საგაზაფხულო მრავალდღიანებში ამინდი ჩაერია
მარტის პირველ ნახევარში ტრადიციული ევროპული მსოფლიო ტურის მრავალდღიანები გაიმართა.
6–13 მარტს პარიზი–ნიცა;
9–15 მარტს ტირენო–ადრიატიკო;
პარიზი–ნიცა (გზა მზისკენ) 1933 წლიდან, ხოლო ტირენო–ადრიატიკო (ორი ზღვის რბოლა) 1966 წლიდან იმართება. ფრანგული და იტალიური რბოლები ხსნიან ევროპულ მრავალდღიანთა სეზონს და დიდათ ფასობენ ველოსამყაროში, თუმცა გრანდ ტურების მიზანში ამომღებლები მათ მაინც მოსამზადებელ ეტაპათ მიიჩნევენ სადაც აკვირდებიან თავიანთ კონდიციებს, საწვრთნელო გეგმის მიხედვით მიღწეულ დონეს.
თუმცა გასასეირნებლათ აქ არავინ მოდის და დიდები (ბიგები – გრანდ ტურებზე გენერალურ კლასიფიკაციაში გამარჯვებისთვის მებრძოლნი) ყოველთვის მაქსიმუმს დებენ აქ ფინალური პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე დგომისათვის.
ასე იყო ამჯერადაც, ფრანგულ ტურზე ლეგენდარული ელ პისტოლერო (ესპანელი ალბერტო კონტადორი, სამივე გრანდ ტურის არაერთგზის გამარჯვებული), ხოლო იტალიურზე ლო სქუალო (იტალიელი ვინჩენცო ნიბალი, სამივე გრანდ ტურის გამარჯვებული) იღებდნენ მონაწილეობას.
ორივე რბოლის მსვლელობაში ამინდის გამო სერიოზული კორექტივების შეტანა გახდა საჭირო, რის შედეგადაც გადამწყვეტი სამთო ბატალიები გამოირიცხა და გამარჯვებაც ბიგებისათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.
თუმცა პარიზი ნიცას ბოლო ეტაპზე ალბერტო კონტადორის წინამძღოლობით რუსულმა ტინკოფმა ულამაზესი რბოლა გვაჩუქა, მაგრამ ბრიტანელმა გერანტ ტომასმა, რომელიც რბოლის მსვლელობისას სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდა, გუნდის დახმარებით შეძლო დანაკარგების მინიმიზირება რაც საკმარისი აღმოჩნდა გენერალურ კლასიფიკაციაში გამარჯვებისათვის. უელსელის თავდადება და გუნდის გმირობა დიდათ მისაბაძია. უნდა ავღნიშნო, რომ სამწუხაროდ ალბერტოს წლებია არ ყავს ლეიტენანტი, რომელიც ბოლომდე მის გვერდით იქნება.
იტალიურ რბოლაზე კი სამთო ეტაპის გაუქმების შემდეგ რაზეც დიდი პრეტენზიები გამოთქვა ვინჩენცომ, გამარჯვებისათვის კლასიკოსები იბრძოდნენ და აქაც ტინკოფელი მსოფლიო ჩემპიონი პიტერ საგანი მეორე ადგილს დასჯერდა.
ბელგიელი ვან ავერმაეტი ბმს–დან უკვე მერამდენეჯერ იგებს პიტერთან სწორი ტაქტიკით, ბელგიელის სწორ რბოლას არ შეიძლება აღტაცებაში არ მოყავდეს ველოკლასიკურის ჟანრის მოყვარულები და ვფიქრობ კასიკების წინ, რომელთა შორის პირველი მონუმენტი სწორედ დღეს იმართება გრეგი უპირველეს ფავორიტად უნდა ჩაითვალოს. ის ჩინებულ ფორმაშია და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს.
ამ სეზონის შემდეგ დიდ ველოსპორტს ტოვებს და არ შემიძლია არ ავღნიშნო ლეგენდარული სპარტაკის (შვეიცარიელი ფაბიან კანჩელარა) მორიგი წარმატება დასკვნით სეზონში. ჯერ იყო და სპარტაკმა სულ უფრო და უფრო მზარდი, ველოსამყაროში დიდათ დაფასებული სტრადა ბიანკე მოიგო და ეხლა ტირენო ადრიატიკოზე არავის დაუთმო მისთვის საფირმო ინდივიდუალური რბოლა დროზე.
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.