Header

პირველი კვირის კვალდაკვალ

გასრულდა ფრანგული ველოგრანდტურის პირველი კვირა. წლევანდელი ტური უდიდეს ინტერესს იწვევდა რადგან მასში სტარტი თანამედროვეობის ყველა მოქმედმა დიდმა მრბოლელმა აიღო. მართალია ყველა ერთნაირი მიზნით არა, მაგრამ ესპანელი ალბერტო კონტადორი (სამივე გრანდტურის გამარჯვებული თანამედროვეობის უდიდესი მრბოლელი), ბრიტანელი კრისტოფერ ფრუმი (ფრანგული ტურის ორგზის ტრიუმფატორი), კოლუმბიელი ნაირო კინტანა (იტალიური ტურის გამარჯვებული) და იტალიელი ფაბიო არუ (ესპანური ტურის გამარჯვებული) სეზონის დასაწყისშივე გაცხადებულად ორიენტირს სწორედ საფრანგეთზე აკეთებდნენ და პირველი რიგის ფავორიტთა ასეთი სიუხვე დიდი ბატალიების მოყვარულ გურმანების მრავალათასიან აუდიტორიის უდიდეს ინტერესს იწვევდა. არც მეორე რიგის ფავორიტთა ნაკლებობას უჩივის წლევანდელი ფრანგული ტური. ამას მარშრუტის გამოკვეთილი სამთო დაგეგმვა ემატება, განსაკუთრებული კონცენტრაციით მესამე კვირაში. დიდი, უდიდესი ტურის მოლოდინში მთელი ველოსამყარო შეიძლება ითქვას საფრანგეთს მიაწყდა.

ასეთი წინაპირობებით იწყებოდა პირველი ეტაპი, პირველი კვირა…

ათიათასჯერ ნათქვამს მომავალშიც არაერთხელ რო უნდა გავიმეორო ეხლაც ვიტყვი:

ვერცერთ გრანდტურს პირველ კვირაში ვერ მოიგებ, მაგრამ პირველ კვირაში ის შეიძლება წააგო!

ეს ყველამ კარგად იცის, მორიგი ტურის მარშრუტის გაცხადებისთანავე, თვეების განმავლობაში, გენერალური კლასიფიკაციისათვის მებრძოლ დიდთა გუნდების შეკრებებზე დეტალურად განიხილება პირველი კვირის ყველა საფრთხე. ასეთ გუნდებში სპეციალურად ერთვებიან მრბოლელები ვისი მოვალეობაც სწორედ კაპიტანთა პირველი კვირის განმავლობაში დაცვაა მთავარი მიზანი. ჩადიან და სავარჯიშო რიტმში გადიან მარშრუტის რთულ მონაკვეთებს. აკეთებენ სარეპეტიციო დაშვებებს დაღმართებზე. დეტალურად სწავლობენ ქარტა სავარაუდო მიმართულებებს და ძალას და კიდე უამრავ დიდ დეტალს თუ ნაკლებად საყურადღებო წვრილმანს…

და მაინც ყოველ წელს, პირველი კვირას, ვინმე დიდი აუცილებლად წააგებს მთელ ტურს, შესაბამისად მთელ სეზონს. ამაოა თვეების მუხლჩაუხრელი შრომა. უამრავ ადამიანთა იმედი ამ კვირის განმავლობაში ქრება, უდიდესია იმედგაცრუება.

ათასი სიუჟეტი გვინახავს, დრამა დრამას გადაფარავს ხოლმე, პირველ კვირას რამოდენიმე დიდიც შეწირვია, წელს კი მხოლოდ ერთი. მხოლოდ ერთი და თან როგორი. პირველ ორ ეტაპზე დაცემების შედეგად მიღებული ტრავმები წელს საბედისწერო აღმოჩნდა. ელ პისტოლერომ იბრძოლა. რვა ეტაპი უდიდეს დაძლევაზე გაიარა, ტრავმებს ინფექციაც დაემატა და მეცხრე ეტაპზე ალბერტო კონტადორი ჩამოქვეითდა და მანქანაში ჩაჯდა. როგორ გადააწყობს დიდი ესპანელი სეზონს? ვნახავთ. იქნებ ესპანურ ტურზე ვიხილოთ! ვამოს ელ პისტოლერო!

 

6 July 2016 103rd Tour de France Stage 05 : Limoges - Le Lioran CONTADOR Alberto (ESP) Tinkoff Photo : Yuzuru SUNADA

6 July 2016
103rd Tour de France
Stage 05 : Limoges – Le Lioran
CONTADOR Alberto (ESP) Tinkoff
Photo : Yuzuru SUNADA

 

ამასობაში კი, ცხრა ეტაპიდან ექვსი ბრიტანელებმა მოიგეს. ამ მონაგარში ლომის წილი მარკ კავენდიშზეა, ვწერდი კიდეც სპრინტის მეფე დაბრუნდა, და თან როგორ, სამი ეტაპი აიღო ყველა ძირითად კონკურენტთან უშუალო სპრინტში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ბოლო გამარჯვება მეექვსე ეტაპზე.

 

7 July 2016 103rd Tour de France Stage 06 : Arpajon-sur-Cere - Montauban 1st : CAVENDISH Mark (GBR) Dimension Data 2nd : KITTEL Marcel (GER) Etixx - Quickstep 3rd : McLAY Daniel (GBR) Fortuneo - Vital Concept Photo : Yuzuru SUNADA

7 July 2016
103rd Tour de France
Stage 06 : Arpajon-sur-Cere – Montauban
1st : CAVENDISH Mark (GBR) Dimension Data
2nd : KITTEL Marcel (GER) Etixx – Quickstep
3rd : McLAY Daniel (GBR) Fortuneo – Vital Concept
Photo : Yuzuru SUNADA

 

მანამდე დიდმა გერმანელმა მაინც შეძლო თავისის აღება მეოთხე ეტაპზე, მარსელ კიტელმა ურთულესი სპრინტი მილიმეტრებში აართვა საფრანგეთის იმედ ბრაიან კუკარს.

 

5 July 2016 103rd Tour de France Stage 04 : Saumur - Limoges 1st : KITTEL Marcel (GER) Etixx - Quickstep 2nd : COQUARD Bryan (FRA) Direct Energie Photo : Yuzuru SUNADA

5 July 2016
103rd Tour de France
Stage 04 : Saumur – Limoges
1st : KITTEL Marcel (GER) Etixx – Quickstep
2nd : COQUARD Bryan (FRA) Direct Energie
Photo : Yuzuru SUNADA

 

მეხუთე მეშვიდე და მეცხრე ეტაპები, გაქცეულთაგან გვიანი შეტევით მიითვალეს მსოფლიო პელოტონში ჟანრის ბრწყინვალე თანავარსკვლავედმა, სოლისტებმა ბელგიელმა გრეგ ვან ავერმაეტმა, ბრიტანელმა სტივ კამინგსმა და ჰოლანდიელმა ტომ დუმულინმა.

 

6 July 2016 103rd Tour de France Stage 05 : Limoges - Le Lioran VAN AVERMAET Greg (BEL) BMC Photo : Yuzuru SUNADA

6 July 2016
103rd Tour de France
Stage 05 : Limoges – Le Lioran
VAN AVERMAET Greg (BEL) BMC
Photo : Yuzuru SUNADA

 

8 July 2016 103rd Tour de France Stage 07 : L’Isle-Jourdain - Lac de Payolle 1st : CUMMINGS Stephen (GBR) Dimension Data Photo : Yuzuru SUNADA

8 July 2016
103rd Tour de France
Stage 07 : L’Isle-Jourdain – Lac de Payolle
1st : CUMMINGS Stephen (GBR) Dimension Data
Photo : Yuzuru SUNADA

 

10 July 2016 103rd Tour de France Stage 09 : Vielha Val d’Aran - Andorre Arcalis DUMOULIN Tom (NED) Giant - Alpecin, at Arcalis Photo : Yuzuru SUNADA

10 July 2016
103rd Tour de France
Stage 09 : Vielha Val d’Aran – Andorre Arcalis
DUMOULIN Tom (NED) Giant – Alpecin, at Arcalis
Photo : Yuzuru SUNADA

 

განსაკუთრებით მიუბრუნდები კვირის ბოლოს წინა, მერვე ეტაპს. ეტაპი სამთო იყო, მაგრამ დაშვებისას ფინიშის გამო რაიმე განსაკუთრებულს არავინ ელოდა. თუმცა ბოლო უღელტეხილის წვერზე, ისარგებლა რა მოწინააღმდეგეთა წამიერი უყურადღებობით, შეუტია ფრუმიმ. მან მცირე უპირატესობა მოიპოვა, რომელიც აღარავის დაუთმო და შედეგათ ეტაპიც მიითვალა და ყვითელშიც შეიმოსა. აშკარაა რო არაორდინალური ტექნიკა და თვით დაღმართიც რეპეტირებული ქონდა. მართალია ისიც და მთელი მისი გუნდი გაიძახოდა საკმაოდ ფრთხილი იყოო, მაგრამ მე თავს უფლებას მივცემ ჩემს აზრზე დავრჩე. ის რაც ფრუმიმ აიღო ვერ შეედრება იმას რაც შეიძლება დაეკარგა. კი მას გაუმართლა და ძალიან ცუდი იქნებოდა რამე სხვა მომხდარიყო, თუმცა ჩემთვის ეს იმის მანიშნებელია რო ფრუმი ძალიან ნერვიულობს და მე ამ შეტევას და დაშვებას ვერ გავამართლებ. ჩემი აზრით მან კონტროლი დაკარგა და შედეგად შეიძლება ტური წაეგო.

 

10 July 2016 103rd Tour de France Stage 09 : Vielha Val d’Aran - Andorre Arcalis FROOME Christopher (GBR) Sky QUINTANA Nairo Alexander (COL) Movistar Photo : Yuzuru SUNADA

10 July 2016
103rd Tour de France
Stage 09 : Vielha Val d’Aran – Andorre Arcalis
FROOME Christopher (GBR) Sky
QUINTANA Nairo Alexander (COL) Movistar
Photo : Yuzuru SUNADA

 

ჯერ ფაქტიურად აჩრდილის როლს თამაშობს დიდი კოლუმბიელი. შარშანდელ ტურს თუ გავიხსენებთ, მესამე კვირამდე მისგან სხვას არაფერს უნდა ველოდოთ. და თუ როგორია ნაირო მესამე კვირას ალპებში ყველას ახსოვს და ფრუმიც ამიტომ კარგავს მოთმინებას.

მეორე კვირა, სავარაუდოდ გარდამავალი იქნება, თუმცა აქაც ხვალიდან დიდი ბატალიები გაგრძელდება. ეს ხომ გრანდ ტურია და აქ ყველას თავისი ომი აქვს!

 

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.

 

 

 

 

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer