ფავორიტები უკან იხევენ
დღეს ჯიროზე ტრადიციული ინდივიდუალური აღმართზე ასვლა გაიმართა.
გუშინ მომხდარზე საბოლოო პასუხები დღეს უნდა მიგვეღო, ნათელი უნდა გამხდარიყო თუ რამდენად სისტემური ხასიათი ქონდა იმას რაც მოხდა გუშინ. რამდენად შესაძლებელია გრანდ ფავორიტთა მარცხი. ჯერ კიდევ გუშინ დილით მთავარი ინტრიგათ იტალიურ–ესპანური დაპირისპირება მიიჩნეოდა, გუშინ საღამოს იტალიურ–ჰოლანდიურზე გაკეთდა აქცენტები. ასევე შეიძლებოდა გვესაუბრა რამდენად შეძლებდა ამ დაპირისპირებაში თავისი სიტყვა ეთქვა ახალგაზრდა კოლუმბიელს. ეს სავსებით ლოგიკურად ჟღერდა რადგან ვერავინ წარმოიდგენდა იმას რაც დღეს მოხდა. დღეს კი გუშინდელი ესპანური მარცხი იტალიელებმაც განიცადეს. ახალგაზრდა ჰოლანდიელმა პოზიციები გაიმყარა, ახალგაზრდა კოლუმბიელმა კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
კარიერაში სამივე გრანდ ტურის გამარჯვებულ ვინჩენცო ნიბალის ასეთი კრიზისი იტალიაში ალბათ კოშმარულ სიზმრებშიც კი არ უნახავს ვინმეს, პირიქით უმრავლესობა მის დასვენების დღის წინ ვარდისფერში შემოსვასაც კი ვარაუდობდა, მაგრამ დღევანდელი დღე ლო სკუალოს ჯიორნატა ნო (კრიზისული დღე) გამოდგა. ასვლა თავიდანვე არ წაუვიდა, რამაც ნერვიულობა შემატა. ამას ისიც დაემატა რო დისტანციაზე ვაიგულშემატკივარმა ტემპი დააგდებინა, შემდეგ ველოსიპედიც კი გაუფუჭდა და საბოლოოდ უშუალო მეტოქეებთან დიდი დროის დეფიციტი გაიჩინა. შეძლებს თუ არა ვინჩენცო ვარდისფერისათვის ბრძოლას ბოლო კვირას ვნახავთ. მხოლოდ იმას ვიტყვი რომ ლიდერთან თითქმის სამწუთიანი დეფიციტის აღმოხვრა წარმოუდგენლად რთულია.
თუმცა მესამე კვირას თავისი სპეციფიკა აქვს და შედეგი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენათ შეძლებენ დაწინაურებულიბი მის განმავლობაში კრიზისის თავიდან აცილებას. სტივენ კროისვეიკისთვის ხო ეს მეცხრე გრანდ ტურია და გამოცდილება საკმაო აქვს მიღებული.
არც ხუან ესტებან ჩავესია დებიუტანტი, ის კარიერაში მეოთხე გრანდ ტურს გადის.
კაპიტანთა თემა ვერ იქნება სრული თუ არ ვახსენებთ დიდ ესპანელ ალეხანდრო ვალვერდეს, გუშინდელი კრიზისის შემდეგ მან პოზიციები გაამყარა და მხოლოდ ლიდერს დაუთმო 23 წამი რითაც შეიძლება ითქვას ფავორიტთა ჯგუფს დაუბრუნდა. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა სწორედ ამ ოთხეულმა უნდა გაინაწილოს ადგილები წლევანდელი ჯიროს პოდიუმზე.
რაც შეეხება ეტაპს, საინტერესო სანახაობა შემოგვტავაზეს გაზპრომ რუსველოს მრბოლელებმა. ეტაპის შედეგების ერტი თვალის გადავლებითაც ნათელია მათი წარმატება რომელის გვირგვინიც ალექსანდრე ფოლიფოროვის გამარჯვება არის ნამდვილათ. ეს რბოლაზე მიწვეული გუნდის დიდი წარმატებაა და დიდი სტიმული ახალგაზრდა მრბოლელთათვის.
გენერალური კლასიფიკაცია მესამე კვირის წინ
ადგილი | სახელი და გვარი | ქვეყანა | გუნდი | ჩამორჩენა |
---|---|---|---|---|
1 | სტივენ კროისვეიკი | ჰოლანდია | ლოტო ჯუმბო (ჰოლანდია) | 00'00"00 (60:41:22) |
2 | ხუან ესტებან ჩავეს რუბიო | კოლუმბია | ორიკა გრინ ეიჯი (ავსტრალია) | 02'12" |
3 | ვინჩენცო ნიბალი | იტალია | ასტანა პრო (ყაზახეთი) | 02'51" |
4 | ალეხანდრო ვალვერდე ბელმონტე | ესპანეთი | მუვისტარი (ესპანეთი) | 03'29" |
5 | რაფალ მაიკა | პოლონეთი | ტინკოფფი (რუსეთი) | 04'38" |
6 | ილნურ ზაკარინი | რუსეთი | კატიუშა (რუსეთი) | 04'40" |
7 | ანდრია ამადორ ბიკკაზაკოვა | კოსტა–რიკა | მუვისტარი (ესპანეთი) | 05'27" |
8 | ბობ იუნგელსი | ლუქსემბურგი | ეტიქს კუიკ–სტეპი (ბელგია) | 07'14" |
9 | კონსტანტინე სივცივი | ბელარუსი | დაიმენშენ დატა (სამხრეთ აფრიკა) | 07'37" |
10 | იაკობ ფულსანგი | დანია | ასტანა პრო (ყაზახეთი) | 07'55" |
11 | დომენიკო პოცცოვივო | იტალია | აჟედუარ ლა მუნდიალე (საფრანგეთი) | 08'12" |
12 | რიგობერტო ურან ურან | კოლუმბია | კონანდეილი (აშშ) | 08'19" |
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.