
თანამედროვეობის ერთ–ერთი უთვალსაჩინოესი მრბოლელი, სლოვაკი პეტერ საგანი რუსულ ტინკოფ საქსოდან ვუელტას მესამე ეტაპის გამარჯვებული გახდა.
ულამაზესი სპრინტი მძაფრი კონკურენციის მიუხედავად მოუგო ნასერ ბუჰანის და ჯონ დეგენკოლბს. პიტერს ორი წელი არ ქონდა მოგებული გრანდ ტურზე. ვეღარ დავითვლი წელს რამდენჯერ იყო მეორე, თუმცა ფრანგული ტურის მწვანე მაისური მაინც დაისაკუთრა. როცა ვუელტას პირველ ეტაპზე გუნდმა მეორე ადგილი აიღო, ხუმრობდა ისტორია გრძელდებაო და აი გუშინ საღამოს ეს ისტორია დასრულდა!
[youtube height=”HEIGHT” width=”WIDTH”]https://www.youtube.com/watch?v=bF4yN5lJT7s[/youtube]
როგორც მოსალოდნელი იყო, გენერალურ კლასიფიკაციაში ცვლილებები არ მომხდარა. ახალგაზრდა კოლუმბიელი იოხან ესტებან ჩავესი დღესაც წითელი მაისურით შეუერთდება პელოტონს.
მონრეალის 273-კილომეტრიანი ხორცსაკეპი ოლდ-სქულური ველოსპორტის ტრიუმფად იქცა. რადიოკავშირის გარეშე დარჩენილმა [...]
სექტემბერი 28, 2026
გლაზგო, ციურიხი, კიგალი და მონრეალი! რემკო ევენპულმა დაამსხვრია ყველაფერი, რაც [...]
სექტემბერი 22, 2026
ილუზიების გარეშე: სანამ ტადეი პოგაჩარი ტრასაზე იყო, წითელი მაისურის ბედი [...]
სექტემბერი 14, 2026





