გაუმართლებელი მოლოდინების ეტაპი
რაც არსებობს გრანდ ტურები, ყოველთვის იდგა ინდივიდუალური რბოლის საკითხი. მისი ეტაპებს შორის რიგითობა და მახასიათებლები (მანძილი, პლანიმეტრია, ალტიმეტრია) გადამწყვეტ ზეგავლენას ახდეს რბოლის საერთო დრამატურგიაზე და გადამწყვეტია პელოტონის შემადგენლობის ფორმირებაში. ყოველივე ამის მანიპულირება კი ხდება იმით თუ რა მიმართულებით იხრება მახასიათებლები. რამდენად მკვეთრია მთამსვლელთა, უნივერსალთა თუ ინდივიდუალურის სპეციალისტთა უპირატესობა განსაზღვრული ამ კონკრეტული ეტაპის დაგეგმვისას. ასევე დიდია ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული კორექტივები.
წლევანდელ ჯიროზე ინდივიდუალური რბოლის ყველა პარამეტრი ისე იყო დაბალანსებული, რომ ვიწრო სპეციალიზაციის მთამსვლელთა სამთო უპირატესობა არ გამხდარიყო საერთო შედეგის ფორმირებისას გადამწყვეტი ფაქტორი და ფავორიტთა ჯგუფის ფორმირების აუცილებელ პირობაში შესულიყო მრბოლელის ამ სახეობაში საშუალოზე მაღალი დონის აუცილებლობა.
რეჟისორები ელოდნენ გამოკვეთილ ლიდერთა ღია პაექრობას, რაც პირველი კვირის დამაგვირგვინებელი უნდა ყოფილიყო და შექმნილი მდგომარეობა საუკეთესო სტარტაპი იქნებოდა მეორე კვირის მიმზიდველობის თვალსაზრისით. რბოლას დიდი მოლოდინი ქონდა, თუმცა მოლოდინები არ გამართლდა.
ჯერ იყო და ლეგენდარული სპეციალისტის, ინდივიდუალურ რბოლაში ოლიმპიური და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, ფაბიან კანჩელარას (სპარტაკი) ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეულმა არაკონკურენტუნარიანობ მოაკლო ინდივიდუალურ რბოლებს ინტრიგა თავიდანვე.
შემდეგ დამდეგი ოლიმპიური თამაშების ერთ ერთი ფავორიტის ტომ დუმულინის კონდიციების მკვეთრი გაუარესება დაემატა და ნათელი გახდა რო გენერალური კლასიფიკაციისათვის ბრძოლის თვალსაზრისით რბოლამ სიმკვეთრე დაკარგა, თუმცა სამთო ეტაპების კართან ამ რბოლაში მიღებული წამიერი უპირატესობაც კი შემდგომი სტრატეგიის გამსაზღვრელი იქნებოდა და გასეირნებას აქ არავინ დააპირებდა. როგორც ხდება ხოლმე იმ დღეს ჯიროს მომგები არავინ იყო, მდგომარეობის გაუარესება და სულაც წაგება კი სავსებით შესაძლებელი.
ამინდის პროგნოზმა კიდე უფრო გაამძაფრა მოლოდინები. ასეც მოხდა, რბოლა ფაქტიურად ორ, წვიმამდელ და წვიმისას ნაწილად გაიყო. სანუგეშო ისღა იყო რო ყველა ფავორიტს, ერტნაირ წვიმიან პერიოდში მოუწია რბოლა. ინდივიდუალური რბოლის ველოსიპედის სპეციფიკიდან და მარშრუტზე ხანგრძლივი ტექნიკური დაშვების მონაკვეთიდან გამომდინარე რბოლა ძალიან სახიფათო გახდა. ეს ურთულესი გამოცდა ყველამ მეტნაკლები წარმატებით ჩააბარა, გარდა ახალგაზრდა კატიუშელ ილნურ ზაკარინისა, რომელიც რამოდენიმეჯერ დაეცა და სანუკვარ პოდიუმს სერიოზული მანძილით ჩამორჩა, ასევე ახალგაზრდა კოლუმბიელი მთამსვლელის ესტებან ჩავესის თითქმის წუთნახევრიან ჩამორჩენას მინიმუმამდე დაყავს მისი საპოდიუმო შანსები.
გამარჯვებული კი, უკვე არამოულოდნელად, ყოფილი ტრამპლინიდან მხტომელი!!!, 2013 წლიდან ველოსპორტში გადმობრძანებული სლოვენიელი პრიმოშ როგლიჩი გახდა. აღსანიშნავია, რომ პრიმოშს ჯერ საბრძოლო ბოლიდის ექსპერტთა კომისიის იტალიაში არ გავლის გამო მოუწია სათადარიგოთი რბოლა, შემდეგ ველოკომპიუტერი დაკარგა, ასეთ დროს ძალიან ბევრი რბოლას საწვრთნო ტემპში განაგრძობდა, მაგრამ არა როგლიჩი. ის საკუთარ შეგრძნებებს მიენდო და რბოლა ციფრების გარეშე საბრძოლო ტემპში განაგრძო და დამსახურებულად გაიმარჯვა!!!
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.