არაბული ველო–გაზაფხული
უმდიდრესი არაბული სახელმწიფოები აგრძელებენ თავიანთ ქვეყნებში დიდი ველოსპორტის ხელშეწყობას. მათი მიდგომა შესწავლას საჭიროებს და მისაბაძია, რადგან დიდი ველოსპორტის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის პრესტიჟისა და ცნობადობის ზრდას აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.
უკვე ტრადიციულად, თებერვალში, ერთმანეთის მიმდევრობით იმართება სამი არაბული ტური დუბაიში, ყატარში და ომანში.
ამჯერად ყატარისა და ომანის ტურებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, რადგან ამ რბოლებში მსოფლიო პელოტონის ელიტა მონაწილეობდა.

11 თებერვალი 2016
15–ე ყატარის ტური
მეოთხე ეტაპის მსვლელობისას დიდი ნორვეგიელი ედვალდ ბოსსონ ჰაგენი გენერალურ კლასიფიკაციაში ლიდერობს
მდევარი ლეგენდარული ბრიტანელი მარკ კავენდიში
ფოტო: იუზურუ სუნადა/ Photo : Yuzuru SUNADA
არაბული ტურები დიდ გუნდებში სეზონისათვის მზადების კონტექსტში განიხილება, თუმცა კარგი ორგანიზება, წელიწადის ამ დროისათვის მისაღები კლიმატური პირობები და მაღალი დაფინანსება დამატებით მოტივაციას ბადებს და აკი წლევანდელ გამარჯვებულებში სწორედ ველოსპორტის გამორჩეულ ვარსკვლავებს თუ აღმოვაჩენთ.

21 თებერვალი 2016
7–ე ომანის ტური
მეექვსე ეტაპზე ყაზახური ასტანა მოახლოებული ჯიროსთვის გუნდურ წყობას ამოწმებს, მატი წლევანდელი პირველი სამიზნე ხო ვინჩენცოს მშობლიური გრანდ ტურია
ფოტო: იუზურუ სუნადა/ Photo : Yuzuru SUNADA
ორივე ტურის თერთმეტი ეტაპიდან ლომის წილი დიდმა ნორვეგიელებმა მიითვალეს, სრული ინფორმაცია კი ასე გამოიყურება:
ვინჩენცო ნიბალი (იტალია) ომანის ტურის გენერალური კლასიფიკაცია და 1 ეტაპი;
მარკ კავენდიში (დიდი ბრიტანეთი) ყატარის ტურის გენერალური კლასიფიკაცია და 1 ეტაპი;
ალექსანდრე კრისტოფი (ნორვეგია) 5 გამარჯვება (3 ყატარი/ 2 ომანი);
ედვალდ ბოსსონ ჰაგენი (ნორვეგია) 3 გამარჯვება (1 ყატარი/ 2 ომანი);
ბობ იუნგელსი (ლუქსემბურგი) 1 ეტაპი ყატარის ტურზე;

19 თებრვალი 2016
7–ე ყატარის ტური
მეოთხე სამეფო ეტაპზე ლო სქუალომ (ვინჩენცო ნიბალი) გაიბრწყინა და სეზონის პირველი ეტაპი და მასტან რბოლის გენერალური კლასიფიკაცია მოიგო
ფოტო: იუზურუ სუნადა/ Photo : Yuzuru SUNADA
ამ მოკლე ინფორმაციის შემაჯამებლად იმას ვიტყვი, რომ ჩვენ გავხდით საინტერესო სპრინტერული ფინიშებისა და სერიოზული სამთო ბატალიის მოწმენი, რასაც ნამდვილად მონატრებული ვიყავით გასული სეზონის შემდეგ. სავარაუდოთ მომავალში სულ უფრო და უფრო გაიზრდება კონკურენცია არაბულ ველო–გაზაფხულისას!
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.