
გუშინ ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრებმა (All Blacks) იდენ პარკზე დიდი იმედგაცრუება აგემა ავსტრალიელებს (Wallabies) და ბლედისლოუს თასს 43–ე ჯერ დაეუფლა.
ეს დიდი არაფერი ამბავი იქნებოდა რომ არა ორი გარემოება.
ჯერ ერთი შავების კაპიტანმა რიჩი მაკკოუმ სარეკორდო 142–ე ტესტი მიითვალა. მან გაუსწრო ასევე ლეგენდარულ ირლანდიელთა კაპიტან ბრაიან ოდრისკოლს, რომელსაც კარიერაში 141 სანაკრებო ტესტი აქვს. აღსანიშნავია, რომ ასევე რიჩის ეკუთვნის სანაკრებო კაპიტნობის რეკორდი, მან 14-წლიანი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში შავებს 106–ჯერ უწინამძღვრა.
მეორე კი შავების ექვსმა ლეგენდამ, ვინც ბოლო ათი წელია ქმნიდა მსოფლიო სარაგბო ამინდს კონრად სმიტი, დენ კარტერი, მაა ნონუ, კევინ მეალამუ, რიჩი მაკკოუ და ტონი ვუდკოკი – კარიერის ბოლო საშინაო ტესტი გამართეს. მომავალი მსოფლიო პირველობის შემდეგ ისინი ნაკრებს დატოვებენ.
შინაურებთან მართლაც მშვენიერი გამომშვიდობება გამოვიდა.
ახალი ზელანდია (All Blacks) 41 – 13 ავსტრალია (Wallabies)
გარდასულ დროთა ველოსპორტზე უზომოდ შეყვარებულმა იტალიელმა ჯანკარლო ბროჩჩიმ, როცა 1997 [...]
მარტი 10, 2019
დღეს აიღებს სტარტს 70–ე ვუელტა (La Vuelta a España), რომელიც [...]
აგვისტო 22, 2015
პირველი სამოყვარულო რბოლა მილანიდან სანრემომდე შორეულ 1906 წელს ორ ეტაპად [...]
მარტი 23, 2019












