გმირული პოდიუმი

გმირული პოდიუმი

გუშინ ასტანაში ძიუდოში მსოფლიო პირველობა დასრულდა

ბოლო დღეს, ტრადიციულად გუნდური შეჯიბრება ჩატარდა სადაც საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. იაპონია, სამხრეთ კორეა, მონგოლეთი, საქართველო…

მართალია მესამე ადგილისათვის ჩვენებურებმა გერმანელები დაამარცხეს, მაგრამ ბრინჯაოსათვის ბრძოლაში გადამწყვეტი რუსეთთან გამარჯვება იყო.

ორით ორზე ბრწყინვალედ იასპარეზა ლევან მათიაშვილმა, მან ორი ულამაზესი ვაზარით გადამწყვეტი ქულა მოუტანა საქართველოს ნაკრებს.

ლევან მათიაშვილის პირველი ვაზარი

ლევან მათიაშვილის პირველი ვაზარი Photo: © IJF Media by G. Sabau

 

ლევან მათიაშვილის მეორე ვაზარი

ლევან მათიაშვილის მეორე ვაზარი Photo: © IJF Media by G. Sabau

 

მანამდე ჩვენს მონაგარს შემატეს ლაშა შავდათუაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა

 

 

აღსანიშნავია ნახევარფინალში გასასვლელ მატჩში, მსაჯთა ჩემთვის გაუგებარი ჩარევით, მარცხი მონგოლეთთან. ზოგადად მსაჯობასთან დაკავშირებით საუბარი დიდად მოსაწონი არ არის, თუმცა მაგალითისთვის დავსვათ შეკითხვა იყო თუ არა ნუგზარ ტატალაშვილის მარცხი ოდბაიარ განბაატართან მსაჯების დამსახურება? მართალია ეს შეხვედრა გუნდურ შეჯიბრში არ ყოფილა მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს.

For privacy reasons YouTube needs your permission to be loaded. For more details, please see our კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

 

მე სპეციალისტი არ ვარ და დაე სპეციალისტებმა გაუკეთონ ამ ორთაბრძოლას კომენტარი.

საქართველოს ნაკრებმა ურთულეს პირობებში მოიპოვა ეს ბრინჯაო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ადგილი მსოფლიოს ძიუდოს ელიტაში.

 

 

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში

ყველაზე კითხვადი
სიახლეების გამოწერაველორბოლას ახალი სტატიები — პირდაპირ თქვენს ელფოსტაზე
ველორბოლა — ყველაფერი ველოსპორტზე ქართულად
ველორბოლა — ყველაფერი ველოსპორტზე ქართულად