Header

ოლიმპიური ტრილერი რიოში

ოლიმპიური თამაშების საგზატკეცილო რბოლა შეუძლებელია არ იყოს გამორჩეული, ქვეყნის სახელით გამოსვლა ველომრბოლელს შეიძლება სულ რამოდენიმეჯერ მოუწიოს კარიერაში. ქვეყნის ნაკრებში მოხვედრა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული და ამ ფაქტორთა თანხვედრის ალბათობა იმდენად მცირეა, რომ გამიგონია როცა მსოფლიო პელოტონში გამორჩეულ ვარსკვლავს განუცხადებია მზად ვარ ნებისმიერი დავალების შესასრულებლად ნებისმიერ ტაქტიკურ მონახაზში ოღონ ნაკრებში ამიყვანონო.

ცვალებადია ნაკრების წევრთა რაოდენობა, ის თუ რამდენი მრბოლელი ეყოლება ქვეყანას რბოლაში დამოკიდებულია ამ ქვეყნის წარმომადგენელთა მიღწევებზე, ამ მიღწევების შედეგათ მიღებულ რეიტინგებზე. არც თუ იშვიატია მრბოლელმა უდიდესი წვლილი შეიტანოს ქვეყნის რეიტინგში და ნაკრებში ვერ მოხვდეს, რადგან იმ პროფილის ტრასაზე ის ვერანაირად ვერ ჯდება სამწვრთნელო შტაბის ვერცერთ ტაქტიკურ მონახაზში.

ოლიმპიურ ჩემპიონთა ახალი ერის ჩამონათვალის გადახედვა ცხადჰყოფს თუ რაოდენ დიდია მოტივაცია მრბოლელთა შორის, აქ ვერცერთ შემთხვევით ტრიუმფატორს ვერ ნახავთ, ყველა მათგანს მნიშვნელოვანი კვალი აქვს დატოვებული პროფესიული ველოსპორტის დიდ ისტორიაში:

 

1988 – ოლაფ ლიუდვიგი (გდრ)

1992 – ფაბიო კაზარტელი (იტალია)

1996 – პასკალ რიშარი (შვეიცარია)

2000 – იან ულრიხი (გერმანია)

2004 – პაოლო ბეტინი (იტალია)

2008 – სამუელ სანჩესი (ესპანეთი)

2012 – ალექსანდრე ვინოკუროვი (ყაზახეთი)

 

ოლიმპიური რბოლა სტარტს იღებს არა თავად გზატკეცილზე, არამედ გაცილებით უფრო ადრე, მისი სათავეები სარბოლო მარშრუტის ფორმირების პროცესში დევს. ორგანიზატორი ქვეყანა ყოველთვის შეეცდება დადოს ისეთი მარშრუტი რომელზეც მის მრბოლელებს მეტი შანსი ექნება. ეს ყოველთვის ასეა თუ ოლიმპიური თამაშები ველოქვეყანაში ტარდება. წელს სხვა შემთხვევა გვქონდა. ბრაზილიელებს არ ყავთ ტოპ კლასის მრბოლელები, შესაბამისად მათი მიზანი რბოლის დრამატურგიის მაქსიმალურად დაძაბვა იყო. ტრასის პროფილმა თავიდანვე გამორიცხა სპეციალისტ სპრინტერთა მონაწილეობა, შესაბამისად ვერცერთ მათგანს ოლიმპიურ პელოტონში ჩვენ ვერ ვიხილავდით. ვერ სპეციალის მთამსვლელთა შანსებს შევაფასებდით დიდათ რადგან სპრინტერთა მომაკვდინებელ აღმართს სწრაფდაშვების შემდეგ დაახლოებით ათ კილომეტრიანი ვაკე (ეგრეთ წოდებული თარო) მოზდევდა ფინიშამდე რომლის დროსაც უწონო მთამსვლელს ადვილად წამოეწევა კარგი ინდივიდუალური სვლის მქონე (ტემპის დამჭერი) მრბოლელი. ამიტომ წამყვანი ქვეყნის ნაკრებებში ჩვენ ვიხილეთ აღმართებზე კარგად გამძლე კლასიკოსები და დიდები (გრანდტურებში გენერალური კლასიფიკაციისატვის მებრძოლი ვარსკვლავები). რიოს ოლიმპიურ პელოტონში ბრიტანელებში წლევანდელი ფრანგული ტურის გამარჯვებულ კრისტოფერ ფრუმის და იტალიელებში წლევანდელი იტალიის ტურის გამარჯვებულ ვინჩენცო ნიბალის არსებობა სხვა ვარსკვლავებტან ერთად ცხადყოფდა რომ ოლიმპიური რბოლა განწირული იყო გამხდარიყო ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო მაგრამ მომხდარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

რბოლა კლასიკურათ წარიმართა, ჩამოყალიბდა მასტაბილირებელი დაწინაურებულთა ჯგუფი რომელსაც გომფორტულ მანძილზე იჭერდნენ ფავორიტთა ნაკრებები. საფინალო აღმარტამდე ჯგუფი გაერთიანდა განსაკუთრებით გამოირჩეოდა იტალიელტა გააზრებული ტაკტიკური ჩანაფიქრი.

ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ რბოლის სტაბილიზაციაში მისი მსვლელობის შუა მონაკვეთზე და მაღალი ტემპის შენარჩუნებაში ფინალურ სტადიაში, რათა მოულოდნელი შეტევიბის სურვილი არ გაჩენოდა ვინმეს. ასე მივიდა სკუადრა აძურა ბოლო აღმართთან სადაც ლიდერთა ჯგუფს მაღალი ტემპი შესთავაზა.

ტემპის მიზანი სელექცია გახლდათ, ამ სელექციის შედეგათ მედლების გათამაშებისას ჯგუფში აღარ უნდა ყოფილიყვნენ მკვეთრი ფინიშის მქონე აღმართზე გამძლე კლასიკოსები, ამ დროს განსაკუთრებულად გამოირჩეოდა დამიანო კარუზო.

საფინალო აღმართზე დაწინაურებულ ჯგუფში აშკარად თავლში საცემი იყო ბელგიელი გრეგ ვან ავერმაეტი და ბრიტანელი გერანტ ტომასი, თანამედროვე მსოფლიო ტურის პელოტონს ვინც იცნობს, აუცილებლად იტყოდა ამ დროს, რომ თუ უნივერსლმა მთამსვლელებმა გრეგი და გერანტი აღმართზე არ ჩამოიშორეს და ფინალურ კილომეტრამდე მათთან ერთად მივიდნენ ეს იმას ნიშნავს რო რომელიმე მათგანს აჩუქო ოქროს მედალი. ასეთ დროს ლითერთა ჯგუფის წევრები თავიანთი გუნდების სპეციფიკიდან და რბოლის ამ მონაკვეთში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე აკეთებენ არჩევანს. თუ მომდევნო ჯგუფში ყავთ გუნდის წევრი რომელიც რეალური კონკურენტია და აღმართს ვერ გაუძლო შეწყვიტავენ მუშაობას და შეეცდებიან ტემპი დააგდონ და მდევრებს დაელოდონ. თუ ასეთი არ ყავთ და მათი შანსებიც მიზერულია მაინც აღარ ღებულობენ მონაწილეობას ტემპის შენარჩუნებაში. თუ ხედავენ რო ალბათობა დიდია უტევენ რათა გრეგის და გერანტის ნაირი მრბოლელი რამოდენიმე ათეული წამით მაინც ჩამოიშორონ და მედლების გათამაშების მიღმა დატოვონ.

 

6 August 2016 2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL) Road Men NIBALI Vincenzo (ITA) Astana Photo : Yuzuru SUNADA

6 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Road Men
NIBALI Vincenzo (ITA) Astana
Photo : Yuzuru SUNADA

 

ასე მოიქცა ლეგენდარული ლო სქუალო (კარიერაში სამივე გრანდ ტურის გამარჯვებული ვინჩენცო ნიბალი, მეტსახელად ზვიგენი) აღმართის ბოლო მონაკვეთზე ვინჩენცომ მკვეთრად შეუტია და მიზანს მიაღწია, კლასიკოსები ჩამოიტოვა.

მის ტემპს მოგვიანებით მთამსვლელებმა, კოლუმბიელმა სერხიო ენაომ და პოლონელმა რაფალ მაიკამ უპასუხეს. აღმარტის ბოლოს ჩამოყალიბდა ლიდერთა ჯგუფი რომელტაც საკმაოდ მნიშვნელოვანი უპირატესობა ქონდათ და თუ იმუშავებდნენ ესენი გაითამაშებდნენ ოლიმპიურ მედლებს. ამ სამში აშკარა ფავორიტი ვინჩენცო ნიბალი იყო.

 

6 August 2016 2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL) Road Men NIBALI Vincenzo (ITA) Astana Photo : Yuzuru SUNADA

6 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Road Men
NIBALI Vincenzo (ITA) Astana
Photo : Yuzuru SUNADA

 

დაიწყო ბოლო დაღმართი. არავისათვის საიდუმლო არ არის, რომ ვინჩენცო პელოტონში ერთ ერთი გამორჩეული სწრაფდამშვებია, მას ასევე სერიოზული ინდივიდუალური სვლაც აქვს შეიარაღებაში ამიტომ სპეციალისტტა უმრავლესობა იმ დროს მას უდავო პრეტენდენტად თვლიდა. თვლიდა მანამ, სანამ არ გავრცელდა შოკისმომგვრელი კადრები. დაღმართზე უსაფრთხოების მიზნით ოპერატორ მოტოციკლთა რაოდენობის შეზღუდვის გამო დაწინაურებულები რამოდენიმე წამით ობიექტივს მიღმა დარჩნენ და როცა კამერა მორიგ მოსახვევიდან გამოვიდა ჩვენს თვალწინ ასფალტზე ვინჩენცო და სერხიო დავინახეთ. ორივე თავგამოდებით დაეშვა, რაფალი მათ უკან ჩამორჩა და სწორედ რაფალს მიყვებოდა როგორც ჩანს ოპერატორი. პოლონელს მანძილი ეყო რათა დაცემულებს აცდენოდა და რბოლა განაგრძო, ის ეხლა ერთპიროვნული მლიდერი იყო და მდევრებს ათ წამზე მეტით უსწრებდა, ათი წამი და ათი კილომეტრი. რაფალისთვის, მისი სპეციალიზაციიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია. ამასობაში გამხნევდა მდევართა ჯგუფი და წამებში იგივე დაღმართზე დაცემული გერანტ ტომასიც დავინახეთ. სტრესიდან გამოსვლას წამები დაჭირდა და გაჩნდა მთავარი კითხვა სად არის გრეგი.

 

6 August 2016 2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL) Road Men  1st : VAN AVERMAET Greg (BEL) BMC Photo : Yuzuru SUNADA

6 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Road Men
1st : VAN AVERMAET Greg (BEL) BMC
Photo : Yuzuru SUNADA

 

გრეგი მდევართა შორის იყო. ერთი რაფალი ვერანაირად ვერ შეინარჩუნებდა უპირატესობას, ის რა თქმა უნდა მაქსიმუმს აკეთებდა მაგრამ ველოსპორტში სასწაულები არ ხდება. მით უმეტეს როცა მდევრებში ხდება კოოპერირება. ასეტ შეტანხმებას აშკარად მიარწიეს გრეგ ვან ავერმაეტმა და დანიელმა იაკობ ფუგლასნგი. იაკობმა რატო? ეს მისი სამედალო ერთად ერთი შანსი იყო. გრეგმა და იაკობმა შეუტიეს და შემდეგ ტემპი დაიჭირეს ფინიშამდე რაფალს წამოეწივნენ და მედლების ბედი გადაწყვეტილი იყო. რაფალს, როგორც ველომბრბოლელები იტყვიან, ფეხში აღარაფერი ქონდა დარჩენილი, იაკობს საფინიშო სპრინტი ვაკეზე გრეგთან შედარებით შეიძლება ვთქვათ რომ არ აქვს და შესაბამისად ადგილებიც ასე განაწილდა:

 

6 August 2016 2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL) Road Men  1st : VAN AVERMAET Greg (BEL) BMC 2nd : FUGLSANG Jakob (DEN) Astana 3rd : MAJKA Rafal (POL) Tinkoff Photo : Yuzuru SUNADA

6 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Road Men
1st : VAN AVERMAET Greg (BEL) BMC
2nd : FUGLSANG Jakob (DEN) Astana
3rd : MAJKA Rafal (POL) Tinkoff
Photo : Yuzuru SUNADA

 

  1. გრეგ ვან ავერმაეტი (ბელგია)
  2. იაკობ ფუგლასნგი (დანია)
  3. რაფალ მაიკა (პოლონეთი)

 

ასე შერჩა ხელში ძალიან ძლიერ ბელგიელს კარიერაში უდიდესი გამარჯვება!

 

მეორე დღეს მსგავსი სცენარით წარიმართა ქალბატონთა რბოლაც. განსხვავება იმაში იყო, რომ ბოლო დაღმართზე დაწინაურებული ჰოლანდიელის, ანემიეკ ვან ვლეუტენის შემაძრწუნებელი დაცემა კადრში მოხვდა. ის ორწუთნახევრის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა და არავინ იცოდა მისი მდგომარეობა. საბედნიეროდ ანემეიკი ამ დროისათვის უკვე მწყობრშია!

 

7 August 2016 2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL) Road Women VAN VLEUTEN Annemiek (NED) Photo : Yuzuru SUNADA

7 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Road Women
VAN VLEUTEN Annemiek (NED)
Photo : Yuzuru SUNADA

 

ვერ გაუშვებ ამ შემთხვევას და ვიტყვი, რომ ასეთ დროს ოჯახის წევრების და სხვა ახლობლების გამო არ უნდა შევეცადოთ შოკისმომგვრელი კადრების გავრცელება სანამ არ გვეცოდინება რომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

7 August 2016 2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL) Road Women 1st : VAN DER BREGGEN Anna (NED) 2nd : JOHANSSON Emma (SWE) 3rd : LONGO BORGHINI Elisa (ITA) Photo : Yuzuru SUNADA

7 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Road Women
1st : VAN DER BREGGEN Anna (NED)
2nd : JOHANSSON Emma (SWE)
3rd : LONGO BORGHINI Elisa (ITA)
Photo : Yuzuru SUNADA

 

რბოლა გაგრძელდა და ალბათ მთელ ველოსამყაროს უდიდესი სიამოვნება მიანიჭა ანემიეკის ტანაგუნდელის გამარჯვებამ, ოლიმპიური ჩემპიონი ჰოლანდიელი ანა ვან დერ ბრეგენი გახდა, ვერცხლი შვედ ემა იოჰანსონის საკუთრება გახდა, ბრინჯაო იტალიურ ველოსპორტს ელისა ლონგო ბორჯინიმ მოუპოვა.

 

7 August 2016 2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL) Road Women 1st : VAN DER BREGGEN Anna (NED) 2nd : JOHANSSON Emma (SWE) 3rd : LONGO BORGHINI Elisa (ITA) Photo : Yuzuru SUNADA

7 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Road Women
1st : VAN DER BREGGEN Anna (NED)
2nd : JOHANSSON Emma (SWE)
3rd : LONGO BORGHINI Elisa (ITA)
Photo : Yuzuru SUNADA

 

დასრულდა ოლიმპიური ჯგუფური რბოლები და დღის წესრიგში მრბოლელტა უსაფრთხოების საკითხი უფრო აქტუალური გახდა ვიდრე მანამდე. ორგანიზატორებს სურთ ტრილერი და ხშირად ამ სურვილის ასრულებისათვის გეგმავენ ისეთ მარშრუტებს რომ ავიწყდებატ მრბოლელთა უსაფრთხოება.

 

 

 

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer