სანამ ნიუ–იორკში წვიმს
ნიუ–იორკში წვიმს, ყველა მატჩი შეწყვეტილია. ვისარგებლებ მომენტით, გავიხედავ უკან.
ერთეულთა გათამაშებებში ნახევარფინალური წყვილები ცნობილია:
ნოვაკ ჯოკოვიჩი – მარინ ჩილიჩი
და
სტენ ვავრინკა – როჯერ ფედერერი
სერენა ვილიამსი – რობერტა ვინჩი
და
ფლავია პენეტა – სიმონა ჰალეპი
ქალბატონებს შორის ავღნიშნავ ორ იტალიელს, ვაჟთა შორის ბრიტანელი ენდი მარის არყოფნას, თუმცა განთესვის მის მხარეს ღირსეული წყვილია, აი ენდის სტენთან რო წაეგო არაფერი თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს.
მანამდე კი, როგორც გრანდ სლემს ჩვევია ერთმა ცხოვრებამ გაიარა. ორიოდ მომენტზე შევჩერდები.
პირველი შარშანდელი სეზონის ვარსკვლავი, კანადელი ეჟენი ბუშარია. მას წელს ცუდი დროება უდგას, თუმცა აქ შეძლო სერიოზული გარდატეხვის მოხდენა მოუგო რა მესამე რაუნდში სამ სეტში დომინიკა ციბულკოვას (7:6(9) 4:6 6:3). მართალია სლოვაკს წელს ბევრი გაუცდა, მაგრამ ის ყოველთვის დიდი ბრძოლის უნარიანობით გამოირჩევა, ბევრი ტოპ მოთამაშე გაუმწარებია, აი ეხლაც ხო პირველივე წრეში გამოთიშა ანა ივანოვიჩი. მატჩის ანგარიშიც მრავლის მეტყველია, ეჟენიმ იბრძოლა და წელს პირველად გადვიდა გრანდ სლემის მეოთხე რაუნდში.
წლევანდელი ავსტრალიის გრანდ სლემის მეოთხედფინალში მარია შარაპოვასთან მარცხის შემდეგ ის მომდევნო ორ მეიჯორზე პირველივე წრეში გამოვარდა და ეს წარმატება დაბრუნების დასაწყისი უნდა ყოფილიყო მისთვის, თუმცა მეოთხე რაუნდის მატჩზე ვეღარ გამოვიდა. როგორც ცნობილი გახდა, პარასკევს მიქსტში მატჩის მოგების შემდეგ გასახდელში შესულს ფეხი დაუცდა და დაეცა. დაცემისას თავი დაარტყა და შედეგათ ტვინის შერყევა მიიღო, რომლის სიმპტომების ფონზე, როგორიცაა თავის ტკივილი, ხმაურზე და სინათლეზე მკვეთრი რეაქცია და კოორდინაციის დარღვევა, ის ბუნებრივია ვერ შეძლებდა ასპარეზობის გაგრძელებას. ასე დასრულდა დასაწყისშივე მისი დაბრუნების მცდელობა, მით უმეტეს საამისოდ ახალ მწვრთნელ კონსულტანტად თვით ლეგენდარული ჯიმი კონორსის მიწვევაც განგვაწყობდა. იმედია ეს უბედური შემთხვევა მხოლოდ დროებით შეაჩერებს ეჟენის ფორმაში დაბრუნებას.
დაბრუნების თემას ამოწურულად ვერ ჩავთვლით რო არ ვახსენოთ ორგზის გრანდ–სლემის გამარჯვებული, მსოფლიოს ყოფილი ნომერი პირველი, ბელორუსი ვიკტორია აზარენკა.
წლის პირველ ნახევარში ის აშკარად არ იყო სათანადო კონდიციებში, მაგრამ ეტყობოდა დიდი ჟინი რათა დაუბრუნდეს ჩვეულ სიმაღლეებს. არ უმართლემდა კიდეც, საკმარისია გავიხსენოდ რომ საფრანგეთის და ბრიტანეთის გრანდ სლემებზე ბადეში სერენას მხარეს მოხვდა და ორივე ტურნირზე სწორედ სერენასთან დამარცხდა, თუმცა ეს ორი და მადრიდის მასტერსის მესამე მატჩიც მასთან მხოლოდ სამ სეტში დათმო და აი მიაღწია აქაც მეოთხედფინალს. მართალია ვიკა აქაც დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ რუმინელ სიმონა ჰალეპთან, მაგრამ მისი სათამაშო დონე მკვეთრად გაუმჯობესებულია და სეზონის დარჩენილ დროს უნდა ველოდოთ მისგან უკვე ტიტულს რომელიც წელს არ აქვს.
და ბოლოს კიდე ერთი ორგზის გრანდ სლემის ჩემპიონი, ამჯერად უიმბლდონის, ჩეხი პეტრა კვიტოვა. პეტრას ტურნირის წინა პერიოდში სერიოზული დიაგნოზი დაუსვეს, მონონუკლეოზი, მაგრამ ექიმებმა მას თამაშის უფლება მისცეს და ითამაშა კიდეც ისე როგორც ეკადრება მსოფლიო მეოთხე ჩოგანს, ისიც მხოლოდ მეოთხედფინალში დამარცხდა.
მაგალითისთვის შეგახსენებთ, რომ ეს ავადმყოფობა თავის დროზე როჯერ ფედერერმა დასძლია, თუმცა რობინ სოდერლინგმა მის გამო დიდ ჩოგბურთს თავი დაანება. უსურვებ პეტრას როჯერის მსგავსად მალე გამოჯანმრთელებას და მრავალ წარმატებას!
ამასობაში ნიუ–იორკში წვიმამ გადაიღო!
ჯერ კორტის ზედაპირს წყლის ფენა უნდა უნდა მოაშორო, ის ხომ იდიალურად სწორია!
და შემდეგ მოამშრალო!
ისტორიული კადრებია! ეს ბოლო ამერიკული გრანდ სლემია სადაც წვიმამ შეიძლება მატჩები სრულად შეაჩეროს, გაისათ მთავარ სტადიონზე გასაშლელი სახურავი დაგვხვდება!
Featured image: USTA (ქალბატონთა და ვაჟთა ჯილდოები, ბრუკლინის ხიდი)
Inside post thumbnail image: USTA/Pete Staples (საოცარი ატმოსფერო ბილი ჯინ კინგის ეროვნული საჩოგბურთო ცენტრში მშრალ ამინდში)