ჰოლანდიური კამპანია დასრულდა
დღეს გაიმართა ჯიროს დასკვნითი გასვლითი ეტაპი. ამჯერად განსხვავებული მარშრუტით პელოტონი ნიემეგენიდან უკან არნემში დაბრუნდა.
ეტაპი იმთავითვე სპრინტერულად შეირაცხა და დღეს მთავარი კითხვა იყო, შეძლებდა თუ არა ვინმე გუშინდელი ტრიუმფატორისათვის, გერმანელი მარსელ კიტელისათვის კონკურენციის გაწევას, ამავე დროს გამარჯვების შემთხვევაში მარსელი დიდი ალბათობით ლიდერის ვარდისფერ მაისურს ჩამოართმევდა სტარტზე თბილად მოუბარ ტომ დუმულინს
რბოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ფინიშზე მარსელს მეტოქეთათვის არანაირი შანსი არ მიუცია და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
შედეგათ მარსელმა წლევანდელ ჯიროზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და თან სანუკვარ ვარდისფერშიც შეიმოსა. აღსანიშნავია, რომ ეს მისი მეთორმეტე გამარჯვებაა გრანდ ტურების ეტაპებზე. მან ორი ეტაპი აიღო 2014 წლის ჯიროზე და ოთხ–ოთხი 2013–2014 წლებში ფრანგულ ტურზე.
ადგილობრივების მწუხარება ჯიროს მათ ტერიტორიაზე დასრულებასთან და მათი თანამემამულის ლიდერის მაისურიდან განმოსვასთან დაკავშირებით შეამსუბუქა ღვაწლმოსილმა ვეტერანმა მარტენ ტიალინგიმ. მარტენი ლიდერთა ჯგუფშს შეუერთდა და ლიდერობისას მთის ნომინაციის მაისურისთვის საჭირო ქულები მოაგროვა, რომელიც შვილებთან ერთად პოდიუმზე გამოცხადებულმა ამაყად მოირგო ადგილობრივთა მქუხარე ოვაციების თანხლების ქვეშ.
ეს მხოლოდ მესამე ეტაპი იყო, მაგრამ სამწუხაროდ დღეს დაცემისას მიღებული ტრავმის გამო რბოლა დატოვა ერთ ერთმა ფავორიტმა, ფრანგმა ჟან კრისტოფ პერომ.
ხვალ რბოლა არ გაიმართება და პელოტონი ჯიროს სამშობლოში, იტალიაში გადაბარგდება. ზეგიდან კი სამხრეთ იტალიიდან განახლდება ბატალიები ვარდისფერისათვის!!!
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.