Header

მოსახდენი მოხდა

როგორც მოსალოდნელი იყო, ჰოლანდიელმა ტომ დიუმულენმა დროზე რბოლაში დუბლი გაახერხა, ეტაპიც აიღო და წითელშიც შეიმოსა, უკვე მესამედ.

ჰოლანდიელმა რბოლა თავიდანვე ბრწყინვალედ წარმართა და უკვე პირველივე მონაკვეთზე შეიქმნა გადამწყვეტი ულირატესობა. მისი აეროდინამიური ჯდომი და თანაბარი პედალირება ნამდვილად აკადემიური იყო მთელ დისტანციაზე, რამაც ბუნებრივია სასურველ შედეგზე გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ ტომმა სპეციალისტებსაც წუთზე მეტი მოუგო რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ტავისი კლასი ინდივიდუალურ დროზე რბოლაში.

Burgos - Spain - wielrennen - cycling - radsport - cyclisme -  Tom Dumoulin (Team Giant - Alpecin)  pictured during La Vuelta 2015 Stage 17 from Burgos to Burgos - ITT - Induvidual Time Trial - photo IB/LB/RB/Cor Vos © 2015

ტომ დიუმულენი ვუელტას ინდივიდუალური რბოლის დისტანციაზე Photo: IB/LB/RB/Cor Vos

 

გენერალური კლასიფიკაციისათვის მებრძოლთა შორის საუკეთესო შედეგი მუვისტარელებმა ალეხანდრო ვალვერდემ (+1:08) და ნაირო კინტანამ (+1:33) აჩვენეს, რაზეც ვწერდით კიდეც, თუმცა მათ მანამდე დათმეს ბევრი და ამ შედეგით პოდიუმს მხოლოდ მიუახლოვდნენ. მიმდინარე ლიდერებიდან კი მხოლოდ იტალიელმა ფაბიო არუმ იბრძოლა ბოლომდე, მართალია ასტანელი ეტაპზე ტომს მნიშვნელოვნად ჩამორჩა (+1:53) თუმცა საჩემპიონო შანსები შეინარჩუნა რადგან შეძლო გენერალში ჩამორჩენის მინიმიზირება.

Fabio Aru finished in the top ten on the individual time trial, and sits 3 second back from Dumoulin in the overall after stage 17. Photo: Tim De Waele | TDWsport.com

ფაბიო არუმ დისტანციის მეორე ნაწილში შეძლო დანაკარგების მინიმიზირება Photo: Tim De Waele/TDWsport.com

 

შესაბამისად როგორც ვპროგნოზირებდით ლიდერთა ექვსეული შედგა და სწორედ ისინი გაითამაშებენ ადგილებს პოდიუმზე დასკვნით ეტაპებზე.

  1. ტომ დიუმულენი (ჰოლანდია) გიანტ–ალპეცინი 72:24:07
  2. ფაბიო არუ (იტალია) ასტანა +0:03
  3. ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი) კატიუშა +1:15
  4. რაფალ მაიკა (პოლონეთი) ტინკოფ–საქს0 +2:22
  5. ნარიო კინტანა (კოლუმბია) მოვისტარი +2:53
  6. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი) მუვისტარი +3:15

 

წინ სამი რთული ეტაპია, რომლებზეც მთამსვლელები კიდე შეეცდებიან, რათა დასკვნით, მეგობრობის, ეტაპზე მიირთვან შამპანური!

 

 

Featured image: Tim De Waele/TDWsport.com

Inside post thumbnail image: Cor Vos/La Vuelta/Team Giant-Alpecin

 

 

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer