მეორეც ბრინჯაო
დღეს ასტანაში ას კილოგრამამდე და ასს ზემოთ წონით კატეგორიებში ასპარეზობდნენ
ას კილოგრამამდე წონაში საქართველოდან არავინ გამოდიოდა. ასს ზემოთ წონაში კი ადამ ოქრუაშვილმა მაქსიმალური მობილიზებით იასპარეზა და კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი პოდიუმი მოიპოვა. სამწუხაროდ ბრინჯაოს დასჯერდა. ნახევარფინალში ადამს რისთვის მიცეს მეორე შიდო მე არ ვიცი. ის კი ცხადია, რომ იაპონელმა სიჩინოემ სწორედ ამ გაუგებარი შიდოს წყალობით გააღწია ფინალში. იპონ–ტვს წამყვანმა რეპორტაჟის მსვლელობისას დასძინა როგორც ჩანს ოქრუაშვილმა ფორმა დაიბრუნაო. მე ვფიქრობ მისი ჭიდაობაც დაიხვეწა და ვუსურვებ მორიგ წარმატებებს.
აღნიშნულ წონაში მერვედ მსოფლიო პირველობა ფრანგმა ტედი რინერმა დაისაკუთრა, ვისაც შეხვდა არავის არანაირი შანსი არ ქონია. ვეთანხმები იმ ხალხს ვინც ამბობდა დღეს, რომ ალბათ ამ შედეგის განმეორება შეუძლებელი იქნება.