
რიოში ოლიმპიურ ველოდრომზე ასპარეზობის მეოთხე დღეს მედალთა მხოლოდ ერთი კომპლექტი გათამაშდა. ერთი, მაგრამ ყველაზე პრესტიჟული – მამაკაცთა შორის ინდივიდუალური სპრინტი!
შეჯიბრებაში მრავალი სახელოვანი სპრინტერი იღებდა მონაწილეობას თუმცა ოქროს ფინალი ბრიტანული გამოდგა. ლეგენდარულმა ჯეისონ კენიმ და კალუმ სკინერმა წარმატებით გაიარეს ყველა ეტაპი და ოქროს ფინალის წყვილი შეადგინეს.

14 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Men Sprint Finals
1st : KENNY Jason (GBR)
2nd : SKINNER Callum (GBR)
Photo : Yuzuru SUNADA
მრბოლელები ერთმანეთს იცნობენო სასაუბროდაც არ ღირს, ორთავემ რიოში ერთ გუნდად შეკრულმა მოიგეს პირველი სატრეკო ოქრო. თუმცა ჯეისონი მოქმედი ლეგენდაა, რიოს გუნდური ოქრო სპრინტში მისთვის მეოთხე გახლდათ, კალუმმა კი პირველი შემატა შოტლანდიურ ოქროს ფონდს. შესაბამისად ფავორიტი რა თქმა უნდა ჯეისონი იყო და გაამართლა კიდეც. მართალია კალუმს არაფერი დაუთმია, მაგრამ ჯეისონმა მაინც უპრობლემოდ მოიგო და ოლიმპიადებზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით (5) გაუტოლდა სერ ბრედლი ვიგინსს. ვერ ვიტყოდით რომ სპრინტის მეფისათვის ეს მიღწევა ამ საოლიმპიადო ოცნებათა დასასრულს წარმოადგენდა, თუმცა ამაზე მოგვიანებით. ბრინჯაოს მედალი ავსტრალიელ მეთიუ გლეიტცერთან ასევე უპრობლემოდ მოიგო რუსმა მრბოლელმა დენის დმიტრიევმა.

14 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Men Sprint
1st : KENNY Jason (GBR)
2nd : SKINNER Callum (GBR)
3rd : DMITRIEV Denis (RUS)
Photo : Yuzuru SUNADA
აღნიშნულის გარდა მეოთხე დღეს დაიწყო ასპარეზობა ვაჟთა ომნიუმში, სადაც სამი რბოლა გაიმართა რომლებმაც ძირითად პრეტენდენტთა კონტურები გამოსახა ისიც ბუნდოვნად. ასევე შედგა ქალბატონთა 1/16 ფინალები ინდივიდუალურ სპრინტში.
ომნიუმში გამარჯვებულის ვინაობა მეორე დღეს გაირკვევა, ქალთა სპრინტი კი ოლიმპიადის ბოლო დღის პროგრამის ნაწილია.
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.
გარდასულ დროთა ველოსპორტზე უზომოდ შეყვარებულმა იტალიელმა ჯანკარლო ბროჩჩიმ, როცა 1997 [...]
მარტი 10, 2019
დღეს აიღებს სტარტს 70–ე ვუელტა (La Vuelta a España), რომელიც [...]
აგვისტო 22, 2015
პირველი სამოყვარულო რბოლა მილანიდან სანრემომდე შორეულ 1906 წელს ორ ეტაპად [...]
მარტი 23, 2019






