გერმანელთა დომინირება სპრინტში

გერმანელთა დომინირება სპრინტში

მეხუთე, შეიძლება ითქვას მარათონული 233 კილომეტრიანი, ეტაპი სავარაუდოდ სპრინტერულად მიიჩნეოდა. ძირითად ფავორიტად კი გერმანელები მარსელ კიტელი და ანდრე გრაიპელი, თუმცა როგორც წინა ეტაპზეც გამოჩნდა იტალიელები ტრადიციულად არაფრის დათმობას არ აპირებენ და მილან – სან–რემოს წლევანდელი ფრანგი გამარჯვებულიდანაც ყველა მოელის რაღაც დამაჯერებელს.

 

For privacy reasons YouTube needs your permission to be loaded. For more details, please see our კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

 

ეტაპზე მრავლად იყო დაცემები. ფინიშამდე ბარე 50 კილომეტრით ადრე ნათელი გახდა, რომ მარსელი დღეს ვერაფერ საინტერესოს ვერ მოიმოქმედებდა. დღის ლიდერთა ჯგუფის დაწევის შემდეგ რბოლაში ერთხანს გაურკვევლობა, გამოკვეთილი ლიდერის არყოფნა შეიმჩნეოდა. გუნდებმა ვერ შეძლეს ფინალურ სპრინტამდე მოფინიშეთა კლასიკურად მიყვანა. შედეგად სპრინტი ტრადიციულზე ადრე გაიხსნა, 200 მეტრზე მეტი იყო დარჩენილი როცა ანდრე გრაიპელს (გორილა) მოუწია წინა პოზიციაზე გასვლა და გადამწყვეტი სპრინტის წამოწყება. თანაბარი შესაძლებლობების მქონე სპრინტერთა პაექრობაში ეს მარცხის ტოლფასია, მაგრამ 11 მაისს გორილას ბადალი სპრინტერთა შორის არ მოიძებნა. მან უპირატესობას არათუ მოუკლო, არამედ სულ უფრო და უფრო უმატა და ფინიშის ხაზი დიდი, შეიძლება ითქვას მოწინააღმდეგეებზე „საუკუნით“ ადრე გადაკვეთა.

 

11 May 2016 99th Giro d'Italia Stage 05 : Praia a Mare - Benevento 1st : GREIPEL Andre (GER) Lotto - Soudal Photo : Yuzuru SUNADA

11 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 05 : Praia a Mare – Benevento
1st : GREIPEL Andre (GER) Lotto – Soudal
Photo : Yuzuru SUNADA

 

კარიერაში ეს გრანდ ტურის ეტაპი ანდრესთვის მე–18–ე, მათ შორის ჯიროზე რიგით მე–4–ე გამოდგა, მანამდე 2008, 2010 და 2015 წლებში ჰქონდა თითო-თითო მოგებული.

ეს გერმანელთა სამიდან მესამე სპრინტია წლევანდელ ჯიროზე. როგორც ჩანს მაღალი მთების დაწყებამდე მათთან კონკურენციას ვერავინ შეძლებს.

ვარდისფერი მაისური კი კვლავ ჰოლანდიელ ტომ დიუმულენს ამშვენებს, მისი გუნდი ჯერჯერობით ტაქტიკურად უშეცდომოდ გამოიყურება.

 

11 May 2016 99th Giro d'Italia Stage 05 : Praia a Mare - Benevento DUMOULIN Tom (NED) Giant - Alpecin, Maglia Rosa Photo : Yuzuru SUNADA

11 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 05 : Praia a Mare – Benevento
DUMOULIN Tom (NED) Giant – Alpecin, Maglia Rosa
Photo : Yuzuru SUNADA

 

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.

 

 

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში

ყველაზე კითხვადი
სიახლეების გამოწერაველორბოლას ახალი სტატიები — პირდაპირ თქვენს ელფოსტაზე
ველორბოლა — ყველაფერი ველოსპორტზე ქართულად
ველორბოლა — ყველაფერი ველოსპორტზე ქართულად