
სულ რამდენიმე საათია რაც ველოისტორიის კუთვნილება გახდა 2016 წლის ჯირო დ’იტალიას მეთოთხმეტე, სამეფო ეტაპი და პირველი სკრიპკები ამ საუცხოო „კონცერტში“ კოლუმბიელებმა შეასრულეს.
სამთო მარათონის პირველი მონაკვეთი საუკეთესო მთამსვლელის ნომინაციისათვის პოზიციების გამაგრებისათვის ბრძოლით და დაწინაურებულთა ჯგუფის ფორმირებით აღინიშნა. ამ დროს ესპანური მუვისტარი აკონტროლებდა ვითარებას და მათი პოზიციები ერთობ მყარად გამოიყურებოდნენ. იმავე დროს თავის თამაშს აგრძელებდნენ დაწინაურებულთა ჯგუფის ის მრბოლელები რომელთა მიზანი ეტაპის აღება იყო და არა სხვადასხვა ნომინაციებისათვის ქულების შევსება.
სიტუაცია ეტაპის მეორე ნახევარში შეიცვალა, როგორც ჩანს ყაზახური ასტანის მესვეურებს, რომელთა დიდი დელეგაცია საფინიშო დერეფანში იმყოფებოდა სტუმრად, ეტაპის დაწყებამდე ჰქონდათ დაგეგმილი და ჯაუს უღელტეხილის თავშივე რბოლის კონტროლი აიღეს. მათი ტემპი გაუსაძლისი გახდა ვარდისფეროსან ანდრეი ამადორისათვის და დამქანცველი ასევე მუვისტარელ ალეხანდრო ვალვერდესათვის, ამადორი ჩამორჩა კიდეც მაგრამ ჯაუდან დაშვებაზე ისევ წამოეწია კაპიტანთა ჯგუფს.
ამასობაში დაწინაურებულთა ჯგუფში, რომელთა შორის ბელორუსი კონსტანტინე სივცოვიც იყო, საბოლოო უპირატესობა კოლუმბიელმა დარვინ ატაპუმამ მოიპოვა და მისი პოზიციები სულ უფრო და უფრო მყარდებოდა სანამ კაპიტანთა ჯგუფში არ დაიწყო გადამწყვეტი მოქმედებები.

21 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 14 : Alpago – Corvara
ATAPUMA John Darwin (COL) BMC, at Passo Valparola
Photo : Yuzuru SUNADA
ვალპაროლას უღელტეხილზე კაპიტნებს გამოჩენილი იტალიელი მიკელე სკარპონი შეუძღვა. აშკარად ჩანდა რომ ასტანა გადამწყვეტ შეტევას ამზადებდა. ასეც მოხდა, ვალპაროლაზე ლო სქუალომ შეუტია, ვინჩენცოს მკვეთრ მოძრაობას გასაკვირად მშვიდად გამოეხმაურნენ ჰოლანდიელი სტივენ კროისვეიკი და კოლუმბიელი ხუან ესტებან ჩავესი. იგრძვნეს რა რომ მუვისტარის კაპიტანი კრიზისშია, შემტევებმა ტემპს უმატეს. დაწინაურებულ კაპიტნებს რუსი ილნურ ზაკარინი, პოლონელი რაფალ მაიკა და კიდევ ერთი კოლუმბიელი რიგობერტო ურანი მიუახლოვდნენ. ალეხანდრო ვალვერდე კი თავის ტემპზე გადავიდა და დროის დაკარგვა დაიწყო.

21 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 14 : Alpago – Corvara
KRUIJSWIJK Steven (NED) Lotto NL – Jumbo
CHAVES Johan Esteban (COL) Orica – GreenEDGE, at Passo Valparola
Photo : Yuzuru SUNADA
ახალ ფორმირებას დიდი დრო არ ეწერა, ის ჯერ კიდევ არ იყო დასტაბილურებული როცა სტივენ კროისვეიკმა შეუტია. მისი ტემპი მხოლოდ ხუან ესტებან ჩავესისათვის აღმოჩნდა მისაწვდომი. ვინჩენცომ უპასუხა, მაგრამ შედეგად მხოლოდ დანარჩენი კაპიტნები ჩამოიცილა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვინჩენცო ვერც დაშვებისას მიუახლოვდა გაქცეულებს. პირიქით სტივენმა და ხუანმა ერთად მუშაობა დაიწყეს და ფინიშთან გაუთანაბრდნენ რბოლის ლიდერ დარვინ ატაპუმას. საფინიშო ხაზთან ყველაზე მარდი კოლუმბიელი ხუან ესტებან ჩავესი გამოდგა. მან კარიერაში პირველი ჯიროს ეტაპი მოიგო, თან როგორი ეტაპი!

21 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 14 : Alpago – Corvara
1st : CHAVES Johan Esteban (COL) Orica – GreenEDGE
Photo : Yuzuru SUNADA
კაპიტანთა კლასიფიკაციამ დიდი ცვლილებები განიცადა. ვარდისფერში სტივენ კროისვეიკი შეიმოსა, ალეხანდრო პოდიუმს წუთნახევრით დაშორდა. ასეთი კრიზისის შემდეგ მუვისტარს ალბათ დიდად გაუჭირდება პოზიციების აღდგენა.

21 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 14 : Alpago – Corvara
KRUIJSWIJK Steven (NED) Lotto NL – Jumbo, Maglia Rosa
Photo : Yuzuru SUNADA
ხვალ ინდივიდუალური რბოლაა ათკილომეტრიან აღმართზე, რომლის შემდეგაც დასვენების დღეა და რომლის მსვლელობამ ბევრ სხვა კითხვასაც უნდა გასცეს პასუხი.
| ადგილი | სახელი და გვარი | ქვეყანა | გუნდი | ჩამორჩენა |
|---|---|---|---|---|
| 1 | სტივენ კროისვეიკი | ჰოლანდია | ლოტო ჯუმბო (ჰოლანდია) | 00'00"00 (60:12:43) |
| 2 | ვინჩენცო ნიბალი | იტალია | ასტანა პრო (ყაზახეთი) | 0'41" |
| 3 | ხუან ესტებან ჩავეს რუბიო | კოლუმბია | ორიკა გრინ ეიჯი (ავსტრალია) | 1'32" |
| 4 | ალეხანდრო ვალვერდე ბელმონტე | ესპანეთი | მუვისტარი (ესპანეთი) | 3'06" |
| 5 | ანდრია ამადორ ბიკკაზაკოვა | კოსტა–რიკა | მუვისტარი (ესპანეთი) | 3'15" |
| 6 | რაფალ მაიკა | პოლონეთი | ტინკოფფი (რუსეთი) | 3'29" |
| 7 | ილნურ ზაკარინი | რუსეთი | კატიუშა (რუსეთი) | 3'53" |
| 8 | რიგობერტო ურან ურან | კოლუმბია | კონანდეილი (აშშ) | 5'01" |
| 9 | კონსტანტინე სივცივი | ბელარუსი | დაიმენშენ დატა (სამხრეთ აფრიკა) | 5'38" |
| 10 | იაკობ ფულსანგი | დანია | ასტანა პრო (ყაზახეთი) | 5'38" |
| 11 | დომენიკო პოცცოვივო | იტალია | აჟედუარ ლა მუნდიალე (საფრანგეთი) | 6'00" |
| 12 | ბობ იუნგელსი | ლუქსემბურგი | ეტიქს კუიკ–სტეპი (ბელგია) | 6'10" |
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.
გარდასულ დროთა ველოსპორტზე უზომოდ შეყვარებულმა იტალიელმა ჯანკარლო ბროჩჩიმ, როცა 1997 [...]
მარტი 10, 2019
დღეს აიღებს სტარტს 70–ე ვუელტა (La Vuelta a España), რომელიც [...]
აგვისტო 22, 2015
პირველი სამოყვარულო რბოლა მილანიდან სანრემომდე შორეულ 1906 წელს ორ ეტაპად [...]
მარტი 23, 2019








