Header

2018 წლის მსოფლიო ტურის პირველი მაისური

ველომოყვარულთა ნანატრი დროება იწყება. ავსტრალიის ადელაიდაში დღეს სტარტი აიღო მამაკაცთა მსოფლიო ველო ტურმა. იქ სანტოს დაუნ ანდერის მრავალდღიანი რბოლის ფარგლებში, დღეს ხალხთა რჩეულის კლასიკათ წოდებული მოკლე სპრინტერული ეტაპი შედგა.

50,6 კილომეტრიანი დისტანცია, ადელაიდის 15–ე (იტიამაი–იტპინა) პარკის გარშემო 2,3 კილომეტრიან 22 წრისაგან შედგა.

საფინიშო მონაკვეთზე საგრძნობი აღმართის არსებობა ძალოვანი სპრინტის პერსპექტივას ქმნიდა. ამის ალბათობას მონაწილე გუნდების სასტარტო შემადგენლობის შეუიარაღებელი თვალით გადახედვაც ამძაფრებდა.

პელოტონში ხომ, აბსულიტურად უნიკალური, სამგზის ზედიზედ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი პეტერ საგანი და სპრინტის გამორჩეული ორი ვარსკვლავური სპეციალისტი გერმანელი ანდრე გრაიპელი და ავსტრალიელი ქალებ იუინი იყვნენ. არც ფართო პროფილის სპრინტერტა დეფიციტი შეიმჩნეოდა.

 

14 January 2018
People’s Choice Classic
SAGAN Peter (SVK) Bora – Hansgrohe
Photo : Yuzuru SUNADA

 

ასე მცირე წრეზე რბოლის მოწყობა გულშემატკივართა სულ უფრო და უფრო დიდ ინტერესს იწვევს. მოკლე დისტანცია და ყოველ ხუთ წრეზე შუალედური სპრინტების გათამაშება სანახაობრივად მიმზიდველი ხდება.

თუმცა რბოლა სპრინტერული კოლექტივების სრული კონტროლის ქვეშ კლასიკური სცენარით წარიმართა. ყველა მთავარი მოქმედი პირი ასე თუ ისე უვნებელათ მივიდა საფინიშო სპრინტამდე, სადაც უშეღავათო ბრძოლაში სეზონი პირველ რბოლაში გამარჯვებულის პირველი მაისური მსოფლიო ჩემპიონმა პიტერ საგანმა მოიგო!

 

14 January 2018
People’s Choice Classic
1st : SAGAN Peter (SVK) Bora – Hansgrohe
Photo : Yuzuru SUNADA

 

ზეგ ადელაიდისვე პორტიდან აიღებს სტარტს ტურის პირველი ეტაპიც.

 

 

გზა მშვიდობისა უსურვოთ მსოფლიო პელოტონს! მით უფრო, რომ დღევანდელ რბოლას არ ასცდა მრბოლელის სახიფათო წაქცევა.

 

 

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.

 

 

 

 

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer