წლის პირველი რბოლა
სეზონში მსოფლიო ტურის პირველი მნიშვნელოვანი რბოლა 19-24 იანვარს ავსტრალიაში გაიმართა. ტური დაუნ ანდერი (Tour Down Under) მწვანე კონტინენტზე 1999 წლიდან იმართება და ევროპაში ზამთრის სუსხს მორიდებული პელოტონი არდადეგების შემეგ პირველ სერიოზულ გამოცდას გადის. საშინაო რბოლა ადგილობრივთა განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს და იშვიათად თუ ვინმე გამოუშვიათ იქედან გამარჯვებული, თვრამეტიდან თერთმეტჯერ სწორედ მათ იმარჯვეს.
ასე იყო წელსაც, ტურის ექვსივე ეტაპზე ადგილობრივებმა იმარჯვეს და გენერალურ კლასიფიკაციაშიც არავის დაუთმეს პირველობა. განსაკუთრებით მწვანეთა მთავარი ძალა ორიკა გრინ ეიჯი გაისარჯა. ორიკელებმა ოთხი ეტაპი მოიგეს, წყვილ წყვილად სპრინტის ამომავალმა ვარსკვლავმა ქალებ იუინმა და საიმონ გერანსმა. საიმონმა გენერალური კლასიფიკაციაც მიაყოლა და წლის პირველი დიდი ვინჩიტორე გახდა!
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.