Header

მინი კლასიკა ჯიროზე

შაბათს გამართულ ჯიროს მერვე ეტაპის მარშრუტის სცენარის მიხედვით კულმინაცია ფინიშამდე 25 კილომეტრით ადრე გასავლელ ალტო დი პოტიზე დაიგეგმა. თითქმის 9 კილომეტრიან, 6.5% საშუალო გრადიენტით აღმართზე კი არის 14%–იანი მონაკვეთიც, მაგრამ ეს დიდ დაბრკოლებათ არ გამოდგებოდა რო არა აღმართის 6.4 კილომეტრიანი მონაკვეთი – სახელგანთქმული სტერრატო (მიწის საფარიანი გზა), კლასიკური სტრადე ბიანკედან (თეთრი გზები) ჩვენთვის კარგად ნაცნობი და მშობლიური. წვიმიანი ამინდის პირობებში ეს სრულ ოფროუდში გადაიზრდება ხოლმე თუმცა ამჯერად მრბოლელებს გაუმართლათ და მარტალი წვიმა იმ დღეს მოვიდა თუმცა ისეთ დროს, რომ გაშრობა მოსწრო და პირიქით უხვ მტვერიანობას შეუშალა ხელი. შესაბამისად ორგანოზატორების ჩანაფიქრის დრამატურგიის ყველაზე მძაფრი ვარიანტი ვერ გამოვიდა.

 

 

მაგრამ სტერრატო რა სტერრატოა, თან აღმართზე, მასზე რო მრბოლელმა მშვიდად გადაიაროს და თუ ოდნავ ძალა შერჩა მეტოქეები არ შეამოწმოს.

ასე იყო შაბათსაც. რბოლის პირველ მონაკვეთზე ჩამოყალიბდა პელეტონზე დაწინაურებული დღის ლიდერთა ჯგუფი, ეს იმ დღეს მთლად უიმედო საქმე არ იყო, რადგან არც ეტაპის მანძილი იყო ზეგრძელი და თან მის ფინიშთან ასეთი დაბრკოლების არსებობა სრულიად გამორიცხავდა სპრინტერული გუნდების დაწევაზე აკტივობას.

 

14 May 2016 99th Giro d'Italia Stage 08 : Foligno - Arezzo 1st : BRAMBILLA Gianluca (ITA) Etixx - Quickstep Photo : Yuzuru SUNADA

14 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 08 : Foligno – Arezzo
1st : BRAMBILLA Gianluca (ITA) Etixx – Quickstep
Photo : Yuzuru SUNADA

 

შექმნილი სიტუაციით ბრწყინვალედ ისარგებალა ჯანლიკა ბრამბილლამ, მან ჯერ პელოტონთან დაშორების შენარცუნებაში ითამაშა არც ტუ ბოლო როლი, შემდეგ კი ხსენებულ სტერრატოზე აუჩქარა, რაზეც რეაგირება ვერავინ შეძლო. ჯანლუკამ უპირატესობა მოიპოვა და ფინიშამდე აღარავის დაუტმო რითაც დიდად გაახარა მთელი იტალია, მით უფრო რო სიხარული ორმაგი გამოდგა – შაბათს ბრამბილლას სახით იტალია ვარდისფერში შეიმოსა!!!

 

14 May 2016 99th Giro d'Italia Stage 08 : Foligno - Arezzo BRAMBILLA Gianluca (ITA) Etixx - Quickstep Maglia Rosa Photo : Yuzuru SUNADA

14 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 08 : Foligno – Arezzo
BRAMBILLA Gianluca (ITA) Etixx – Quickstep Maglia Rosa
Photo : Yuzuru SUNADA

 

ამას მისი დიდათ დასაფასებელი გარჯის გარდა, ხელი იგივე სტრადე ბიანკეზე საბოლოო გამარჯვებისათვის მებრძოლთა ჯგუფში მიმდინარე მოვლენებმა შეუწყო ხელი. აკი ვთქვი მშვიდი ცხოვრება სტერრატოზე არ იქნებოდათქო და თავიდან ალეხანდრო ვალვერდემ შეუტია. ლეგენდარულ კლასიკოსი ესპანელისათვის ეს ჩვეული საქმეა, მას მეტოქეებმაც აუბეს მხარი და იქვე აღმარტზე განმოსეს ჰოლანდიელი ტომ დუმულინი. დაღმართზე ლო სკუალო დაემატა, ყველასათვის ცნობილია მისი დაუნჰილის შესაძლებლობები, ის აკტიურათ დირიჟორობდა ლიდერთა დაჯგუფებას რითაც ინდივიდუალური რბოლის წინ ამ სახეობის სპეციალისტ ტომ დუმულინის შანსები სულ უფრო და უფრო გაფერმკრთალდა. თან ვინჩენცოს ერთის წინა ეტაპის ვალები ქონდა ტომისაგან დასაბრუნებელი და აკი დაიბრუნა კიდეც.

 

14 May 2016 99th Giro d'Italia Stage 08 : Foligno - Arezzo ZAKARIN Ilnur (RUS) Katusha NIBALI Vincenzo (ITA) Astana MAJKA Rafal (POL) Tinkoff, at Alpe di Poti Photo : Yuzuru SUNADA

14 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 08 : Foligno – Arezzo
ZAKARIN Ilnur (RUS) Katusha
NIBALI Vincenzo (ITA) Astana
MAJKA Rafal (POL) Tinkoff, at Alpe di Poti
Photo : Yuzuru SUNADA

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.

 

 

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer