მსოფლიო ჩემპიონმა მესამე ეტაპი მიითვალა
სოფლიო ჩემპიონის მაისურის უიღბლობაზე აღარავინ საუბრობს. დღეს პიტერ საგანმა სპრინტერთა ბოლოს წინა შანსი არავის დაუთმო.
ეტაპს თავიდანვე გამოეყო კუიკ–სტეპის ორეული, ლეგენდარული ტონი მარტინი და ახალგაზრდა ამბიციური ჯულიან ალაფილიპი. გუნდის ტაქტიკა გასაგები იყო, დანარცენი შემადგენლობა მთლიანად თავისუფლდებოდა მდევრის ფუნქციიდან და გუნდი მაქსიმალურ კონდიციაში შეხვდებოდა საფინიშო მონაკვეთს რათა მარსელ კიტელი საჭირო დროს საჭირო პოზიციაზე გაეყვანა.
ფინიში ბერნში დაიგეგმა, ლეგენდარული ფაბიან კანჩელარას სახლის სიახლოვეს რაც მას დამატებით მოტივაციას აძლევდა თუმცა საფინიშო ნაწილის სპეციფიკა ფაქტიურად გამორიცხავდა ფაბიანის საშინაო წარმატებას. ამ მონაკვეთში ქვაფენილიანი ნაწილი და საკმაოდ მკვეთრი აღმართი უპირატესობას უფრო უნივერსალურ სპრინტერებს აძლევდა.
სპრინტი ულამაზესი გამოდგა. მთავარი კონკურენცია პიტერ საგანმა და ალექსანდრ კრისტოფმა გაწიეს. ალექსანდრმა თითქოს იმარჯვა კიდეც, მაგრამ ბოლო სანტიმეტრებში შეცდომა დაუშვა, ფინიშის ხაზთან ველოსიპედი არ გააგდო, რაც პიტერმა ბრწყინვალედ გააკეთა და ბავშთა აკადემიებისათვის მშვენიერი მაგალითი შექმნა იმისა თუ როგორ სრულდება მწვავე სპრინტი. წლევანდელ ტურზე ეს პიტერის მესამე გამარჯვებაა, ამასთანავე სპრინტერთა ნომინაციაშიც დიდი უპირატესობა აქვს რასაც დიდი ალბათობით აღარავის დაუთმობს!
ხვალ დასვენების დღეა რომლის შემდეგაც დაიწყება ტურის გადამწყვეტი მესამე კვირა! წინ დიდი ბატალიები გველის!
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისთვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.