პირველი განმსაზღვრელი
გრძელი ინდივიდუალური დროზე რბოლა მეორე კვირის შუაში, საერთო დაღლილობის ფონზე ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს გენერალურ კლასიფიკაციაში საბოლოო შედეგის ჩამოყალიბებაში. თუ მთამსვლელს არ უვარგა ინდივიდუალური სვლა ის ამის კომპენსრებას მთაში უნდა ახერხებდეს. სხვა შემთხვევაში გრანდ ტურში გამარჯვებაზე ფიქრი წარმოუდგენელია.
ზოგადად გრანდ ტურის ფარგლებში ინდივიდუალურ რბოლას თავისი სპეციფიკა გააჩნია. ყველა სპეციალისტი გუნდური სტრატეგიიდან გამომდინარე ვერ იღებს სტარტს საუკეთესო კონდიციებში. ზოგი მათგანი გადაღლილია, ზოგი კი წინა ეტაპებს ეკონომიურ რეჟიმში გადის რათა სრული მზადყოფნით გაიაროს დისტანცია. სხვა თემაა გენერალური კლასიფიკაციებისათვის მებრძოლთა ურთიერთ პაექრობა.
წლევანდელ ტურზე ოთხი გამოკვეთილი სპეციალისტია და მათ შორის მხოლოდ ჰოლანდიელმა ტომ დუმილინმა შეძლო ეტაპის სტარტზე სრული მობილიზებით გასვლა. ტომი ოლიმპიურ რბოლას უმიზნებს და მისი ფორმა უკვე მთავარ ოლიმპიურ ფავორიტთა რიცხვში წერს. ტურის მეცამეტე ეტაპზე კი შანსი არავის დაუტოვა და წლევანდელ ტურზე მეორე ეტაპი მოიგო, ეს უკვე როგორც სპეციალისტმა. აღსანიშნავია რომ ამ გამარჯვებით ტომმა შეავსო სამივე გრანდ ტურზე ინდივიდუალურ რბოლაში გამარჯვებულთა რიგები.
ვერც ერთმა სხვა სპეციალისტმა ვერ შეძლო თავისი მაქსიმუმის ჩვენება. ვერც ფაბიან კანჩელარამ, ვერც ტონი მარტინმა, ვერც ვასილი კირიენკამ. სამივე მსოფლიო ჩემპიონი აშკარად გადაღლილი ჩანდა და მათი შედეგი ვერც კი მიუახლოვდა ტომისას.
მიახლოება მხოლოდ ფრუმმიმ შეძლო, ის ერთ წუთზე ცოტა მეტით ჩამორჩა ეტაპზე გამარჯვებულს თუმცა თავის უშუალო კონკურენტებს საკმაოდ გაუსწრო და წლევანდელი ტურის განმავლობაში პირველად დაწინაურდა თითქმის ორი წუთით, რაც მომავალ სამთო ბატალიებისას მის ტაქტიკურ არჩევანს მკვეთრად ზრდის.
რბოლა ნიცაში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე წარიმართა. რბოლის გაუქმებაზეც კი იყო საუბარი, თუმცა ორგანიზატორებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს რათა რბოლა შემდგარიყო. დაჯილდოება საერთო სოლიდარობის გამოხატვით მოხდა, რომელსაც ჩვენც უერთდებით!
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.