Header

ვუელტას მეორე ეტაპი

წლევანდელი ვუელტას მეორე ეტაპი იმდენად ეპიკური გამოდგა, რომ აქ მომხდარი ამბები ერთ კვირასაც ეყოფოდა განსახილველად.

ჯერ კარგი ვთქვათ. ყოველთვის სასიხარულოა როცა ახალგაზრდა მრბოლელი იმედებს ამართლებს, მით უფრო თუ ეს გრანდ ტურზე ხდება და მით უმეტეს როცა ეს გამართლება ეტაპის აღებით მიაღწია! და ეს ყველაფერი გაბრწყინებული რბოლის ლიდერის წითელი მაისურის შემოსვით! ალბათ ამ ყველაფერზე ერთად არც კი უოცნებია. იცნობდეთ – კოლუმბიელი იოხან ესტებან ჩავესი ავსტრალიური ორიკა გრინეიჯიდან!

იოხან ესტებან ჩავესი

იოხან ესტებან ჩავესი – 2015 წლის ვუელტას მეორე ეტაპის პოდიუმი

მისი სახით, გუშინ კიდე ერთი კოლუმბიური ვარსკვლავი გამოჩნდა მსოფლიო პელოტონის ცაზე

იოხან ესტებან ჩავესი

იოხან ესტებან ჩავესი – 2015 წლის ვუელტას ლიდერის წითელში შეიმოსა

 

მანამდე კი, ფინიშამდე ოცდაათი კილომეტრი იყო დარჩენილი როცა რბოლაში დიდი ჩაქცევა მოხდა

 

საბოლოოდ ამ ჩაქცევამ ყველაზე მეტად ყაზახურ ასტანას ავნო. გარდა ვინჩენცო ნიბალის რბოლიდან მოხსნისა, დღეს რბოლა ვეღარ გააგრძელა პაოლო ტირალონგომ. მისი ტრავმა რბოლისათვის შეუთავსებელი გამოდგა.

პაოლო ტირალონგო

პაოლო ტირალონგო (ასტანა) ვუელტას მეორე ეტაპზე დაცემის შემდეგ

 

 

 

მსგავსი სიახლეები

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer