
დღეს ვუელტაზე მერვე ეტაპი შედგა
ეტაპის მარშრუტიდან გამომდინარე ყველა სპეციალისტი მრავლობით დაცემაზე საუბრობდა, მაგრამ მომხდარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვითარების დრამატიზირებას ვერავინ დაგვწამებს. საკმარისია ვთქვათ, რომ მასობრივი დაცემის შედეგად რბოლა დატოვეს ტი ჯეი ვან გარდერენმა, დენ მარტინმა, ნასერ ბუჰანიმ.
ფინიშამდე ათი კილომეტრზე ნაკლები იყო დარჩენილი, როცა თანმხლებმა მოტოციკლმა ეტაპის მთავარი ფავორიტი წააქცია, რამაც რბოლის გარშემო დიდი მითქმა-მოთქმას იწვევს. თანმხლები მოტორიანი ტექნიკით მრბოლელთა დაზიანება ყოველგვარ ზღვარს გადასცდა.
ბოლოს პელოტონის მცირე ნაწილმა საფინიშო კილომეტრს მიაღწია რომელზეც სპრინტში ყველას რბოლის კიდევ ერთმა ახალგაზრდა იმედის მომცემმა მრბოლელმა, ბელგიელმა ჯასპერ სიუვინმა აჯობა ტრეკ ფექტორიდან, რამაც დიდად გაახარა რბოლაზე თავიდანვე მრავალნატანჯი გუნდი.
გარდასულ დროთა ველოსპორტზე უზომოდ შეყვარებულმა იტალიელმა ჯანკარლო ბროჩჩიმ, როცა 1997 [...]
მარტი 10, 2019
დღეს აიღებს სტარტს 70–ე ვუელტა (La Vuelta a España), რომელიც [...]
აგვისტო 22, 2015
პირველი სამოყვარულო რბოლა მილანიდან სანრემომდე შორეულ 1906 წელს ორ ეტაპად [...]
მარტი 23, 2019







