პირველი მთები, პირველი ჩხვლეტები
12 მაისს ყველა განსაკუთრებულად ელოდა, რადგან მეექვსე ეტაპის სპეციფიკიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო საერთო გამარჯვებისათვის მებრძოლთა პირველი შეხლა შემოხლა. კერძოთ ამას საფინიშო 18 კილომეტრიან ასვლისას ვარაუდობდნენ. მართალია აღმართს დაბალი საშუალო გრადიენტის გამო მხოლოდ მეორე კატეგორია ქონდა მინიჭებული, მაგრამ გრძელი მანძილი, თან პირველი კვირა როცა მრბოლელები ჯერ კიდე უახლოვდებიან პიკურ კონდიციებს აუცილებლად გამოიწვევდა გამწვავებებს. თან ყველას თავში მეცხრე ეტაპზე დაგეგმილი ინდივიდუალური რბოლა აქვს და მთამსვლელები ვერცერთ მინიმალურ შანსსაც კი ვერ გაფლანგავდნენ ინდივიდუალურის სპეციალისტებსათვის ძვირფასი წამები რო არ მოეგოთ.
რბოლა ნერვიულად დაიწყო, ეს დისტანციის პირველ ნაწილში მოთავსებულმა სერიოზულმა ასვლამ და კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია. შედეგათ დაწინაურებულთა ჯგუფმა კომფორტულ უპირატესობას მიაღწია და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე რბოლა ორათ, ეტაპზე და საერთო გამარჯვებისათვის მებრძოლთა ჯგუფებათ გაიყო.
დაწინაურებულებში აშკარა ფავორიტად გამოცდილი ტიმ ველინსი იყო, რომელმაც ყოველივე ფილიგრანულად შეასრულა. ხელსაყრელ მომენტში შეუტია, საჭირო უპირატესობა მოიპოვა და შემდეგ ფინიშამდე აღარავინ მიიახლოვა.
აღსანიშნავია ლოტტო სუდალის გუნდური გარჯა რომლებმაც რბოლის შუაში შეძლეს დაწინაურებულებთან გადარბენა და შემდეგ უმრავლესობაში მყოფებმა აკადემიურად გადაწყვიტეს ეტაპის ბედი.
აი ფავორიტთა ბატალია კი დამაფიქრებელი გამოდგა. საფინიშო აღმართთან გამოიკვეთა ასტანის ტაქტიკური ჩანაფიქრი, იაკობ ფულსანგმა შეუტია და ნათელი გახდა მალე ლო სკუალო ამოძრავდებოდა. ამოძრავდა კიდეც ვინჩენცო, თუმცა ფავორიტთა მიერ ტომ დუმულინის მიერ წამოწყებულ კონტრშეტევა ვერ მოიგერია და ფინიშთან წამებნაკლული მივიდა. ეს გამონაკლისია თუ ტენდენცია რბოლა გვაჩვენებს, ამჯერად კი 0:1–ზე არა ლო სკუალოს სასარგებლოთ.
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.