ნანატრი ოქრო იტალიურ ველოსპორტს
რიოს ოლიმპიური თამაშების ველოპროგრამა დრამატულობით გამოირჩა ველოსპორტის ისტორიაში, განსაკუთრებულით მის საგზატკეცილო ნაწილში. მთლიანად ეს თამაშები ისეთი ველოზესახელმწიფოსათვის როგორიც იტალიაა წარუმატებელ გამოსვლათა რიგში დადგებოდა რომ არა გამორჩეული უნივერსალი ელია ვივიანი.
ელია მონაწილეობს როგორც გზატკეცილზე (ჯიროს ეტაპი რად ღირს 2015 წელს), ასევე ტრეკზე, სადაც ის მრავალგზის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო პირველობების პრიზიორია. ევროპის ჩემპიონობა პრესტიჟული არის თუმცა ტოპ გამარჯვებათა რიცხვს მაინც არ მიეკუთვნება. ელიას ჟანრის მსახიობისათვის ძალიან რთულია ასეთი გამარჯვებების მითვლა, რადგან სახეობათა რაოდენობა სადაც მან შეიძლება წარმატებას მიაღწიოს ძალიან შეზღუდულია, მით უმეტეს ოლიმპიურ თამაშებზე. მისთვის და სხვა მსგავს მრბოლელთათვის ოლიმპიადაზე ეს მხოლოდ ომნიუმში შეიძლება.
როგორც ხედავთ ომნიუმი ველო მრავალჭიდია. 6 სახეობაში რბოლა ორი დღის მანძილზე გრძელდება და იმარჯვებს ის ვინც ამ ექვს სახეობაში ქულათა მეტ რაოდენობას დააგროვებს.
უკვე ვწერდი, პირველ დღეს, სამი სახეობის შემდეგ პრეტენდენტთა მხოლოდ კონტურები შეინიშნებოდა. ბოლო სახეობის წინ, 150 წრე ქულებზე, კი ეს კონტურები გამოიკვეთა. ომნიუმის მოგების შანსებს რვა პრეტენდენტი ინარჩუნებდა.
რბოლა დაძაბული გამოვიდა, შეიძლება დრამატულიც ყოფილიყო. რადგან ომნიუმის ფავორიტის მარკ კავენდიში (დიდი ბრიტანეთი) არასწორი გადაადგილების გამო სამი მრბოლელი დაეცა, რომელთა შორის ხუთი სახეობის შემდეგ ლიდერი და მარკის მთავარი კონკურენტი იტალიელი ელია ვივიანიც იყო.
საბედნიეროდ ელიამ რბოლის გაგრძელება შეძლო და მიუხედავათ კონკურენტთა დიდი ძალისხმევისა პირველი პოზიცია არავის დაუთმო. ელიამ იტალიურ ველოსპორტს ნანატრი ოლიმპიური ოქრო მოუგო! გრანდე ელია!!!
ბრიტანელი ვერცხლს დასჯერდა, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ამ სახეობაში ჩემპიონი ნორმან ჰანსენი დანიიდან ამჯერად მესამე იყო.
2015–2016 წლებში ომნიუმში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, კოლუმბიელი ფერნანდო გავარიამ პოდიუმს მიღმა, ყველაზე გულდასაწყვეტ, მეოთხე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.
ამასთანავე აიღო სტარტი ქალბატონთა ომნიუმმაც და გაგრძელდა წინასწარი რბოლები ქალთა ინდივიდუალურ სპრინტში.
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.