა ტოკიოს ოლიმპიურმა ჩემპიონმა სამთო კროს-კანტრიში (MTB XCO) ტომ პიდკოკმა მიიღო. თუ ბუმში ტომს არ აეწყო, ვალ დი ზოლში პოდიუმზე დადგა და ველოსამყარო დიდი ინტერესით ელოდება მომავალ ასპარეზობებს.
18 დეკემბერს საქმეში, კიდე ერთი გიგანტი, მეთიუ ვან დერ პული ჩაერთვება, პიდკოკს ამჯერად სწორედ მასთან მოუწევს ძალების მოსინჯვა.
გიგანტთა პირველი დიდი ჯახი კი 26 დეკემბერს, ბელგიურ დენდერმონდში შედგება, სადაც ვაუტი, მეთიუ და ტომი სეზონში პირველად აიღებენ ერთად სტარტს!
Featured image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net
Inside post thumbnail image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net
განსაკუთრებული მადლობა იტალიელ ფოტოგრაფებს რობერტო და ლუკა ბეტინებს ჩვენს პუბლიკაციებში მათი წყლის ნიშნებიანი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Italian photographers ROBERTO and LUCA BETTINI for permission to use their watermarked works in our publications.