
როგორც მოსალოდნელი იყო, ჰოლანდიელმა ტომ დიუმულენმა დროზე რბოლაში დუბლი მოახერხა, ეტაპიც აიღო და წითელშიც შეიმოსა, უკვე მესამედ.
ჰოლანდიელმა რბოლა თავიდანვე ბრწყინვალედ წარმართა და უკვე პირველივე მონაკვეთზე შეიქმნა გადამწყვეტი უპირატესობა. მისი აეროდინამიური ჯდომი და თანაბარი პედალირება ნამდვილად აკადემიური იყო მთელ დისტანციაზე, რამაც ბუნებრივია სასურველ შედეგზე გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ ტომმა სპეციალისტებსაც წუთზე მეტი მოუგო რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი კლასი ინდივიდუალურ დროზე რბოლაში.
გენერალური კლასიფიკაციისათვის მებრძოლთა შორის საუკეთესო შედეგი მუვისტარელებმა ალეხანდრო ვალვერდემ (+1:08) და ნაირო კინტანამ (+1:33) აჩვენეს, რაზეც ვწერდით კიდეც, თუმცა მათ მანამდე დათმეს ბევრი და ამ შედეგით პოდიუმს მხოლოდ მიუახლოვდნენ. მიმდინარე ლიდერებიდან კი მხოლოდ იტალიელმა ფაბიო არუმ იბრძოლა ბოლომდე, მართალია ასტანელი ეტაპზე ტომს მნიშვნელოვნად ჩამორჩა (+1:53) თუმცა საჩემპიონო შანსები შეინარჩუნა რადგან შეძლო გენერალში ჩამორჩენის მინიმიზირება.

ფაბიო არუმ დისტანციის მეორე ნაწილში შეძლო დანაკარგების მინიმიზირება Photo: Tim De Waele/TDWsport.com
შესაბამისად როგორც ვპროგნოზირებდით ლიდერთა ექვსეული შედგა და სწორედ ისინი გაითამაშებენ ადგილებს პოდიუმზე დასკვნით ეტაპებზე.
- ტომ დიუმულენი (ჰოლანდია) გიანტ–ალპეცინი 72:24:07
- ფაბიო არუ (იტალია) ასტანა +0:03
- ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი) კატიუშა +1:15
- რაფალ მაიკა (პოლონეთი) ტინკოფ–საქსო +2:22
- ნაირო კინტანა (კოლუმბია) მოვისტარი +2:53
- ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი) მუვისტარი +3:15
წინ სამი რთული ეტაპია, რომლებზეც მთამსვლელები კიდევ შეეცდებიან, რათა დასკვნით, მეგობრობის, ეტაპზე მიირთვან შამპანური!
Featured image: Tim De Waele/TDWsport.com
Inside post thumbnail image: Cor Vos/La Vuelta/Team Giant-Alpecin
გარდასულ დროთა ველოსპორტზე უზომოდ შეყვარებულმა იტალიელმა ჯანკარლო ბროჩჩიმ, როცა 1997 [...]
მარტი 10, 2019
დღეს აიღებს სტარტს 70–ე ვუელტა (La Vuelta a España), რომელიც [...]
აგვისტო 22, 2015
პირველი სამოყვარულო რბოლა მილანიდან სანრემომდე შორეულ 1906 წელს ორ ეტაპად [...]
მარტი 23, 2019








