ტომმა თავისი გაიტანა

ტომმა თავისი გაიტანა

ჰოლანდიელმა ტომ დიუმულენმა ამავე ქვეყნის გიანტ–ალპეცინიდან (Giant-Alpecin) ბრწყინვალედ დააგვირგვინა წლევანდელ ვუელტაზე არაერთი მცდელობა და გუშინ ეტაპიც მოიგო და უკვე მეორედ, ოღონდ ამჯერად არა შემთხვევითობის წყალობით, რბოლის ლიდერის წითელ მაისურში შეიმოსა.

ფინალურ კილომეტრებზე მან აგრესიული ტაქტიკა აირჩია და ციცაბო მონაკვეთებზე რამდენიმეჯერ შეუტია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი გამარჯვების მომტანი კონტრშეტევა გუშინ პირველად გააქტიურებულ და მოსაგებად წასულ წლევანდელი ფრანგული ტურის გამარჯვებულ კრის ფრუმის წინააღმდეგ.

რბოლაზე მორიგი ჩაქცევაც მოხდა, რაც შეგვიძლია ველონის კრებულის მონაწილეთა წყალობით პელოტონის შიგნიდან ვნახოთ.

For privacy reasons YouTube needs your permission to be loaded. For more details, please see our კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში

ყველაზე კითხვადი
სიახლეების გამოწერაველორბოლას ახალი სტატიები — პირდაპირ თქვენს ელფოსტაზე
ველორბოლა — ყველაფერი ველოსპორტზე ქართულად
ველორბოლა — ყველაფერი ველოსპორტზე ქართულად