Header

რეკორდი ხანგრძლივობაში

ამერიკის ღია პირველობაზე დღეს უკვე მესამე წრე მიმდინარეობს. ამ დღეებში მრავალი საინტერესო მატჩი შედგა. განთესილებთაგანაც ბევრი უკვე აღარ აგრძელებს ასპარეზობას. ქალთა ბადაში ტოპ ათეულის მხოლოდ სამი წევრიღა გავიდა მესამე წრეში. ჯერ იყო და მესამედ განთესილი მარია შარაპოვა მოიხსნა ტურნირის დაწყებამდე ტრავმის გამო, შემდეგ პირველ წრეშივე დამარცხდნენ ლიუსი საფაროვა (6), ანა ივანოვიჩი (7), კაროლინა პლიშკოვა (8), კარლა სუარეს ნავარო (10) და აი მეორე წრეს ვერ გაშორდნენ კაროლინ ვოზნიაკი (4) და გარბინე მუგურუზა (9).

ამ მარცხებიდან განსაკუთრებული უდაოდ ქალთა ბადეში, ტურნირზე მეცხრედ განთესილ გარბინე მუგურუზასი გამოდგა ბრიტანელ იოჰანა კონტასთან.

ბასკი გარბინე მუგურუზა იოჰანა კონტასთან მატჩისას Photo: Garrett Ellwood/USTA

გამარჯვებული სამ სეტში გამოვლინდა 7:6(4) 6:7(4) 6:2 და მატჩი სარეკორდო დრო 2 საათი და 23 წუთი გაგრძელდა, რაც 1970 წლიდან როცა ტაი–ბრეიკი იქნა შემოღებული ამერიკის ღია პირველობაზე ყველაზე ხანგრძლივი მატჩია ქალბატონთა შორის.

წლევანდელი უიმბლდონის ფინალისტის მეორე წრეში გავარდნა დიდი მოულოდნელობაა.

გარბინე წლევანდელი უიმბლდონის ფინალის შემდეგ Photo: Susan Mullane/USA TODAY Sports

 

 

Featured image: Jerry Lai/USA TODAY Sport (გარბინე მუგურუზა და იოჰანა კონტა)

Inside post thumbnail image: Ella Ling/BPI/Rex Shutterstock (იოჰანა კონტა)

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer