სეზონის ბოლო გრანდ ტურის სტარტი
ამ უქმეებზე ესპანეთში სტარტი აიღო სეზონის დასკვნითმა გრანდ ტურმა – ვუელტა ა ესპანა (Vuelta a España – შინაარსობრივათ შეიძლაბა ვთარგმნოთ როგორც დაბრუნება ესპანეთში). ესპანური ტური სამ გრანდ ტურს შორის ყველაზე ახალგაზრდაა, ის 1935 წლიდან იმართება და წლევანდელი რიგით 71–ეა.
ვუელტას 71–ე სტარტს უდიდესი ინტერესით ელოდა მთელი ველოსამყარო, რადგან რბოლიში თანამედროვეობის მწყობრში მყოფი ყველა დიდი მრბოლელი იასპარეზებს.
პირველ რიგში ყურადრებას წლევანდელი ფრანგული ტურის გენერალური პოდიუმის ორი ბინადარი იწვევს, ტრიუმფატორი ბრიტანელი კრისტოფერ ფრუმი და მესამე პრიზიორი კოლუმბიელი ნაირო კინტანა.
ამათ ემატება ფრანგული ტურიდან დაცემების შედეგათ მიღებული ტრავმების გამო ნაადრევათ გამოთიშული ლეგენდარული ესპანელი ალბერტო კონტადორი. ელ პისტოლერო სამგვირგვინოსანთა ისტორიული ექვსკაციანი ჯგუფის წარმომადგენელია, მას კარიერაში სამივე გრანდ ტური არაერთხელ აქვს მოგებული და ნებისმიერი რბოლის მშვენებაა, არც მოტივაცია აკლდა ოდესმე.
ყურადღების ცენტრში იქნებიან ასევე ესპანელი ალეხანდრო ვალვერდე, კოლუმბიელი ხუან ესტებან ჩავესი და რამოდენიმე მეორე რიგის ფავორიტი, რომელთაც თავის გამოჩენის შემთხვევაში ვახსენებთ.
წლევანდელი ვუელტა გამოკვეთილად სამთოა, საკმარისია ვთქვათ რომ ათ ეტაპზე დაიგეგმა სხვადასხვა სპეციფიკის ფინიში აღმართზე რაც ჟანრის გურმანებს დიდ მოლოდინებს უჩენს.
უკვე ოთხი ეტაპი გაიმართა და შეიძლება გარკვეული წინასწარი მოსაზრებები გაგვიჩდეს. მივყვეთ თანმიმდევრობით.
პირველი ეტაპზე საკმაოდ გრძელი გუნდური ინდივიდუალური დროზე რბოლა გაიმართა. ეს ძალიან სპეციფიური სახეობაა, წინა პლანზე გუნდების სპეციალური მომზადება გამოდის რაც შესაბამისი სპეციალიზაციის მრბოლელთა კომპლეკტაციასაც ითვალისწინებს. ასეთ პირობებში აშკარა უპირატესობა გენერალური კლასიფიკაციისათვის მებრძოლ გუნდებს შორის ესპანურ მოვისტარს ეკუთვნოდა, თუმცა თუ ბრიტანულ სკაის შემადგენლობას გადავხედავდით მათაც არ უნდა გაევლოთ ცუდი რბოლა. ჟანრის ლიდერების ბმს–ისა და ორიკასაგან ყოველთვის კარგი შედეგია მოსალოდნელი.
რბოლა სკაიმ მუვისტარს სულ რაღაც ოთხი მეათედით მოუგო, ორიკა და ბმს მათ შესაბამისად ექვსი და შვიდი წამით ჩამორჩნენ. მთავარი წაგებული როგორც მოსალოდნელი იყო ალბერტო კონტადორი გამოვიდა, ტინკოვმა 52 წამი დათმო და პირველივე ეტაპიდან ელ პისტოლერო მდევრის როლში დადგა.
მეორე ეტაპი, შეიძლება ითქვას ერთადერთი შანსი იყო სპრინტერთათვის. გუნდების სასტარტო შემადგენლობებს თუ გადავხედავთ ბელგიური კვიკ სტეპი აშკარად ჩაინიშნავდა ამ შესაძლებლობას. რბოლა მათი კონტროლით წარიმარტა, გუნდმა შესანიშნავათ იმუშავა. ფინიშთან ბოლო მოსახვევში, ვიწრო დერეფანში ბრწყინვალე პოზიციაზე დატოვეს ბელგიელი ჯანი მირსმანი რომელმაც თანაგუნდელებს არ გაუწბილა იმედები, ეტიქსმა დაგეგმილი ეტაპი აიღო.
მესამე და მეოთხე ეტაპები იმ ათი აღმართზე ფინიშით დაგეგმილთაგან პირველი ორი გახლდათ. აქედან პირველის ფინიში მირადორ დე ეზარო (Mirador de Ézaro) 1810 მეტრი სიგრძის 14,36% გრადიენტით (მაქსიმალური 25%), მრბოლელთაგან განსაკუთრებულ მონაცემებს ითხოვს. სირთულეს არა მხოლოდ განსაკუთრებული გრადიენტი, არამედ აღმართის ზედა ნაწილში ბეტონის საფარიც წარმოქმნის. ასეთ პირობებში ხოაკიმ როდრიგესი (პურიტო) ბრწყინავდა ხოლმე. წინა ასვლაზე სწორედ მან იმარჯვა და მხოლოდ ელ პისტოლერომ შეძლო კონკურენცია გაეწია. მოგეხსენებათ პურიტომ დიდ სპორტს თავი დაანება და მისი არ ყოფნის პირობებში ფავორიტად სხვა ესპანელები, ალეხანდრო ვალვერდე და ალბერტო კონტადორი შეიძლებოდა მიგვეჩნია სავარაუდოდ კოლუმბიელებთან კონკურენციის პირობებში. მაგრამ ეს ტურის დასაწყისია და რამდენად იქნებოდნენ ფავორიტები სათანადო კონდიციებში ამას ასვლისას შევიტყობდით. საერთო გამარჯვებისათვის მებრძოლმა გუნდებმა არ გამოიჩინეს ეტაპის მოგებისათვის საჭირო ძალისხმევა, რის შედეგადაც წარმატებას დაწინაურებული ჯგუფიდან შემტევმა ფრანგმა ალექსანდრ გინისმა ფრანცეზ დე ჟოდან მიაღწია. ეს მისი მეორე გამარჯვებააა ესპანურ ტურზე რაც უდავოთ დიდი მიღწევაა.
დიდებმა კი პირველი მწვავე გარჩევა მოაწყვეს. ასეთ გრადიენტზე შეცდომა ძვირად ფასობს, ამიტომ მთლიანობაში მათი ასვლა აკადემიური აღმოჩნდა. მუვისტარმა გუნდის უპირატესობის გამოყენება სცადა რაც აღმართის დასაწყისშივე შეტევაში აისახა. შეტევას ჩავიტომ და ელ პისტოლერომ უპასუხეს, ფრუმმი საკუთარ ტემპზე გადავიდა. მაქსიმალური გრადიენტით მონაკვეთზე ალბერტო შემტევებს ჩამორჩა, როგორც მოგვიანებით განაცხადა პულსი დასაშვებზე მაღალ მონაცემს გადასცდა (200) რაც შეიძლება ძვირად დაჯდომოდა და დანაკარგების მინიმიზაციის ტაქტიკაზე გადავიდა. ამ მონაკვეთის გავლის შემდეგ კი ჩვეულ სტილში ფრუმმიმ მოახერხა ალბერტოს გასცდენოდა და შემტევებს გატოლებოდა. ფინიშთან მუვისტარელებმა რუბენ ფერნანდესი გაუშვეს შეტევაში, მანაც ჯგუფიდან პირველმა ზეიმით გადაკვეთა ფინიშის ხაზი. მოგვიანებით კი განაცხადეს წითელი მაისური ვიზეიმეთო, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მუვისტარელებს ფრანგი გამორჩათ. შედეგათ მორიგი სასაჩუქრე წითელი მაისურის ამარად დარჩნენ რაც ნებისმიერი მრბოლელისათვის ძალიან საისტორიო მოვლენა. მთავარი წაგებული ისევ ელ პისტოლერო აღმოჩნდა მან ძველ ჩამორჩენას 28 წამი მიუმატა და გენერალურ კლასიფიკაციაში დასაფიქრებელი წუთნახევარი გახადა. შეძლებს თუ არა ალბერტო ამ დეფიციტის აღმოფხვრას დარჩენილ მთებში გავიგებთ, აი სხვა ფავორიტების, რომელნიც არც აქამდე დავასახელეთ, დანაკარგები კი ვფიქრობ განმსაზღვრელი აღმოჩნდა. ვეჭვობ ისინი ათეულს მიუახლოვდნენ, რასაც გავაკეთებ თუ აღმოჩნდა რო შევცდი.
ეტაპს ყავდა კიდე ერთი საყურადღებო დაზარალებული, რომელიც არა კონდიციების, არამედ დაცემის გამო გამოეთიშა ათეულისათვის მებრძოლთა რიგებს. ეს კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი იყო კოლუმბიიდან. შვეიცარიის ტურის წლევანდელი ტრიუმფატორი, 22 წლის მიგელ ანხელ ლოპესი დაეცა რითაც ყაზახური ასტანის იმედების გაცრუება და სტრატეგიული ხაზის შეცვლა გამოიწვია. საბედნიეროდ მიგელ ანხელი რბოლაში დარჩა რითაც ფასდაუდებელ გამოცდილებას მიიღებს.
მეოთხე ეტაპის საფინიშო ასვლა 11,2 კილომეტრის სიგრძის 4,8% (მაქს. 13%) გრადიენტის აღმართს წარმოადგენდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტეხეიდოს სალოცავზე გავლით მირადორ ვიხია დე ჰერბიერაზე (San Andrés de Texeido. Alto Mirador de Veixia). ტეხეიდო ქართულად ურთხელს ნიშნავს რომელიც თურმე უხვად იზრდებოდა გალისიის ამ ნაწილში. ამ აღმართზე ძნელია რაიმე უპირატესობის მოპოვება თუ მოწინააღმდეგეს რაიმე გაუთვალისწინებელი არ შეემთხვა. ეტაპზე დიდხანს ვერ მოხერხდა დაწინაურებულთა ჯგუფის ფორმირება, რადგან ცხადი იყო ამ ჯგუფის წევრების ეტაპზე გამარჯვების ალბათობა დიდი იყო, საბოლოოდ მთავარ ფავორიტად ჯგუფში პუმა, კიდე ერთი ცნობილი კოლუმბიელი დარვინ ატაპუმა შეიქნა ბმს–იდან, თან მას წითელში შემოსვის საკმაოდ რეალური შანსი ქონდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, დასკვით აღმართზე ეტაპის გათამაშება როცა დაიწყო, ემზადებოდა რა გადამწყვეტი შეტევისათვის, პუმა მედგრად იგერიებდა ყოველი მხრიდან წამოწყებულ შეტევებს. მხოლოდ ერთი გაატარა, რადგან შემტევი ახალგაზრდა ფრანგი დირექტ ენერჯიდან ლილიან კალმეჯანი გახლდათ. ასეთ მრბოლელს მშვიდად უშვებენ ხოლმე, ფინიშამდე საკმაო მანძილი იყო. ლილიანს არავინ იცნობდა, ეს მისი პირველი გრანდ ტურია, მონუმენტებიდან მხოლოდ ერთში აქვს სტარტი აღებული და საერთოდ მსოფლიო ტურის დებიუტანტია. როგორც აღმოჩნდა მისი გაშვება შეცდომა იყო, ლილიანმა გაძლო, რაც ძალიან დიდი იშვიათობაა და კარიერის სტარტზე პირველი პროფესიული გამარჯვება მიითვალა, პუმას კი სანუგეშოდ წითელი მაისური ერგო.
დიდებმა აღმართი მშვიდად აიარეს, მეოთხე ეტაპს მათ შორის დროის თანაფარდობაში აღარანაირი ცვლილება აღარ შეუტანია, რასაც სავარაუდოდ მერვე ეტაპამდე არც უნდა ველოდოთ. დღეს და ხვალ მარშრუტებზე ისეთი არაფერია რამაც შეიძლება დიდებს პრობლემა შუქმნას. თუმცა ეს გრანდ ტურია და ყოველთვის ყველაფერს უნდა ელოდო.
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.