Header

მარკ კავენდიშის მორიგი ასრულებული ოცნება

გუშინ საფრანგეთში სტარტი აიღო 103–ე ტურმა (Tour de France), რომლის სათვალავი 1903 წლიდან იწყება.

სამწუხაროდ სხვადასხვა სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შევძელით იტალიური ტურის დასრულება და ფრანგულის წინასწარი ანალიზი რის გამოც ძალიან ვწუხვართ და გამოვთქვამთ იმედს რომ მსგავსი პრობლემები აღარ განმეორდება, ახლა კი მივყვეთ ველოსამყაროში უდაოდ უპირველესი მრავალდღიანი რბოლის პერიპეტიებს.

წლევანდელი რბოლა განსაკუთრებულად დაიწყო, რადგან პირველ ეტაპი დაიგეგმა როგორც სპრინტერული და შესაბამისად სპეციალისტებს მიეცათ შანსი ეტაპთან ერთად რბოლის გენერალურ კლასიფიკაციაში ლიდერის ყვითელი მაისური შეემოსა, მართალია სულ ერთი დღით. რატომ? მეორე ეტაპის სპეციფიკა გამორიცხავდა სპრინტერისათვის  დროის არ დაკარგვის შესაძლებლობას, თუმცა ყვითელში ერთი დღით შემოსვაც კი დიდათ ფასობს მრბოლელთა შორის.

 

 

ფავორიტად ყველა სპეციალისტი სახელდებოდა, რომელთა მთელი თანავარსკვლავედია წლევანდელი ტურის პელოტონში, თუმცა ერთ ერთი გამოკვეთილი მათ შორის ლეგენდარული ბრიტანელი მარკ კავენდიში იყო.

 

2 July 2016 103rd Tour de France Stage 01 : Mont-Saint-Michel - Utah Beach Sainte-Marie-du-Mont 1st : CAVENDISH Mark (GBR) Dimension Data, with his daughter Delilah Photo : Yuzuru SUNADA

2 July 2016
103rd Tour de France
Stage 01 : Mont-Saint-Michel – Utah Beach Sainte-Marie-du-Mont
1st : CAVENDISH Mark (GBR) Dimension Data, with his daughter Delilah
Photo : Yuzuru SUNADA

 

მარკის მიღწევების ჩამოთვლა აქ შორს წაგვიყვანს აქ მხოლოდ იმას ავღნიშნავთ, რომ ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს სამივე გრანდტურზე ჯამში 44 გამარჯვება ჰქონდა აქამდე, სამივე გრანდტურის ქულათა ნომინაციაც მონაგები აქვს, მაგრამ გუშინდლამდე ლიდერის მაისური მხოლოდ ჯიროზე და ვუელტაზე მოერგო. ეს მისთვის დამატებითი მოტივატორი გახლდათ. ფრანგული ტურის ლიდერის ყვითელი მაისური და ოლიმპიური ოქრო დაასახელა ტურამდე ინტერვიუში აუხდენელ ოცნებად.

 

2 July 2016 103rd Tour de France Stage 01 : Mont-Saint-Michel - Utah Beach Sainte-Marie-du-Mont 1st : CAVENDISH Mark (GBR) Dimension Data Photo : Yuzuru SUNADA

2 July 2016
103rd Tour de France
Stage 01 : Mont-Saint-Michel – Utah Beach Sainte-Marie-du-Mont
1st : CAVENDISH Mark (GBR) Dimension Data
Photo : Yuzuru SUNADA

 

რბოლა ნერვიული გამოდგა მაგრამ საფინიშო სპრინტი მაინც შედგა, ბოლო დროის უდიდესი გარჩევა მარკმა მოიგო და ოცნებაც აუსრულდა. აღსანიშნავია, რომ მარკმა ფინიშის დერეფანში უპრინციპულესი მეტოქეები, გერმანელები ანდრე გრაიპელი და მარსელ კიტელი დაამარცხა ტურზე 27–ე ეტაპი მიითვალა და ყვითელშიც შეიმოსა.

 

2 July 2016 103rd Tour de France Stage 01 : Mont-Saint-Michel - Utah Beach Sainte-Marie-du-Mont CAVENDISH Mark (GBR) Dimension Data, Maillot Jaune Photo : Yuzuru SUNADA

2 July 2016
103rd Tour de France
Stage 01 : Mont-Saint-Michel – Utah Beach Sainte-Marie-du-Mont
CAVENDISH Mark (GBR) Dimension Data, Maillot Jaune
Photo : Yuzuru SUNADA

 

ურთულესი სტარტი გამოუვიდა გენერალური კლასიფიკაციის ერთ ერთ მთავარ ფავორიტს ლეგენდარულ ალბერტო კონტადორს, ელ პისტოლერო დაეცა და სერიოზული დაზიანებებით გადაკვეთა ფინიშის ხაზი. რო არა პელოტონში მიღებული გადაწყვეტილება ტემპი დაეგდოთ და ფავორიტისთვის დაწევის საშუალება მიეცათ ალბერტო დიდ დროს დაკარგავდა. დღეს განვითარებულმა მოვლენებმა კიდე უფრო გაართულა მისი მდგომარეობა, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

 

2 July 2016 103rd Tour de France Stage 01 : Mont-Saint-Michel - Utah Beach Sainte-Marie-du-Mont CONTADOR Alberto (ESP) Tinkoff Photo : Yuzuru SUNADA

2 July 2016
103rd Tour de France
Stage 01 : Mont-Saint-Michel – Utah Beach Sainte-Marie-du-Mont
CONTADOR Alberto (ESP) Tinkoff
Photo : Yuzuru SUNADA

 

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.

 

 

 

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer