Header

ბლედისლოუს თასი შავებმა დაიტოვეს

გუშინ ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრებმა (All Blacks) იდენ პარკზე დიდი იმედგაცრუება აგემა ავსტრალიელებს (Wallabies) და ბლედისლოუს თასს 43–ე ჯერ დაეუფლა.

 

 

ეს დიდი არაფერი ამბავი იქნებოდა რო არა ორი გარემოება.

ჯერ ერთი შავების კაპიტანმა რიჩი მაკკოუმ სარეკორდო 142–ე ტესტი მიითვალა. მან გაუსწრო ასევე ლეგენდარულ ირლანდიელთა კაპიტან ბრაიან ოდრისკოლს, რომელსაც კარიერაში 141 სანაკრებო ტესტი აქვს. აღსანიშნავია, რომ ასევე რიჩის ეკუთვნის სანაკრებო კაპიტნობის რეკორდი, მან 14 წლიანი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში შავებს 106–ჯერ უწინამძღვრა.

all-blacks-003

მეორე კი შავების ექვსმა ლეგენდამ, ვინც ბოლო ათი წელია ქმნიდა მსოფლიო სარაგბო ამინდს კონრად სმიტი, დენ კარტერი, მაა ნონუ, კევინ მეალამუ, რიჩი მაკკოუ და ტონი ვუდკოკი – კარიერის ბოლო საშინაო ტესტი გამართეს. მომავალი მსოფლიო პირველობის შემდეგ ისინი ნაკრებს დატოვებენ.

all-blacks-002

შინაურებთან მართლაც მშვენიერი გამომშვიდობება გამოვიდა.

ახალი ზელანდია (All Blacks) 41 – 13 ავსტრალია (Wallabies)

all-blacks-005

ავტორის შესახებ

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer