კიდევ ერთი კოლუბიელი
მეორე კვირის მიწურულს თუ რამე მოსახდენი იყო გენერალურ ნომინაციაში მეთხუთმეტე ეტაპზე უნდა მომხდარიყო. მარშრუტი ექვს აღმართს მოიცავდა, მათ შორის ბოლოს ორგზის სხვადასხვა მხრიდან გრანდ კოლომბიეს. დაღმართის შემდეგ ფინიშის გამო გენერალური კლასიფიკაციისთვის მებრძოლთაგან გადამწყვეტი შეტევა მაინც ნაკლებად მოსალოდნელი იყო. ამ ეტაპზე ვისგანაც ეს შეიძლება მოხდეს, როგორც ჩანს მესამე კვირისთვის გეგმავს გენერალურ ბატალიებს. თუმცა ეს ტურია და სამთო ეტაპზე ყურადღების წამიერ დაკარგვას სავალალო შედეგი შეიძლება მოყვეს.
გამარჯვებას არ მიღწეული გუნდებიდან ეტაპისთვის დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი და ასევე სამთო ნომინაციის ქულათა სიუხვე კონკურენტთა დიდ აქტივობას გვიქადდა.
სამთო ნომინაციაში სოლირება გამოვიდა, პოლონელი რაფალ მაიკას გარდა იმ დღეს ბრძოლისათვის ვერავინ აღმოჩნდა სათანადო კონდიციაში და რაფალმაც დაიწყო ქულათა მარაგის შევსება. მან წამოიწყო დაწინაურებულთა ჯგუფის ფორმირება და შემდეგ მთელი ეტაპი მისი კარნახით წარიმართა და სამთო ნომინაციის ლიდერიც გახდა თუმცა…

17 July 2016
103rd Tour de France
Stage 15 : Bourg-en-Bresse – Culoz
MAJKA Rafal (POL) Tinkoff, Maillot a Pois
Photo : Yuzuru SUNADA
გრანდ კოლომბიეზე მის შეტევას მხოლოდ კატიუშელმა ილნურ ზაკარინმა აუბა მხარი. ილნური აშკარად ეტაპს უმიზნებდა და მწვერვალზე არც კი გაუბრძოლია.

17 July 2016
103rd Tour de France
Stage 15 : Bourg-en-Bresse – Culoz
MAJKA Rafal (POL) Tinkoff
ZAKARIN Ilnur (RUS) Katusha, at Grand Colombier
Photo : Yuzuru SUNADA
დაშვებისას დაწინაურებულებს ხარლინსონ პანტანო და ჯულიან ალაფილიპი წამოეწივნენ. ბოლო აღმართზე ჯულიანს ტექნიკური პრობლემები შეემთხვა და ლიდერებს ჩამორჩა. მწვერვალთან რაფალმა შეუტია და პირველი დაეშვა ფინიშისკენ. დაღმართზე მას კოლუმბიელი წამოეწია. ასე მივიდნენ საფინიშო კილომეტრამდე წყვილად. ფინიშზე კოლუმბიელი უფრო მწვავე აღმოჩნდა და კარიერაში პირველი გამარჯვება მიითვალა გრანდ ტურებზე! მსოფლიომ კიდევ ერთი კოლუმბიელი გაიცნო – ვიცნობდეთ ჩვენც, ეს ხარლინსონ პანტანოა!

17 July 2016
103rd Tour de France
Stage 15 : Bourg-en-Bresse – Culoz
1st : PANTANO Jarlinson (COL) IAM
2nd : MAJKA Rafal (POL) Tinkoff
Photo : Yuzuru SUNADA
დიდებიდან ალეხანდრომ და ფაბიომ შექმნეს თითქოს შეტევის მცდელობა, თუმცა ეს სერიოზულად არავის მიუღია. ბრიტანულმა გვარდიამ ადვილად უვნებელყო ეს მცდელობა. როგორც ვთქვით გენერალურ ბატალიებს მხოლოდ მესამე კვირას უნდა ველოდოთ.

17 July 2016
103rd Tour de France
Stage 15 : Bourg-en-Bresse – Culoz
VALVERDE Alejandro (ESP) Movistar
ARU Fabio (ITA) Astana, at Lacets du Grand Colombier
Photo : Yuzuru SUNADA
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისთვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.
editor's pick
latest video
news via inbox
Nulla turp dis cursus. Integer liberos euismod pretium faucibua