ვუელტას სოლიდარობა იტალიას
ვუელტას მეექვსე ეტაპი იტალიის ტრაგედიისადმი სოლიდარობის გამოხატვით დაიწყო. ჩვენც ვუერთდებით და თანაუგრძნობთ ყველა გარდაცვლილის ჭირისუფალს და სრულიად იტალიას.
თავად ეტაპი უაღრესად დაძაბული გამოდგა, ამის დასტურად იმის თქმაც კმარა რო პირველი საათის მანძილზე 48 კილომეტრზე მეტი დაიფარა. თავიდანვე ვერა და ვერ მოხერხდა მასტაბილირებელი დაწინაურებულთა ჯგუფის ჩამოყალიბება, რაც უფრო და უფრო ზრდიდა პელოტონში მყოფთა დატვირთვებს. შეიძლება ითქვას ეს დაუძლეველი გახდა ყაზახური ასტანის ახალგაზრდა კოლუმბიელი კაპიტნისათვის, როგორც ვიცით მიგელ ანხელ ლოპესი მესამე ეტაპზე დაეცა, თუმცა მიუხედავათ მიღებული დაზიანებებისა რბოლა განაგრძო, სამწუხაროდ დღეს კიდე ერთხელ დაეცა, შეეცადა რბოლა გაეგრძელებინა მაგრამ არანორმალურ პირველ საათს ვეღარ გაუძლო და რბოლა შეწყვიტა.
საბოლოოდ სტარტიდან დაახლოებით 60 კილომეტრისათვის თერთმეტ კაციანი ჯგუფის საშუალოდ 2 წუთიანი დაწინაურება დასტაბილდა და რბოლა ოდნავ დამშვიდდა. თუმცა ბმსს მკაცრად ეკავა ლიდერები არასახიფათო მანძილზე, მითუმეტეს როცა მათ ორიკა და მუვისტარი ენაცვლებოდნენ გამოდევნებაში.
ალტო ალენსაზე ომარ ფრაილემ (დაიმენშენ დატა) შეუტია, ეს მხოლოდ საუკეთესო მთამსვლელის ქულებისათვის შეტევა იყო რადგან პელოტონის სიახლოვის გამო ვერავინ იფიქრებდა გაქცეულთა შანსებზე. ომარი დიდხანს ლიდერობდა თუმცა მას დაწინაურებულთა ჯგუფიდან წამოეწივნენ. მეორე ტემპით მატიას ფრანკმა (იამ ცაიკლინგი) ცადა, რაც თავიდან თითქოს გამოუვიდა კიდეც თუმცა ფინიშთან არსებული მცირე, მაგრამ მაინც აღმართი მის შანსებსაც მინიმალურს ხდიდა.
მეტიც, სწორედ ამ აღმართზე განხორციელდა გვიანი გადამწყვეტი შეტევა რომელიც მუვისტარმა წამოიწყო და წინა ხაზზე დანი მორენო გაიჭრა. ვეთანხმები იმას ვინც ფიქრობს რომ დანი მოგებაზე არ წასულა, სავარაუდოდ ის ალეხანდროს უმზადებდა პლაცდარმს მაგრამ როგორც ჩანს ვალვერდეს დღეს ფეხი არ ქონდა. სამაგიეროთ სხვებს ქონდათ. მოულოდნელად საიმონ ეიტცმა (ორიკა ბაიკ–ექსჩეინჯი) უპასუხა, ახალგაზრდა ბრიტანელს ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი და როგორც ჩანს დღეს მისი დღე იყო. აღმარტზე მანს საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა და მიუხედავად მდევართა დიდი გარჯისა აღარავის დაუთმო და კარიერაში პირველი გრანდ ტურის ეტაპი მიითვალა.
დღეს ასტანა ისევ აქტიურობდა ჯერ ანდრეი ზეიცმა ეცადა, შემდეგ ლულუ სანჩესმა აჩვენა რომ ჩინებულ ფორმაშია თუმცა ისევ უშედეგოთ.
ხვალინდელი ეტაპი მოკლეა, დისტანცია მხოლოდ 158,5 კილომეტრს შეადგენს, თუმცა სამი მესამე კატეგორიის აღმართია და ფინიში ბოლო ასვლის შემდგომი დაახლოებით 18 კილომეტრიანი დაშვების შემდეგ. ბოლო დაღმართს არ ვიცნობ, თუ ამინდიც ცუდი იქნა დიდი ნერვიული რბოლაა მოსალოდნელი, მით უმეტეს შემდეგი სამი სამთო ფინიშით გვირგვინდება.
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.