
დღეს აიღებს სტარტს 70–ე ვუელტა (La Vuelta a España), რომელიც წელს 80 წლის გახდება. ყველაზე ახალგაზრდა, გრანდ ტურებს შორის (ფრანგული Le Tour de France – 1903; იტალიური Giro d’Italia – 1909), ესპანური ტური 1935 წლიდან ითვლის თავის ისტორიას.
სწორედ 1935 წლის დასაწყისში კლემენტე ლოპეს დორიგამ (Clemente López Doriga) ყოველდღიური საინფორმაციო გაზეთის მფლობელ ხუან პუიოლთან (Juan Pujol) ერთად, ფრანგული და იტალიური ანალოგების წარმატებებით ფრთაშესხმულებმა, დააარსეს ესპანური მრავალდღიანი ველორბოლა.
სამივე გრანდ ტური დაარსებულია გაზეთების მიერ ტირაჟის გაზრდის მიზნით:
- L’Auto თანამედროვე L’Équipe – ფრანგული Le Tour de France – 1903;
- La Gazzetta dello Sport– იტალიური Giro d’Italia – 1909;
- Informaciones– ესპანური La Vuelta a España – 1935.
საიუბილეო რბოლაზე ორგანიზატორებმა ცხრა ახალი, უპრეცედენტო, საფინიშო ასვლა დაგეგმეს, რაც რბოლას გამოკვეთილად მთამსვლელთა ბრძოლის არენად გახდის:
- 2–ე ეტაპზე კამინიტო დელ რეი (Caminito del Rey);
- 4–ზე ვეხერ დე ლა ფრონტერა (Vejer de la Frontera);
- 6–ზე სიერა დე კაძორლა (Sierra de Cazorla);
- 7–ეზე ალტო დე კაპილეირა (Alto de Capileira);
- 9–ზე კამბრე დელ სოლ ბენიტატხელი (Cumbre del Sol. Benitatxell);
- 11–ზე ალტო ელს კორტალს დენკამპი (Alto Els Cortals D’Encamp);
- 14–ზე ალტო კამპოო ფუენტე დელ კივო (Alto Campoo. Fuente del Chivo);
- 15–ზე ალტო დე სოტრეს კაბრალეს (Alto de Sotres-Cabrales);
- 16–ზე ალტო ერმიტა დე ალბა (Alto Ermita de Alba (Quirós)).
ბოლო სტატიები
მონრეალის 273-კილომეტრიანი ხორცსაკეპი ოლდ-სქულური ველოსპორტის ტრიუმფად იქცა. რადიოკავშირის გარეშე დარჩენილმა [...]
სექტემბერი 28, 2026
გლაზგო, ციურიხი, კიგალი და მონრეალი! რემკო ევენპულმა დაამსხვრია ყველაფერი, რაც [...]
სექტემბერი 22, 2026
ილუზიების გარეშე: სანამ ტადეი პოგაჩარი ტრასაზე იყო, წითელი მაისურის ბედი [...]
სექტემბერი 14, 2026






