Header

გრანდ ტურის გრანდ ეტაპი

წლევანდელი ვუელტას დრამატურგია ბრძოლის გამწვავების რამოდენიმე პიკს ითვალისწინებდა. რბოლის რეჟისორებმა სამივე კვირის სხვადასხვა მონაკვეთებზე განსხვავებული სპეციალიზაციის მრბოლელებს მისცეს უპირატესობა, რამაც ამ დღეების მანძილზე ამათუიმ მთავარ გმირს მისცა შანსი დიდების თავისი წილი მიეთვალა, აღზევებულიყო, წითელში შემოსილიყო, პოდიუმი მისაწვდომ დროის მონაკვეთზე ქონოდა ან სულაც მის ზონაში ყოფნით დამტკბარიყო. თან სპეციფიკა არ იძლეოდა იმის შანსს, რომ ვინმეს ბოლო წამამდე ეგრძნო თავი კომფორტულად ან რამოდენიმე ეტაპით ადრე გამქრალიყო ინტრიგა. ჩვენ უკვე ვწერდით ძალთა განლაგებაზე მესამე კვირის დასაწყისში, დროზე ინდივიდუალური რბოლის დასასრულს. მის შემდგომ ეტაპეპზე იყო მცდელობები, რომლებმაც გენერალურ კლასიფიკაციაში მებრძოლთათვის ვერაფერი შეცვალა და დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ყველა კითხვაზე პასუხი მეოცე ეტაპს უნდა გაეცა, ეტაპს ოთხი პირველი კატეგორიის უღელტეხილით და ფინიშით დაღმართის ბოლოს.

როგორც მოსალოდნელი იყო ეტაპი ორად გაიყო. პელოტონს გაქცეულთა ეტაპზე გამარჯვებისათვის მებრძოლთა ჯგუფი და ლიდერთა პელოტონი. თუმცა წინ გაჭრილების გადახედვისას აშკარად ჩანდა გუნდების მიერ არჩეული ტაქტიკური მონახაზები, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი გადომდგა კიდეც.

პირველ ორ აღმართს გიანტ–ალპეცინი აკონტროლებდა როგორც ეკადრება წითელ მაისურის მფლობელის გუნდს, და ეს გაგრძელდა მანამ სანამ გენერალის მეათე პოზიციას არ დაემუქრა საფრთხე. სამხრეთ აფრიკული ემტიენ–კუებეკა ათეულში მოხვედრას გეგმავდა და როგორც კი გაცეულთა დრო სახიფათო გახდა მათი პოზიციებისათვის ისინი საქმეში ჩაერთნენ, პელეტონში დაწინაურდნენ და ტემპი გაზარდეს. ამან სპრინტებზე საბრძოლველად დაკომპლეკტებული გიანტ–ალპეცინი თამაშ გარეთ დატოვა, გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი ჰოლანდიელი ამომავალი ვარსკვლავი ტომ დიუმულენი მხარდაჭერის გარეშე მთამსვლელთა გარემოცვაში.

თუმცა დრო “იქსი”, მესამე, ბოლოს წინა აღმართის დასკვნით მონაკვეთზე დადგა. ამ მონაკვეთზე გრადიენტი უდაოდ წინასწარ ქონდათ ჩანიშნული გუნდების სტრატეგებს და სწორედ აქ გააქტიურდა ასტანა. პირველმა ასტანას ბასკმა მიქაელ ლანდამ შეუტია, მას უმალ დაუჯდა ბორბალზე გუნდის კაპიტანი იტალიელი ფაბიო არუ, შეტევამ პელოტონი უმალვე ლიდერთა ჯგუფად აქცია, ტომს დიდი ძალისხმევა დასჭირდა რატა შემტევებს დაწეოდა და როცა დაეწია და ლიდერთა ჯგუფს შეუერთდა უმალვე თვით არუმ შეუტია.

Cycling: 70th Tour of Spain 2015 / Stage 20 ARU Fabio (ITA) White Jersey/ QUINTANA Nairo (COL)/ MAJKA Rafal (POL)/  San Lorenzo de El Escorial - Cercedilla (175.8Km)/  Rit Etape / Vuelta Tour d'Espagne Ronde van Spanje /(c)Tim De Waele

უტევს იტალიელი ფაბიო არუ ყაზახური ასტანიდან, უკან წითელი მაისურში ჩამორჩენილი ტომ დიუმულენი Photo: Tim De Waele/TDWsport.com

ფაბისო შეტევაზე თავიდან რეაგირება მხოლოდ ნაირო კინტანამ და რაფალ მაიკამ შეძლეს

Cycling: 70th Tour of Spain 2015 / Stage 20 ARU Fabio (ITA) White Jersey/ MAJKA Rafal (POL)/ San Lorenzo de El Escorial - Cercedilla (175.8Km)/  Rit Etape / Vuelta Tour d'Espagne Ronde van Spanje /(c)Tim De Waele

სარდინიელი აკონტროლებს თუ რა მოიტანა მისმა შეტევამ Photo: Tim De Waele/TDWsport.com

როგორც აღმოჩნდა ეს შეტევა და ადრე ნახსენები გუნდის სტრატეგია გადამწყვეტი აღმოჩნდა წლევანდელი ვუელტასთვის. ფაბიომ აღმართის ბოლომდე 20 წამიანი უპირატესობა შეინარჩუნა, დაღმართზე ტომი შეეცადა უკვე მეორედ დანაკარგის აღმოფხვრას, მაგრამ ამასობაში შემტევებს გაქცეულებში გადაგზავნილი თანაგუნდელბი დაუხვდნენ და როცა ისინი დაწინაურდნენ და გაქაჩეს ნათელი გახდა, რომ ასტანას ტაქტიკურმა ნახაზმა ბრწყინვალედ იმუშავა. ამის შემდეგ უპირატესობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ამას ხელი დაწინაურებულებში დროულად გადამხტარმა პურიტომაც შეუწყო რადგან გუნდური ინტერესების დამთხვევამ ტომ დიმულენი ძლიერი მოკავშირეების გარეშეც დატოვა.

ასევე საინტერესოდ წარიმართა ბრძოლა პოდიუმის დარჩენილი ადგილებისათვის. აქ მოვისტარელმა ნაირო კინტანამ გამოიღო ხელი, დიდმა კოლუმბიელმა შეუტია მაგრამ მისი მთავარი კონკურენტი პოლონელი რაფალ მაიკა მზად აღმოჩნდა მოვლენების ასეთი განვითარებისათვის

შედეგად ფაბიო არუმ გუნდის ფილიგრანული მუშაობის წყალობით წითელი მაისური ამჯერად საბოლოოდ დაიბრუნა.

Cycling: 70th Tour of Spain 2015 / Stage 20 Podium / ARU Fabio (ITA) Red Leader Jersey/  Celebration Joie Vreugde /  San Lorenzo de El Escorial - Cercedilla (175.8Km)/  Rit Etape / Vuelta Tour d'Espagne Ronde van Spanje /(c)Tim De Waele

ფაბიო არუ ვუელტას ლიდერის წითელ მაისურში, მის მხრებზე ამაყად განისვენებს სარდინიის დროშა Photo: Tim De Waele/TDWsport.com

მიუხედავად იმისა, რომ რბოლოს გადამწყვეტ ეტაპზე, არა მხოლოდ ლიდერის პოზიციები, არამედ პოდიუმიც კი დათმო და საბოოლოოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა ტომ დიუმულენი რბოლის ნამდვილ აღმოჩენად იქცა და მისი ხასიათიდან გამომდინარე მრავალი გულშემატკივრის გულიც მოინადირა.

Cycling: 70th Tour of Spain 2015 / Stage 20 Arrival / DUMOULIN Tom (NED) Red Leader Jersey/ Deception Teleurstelling/ San Lorenzo de El Escorial - Cercedilla (175.8Km)/  Rit Etape / Vuelta Tour d'Espagne Ronde van Spanje /(c)Tim De Waele

დამარცხებული, მაგრამ არა წაქცეული ტომ დიუმულენი, რესპექტი Photo: Tim De Waele/TDWsport.com

 

მრავალთა აზრით, უნჯობესი იქნებოდა პოდიუმის შანსებზე ეფიქრა და არა გამარჯვებაზე, ტომმა კი ყველაფერი ან არაფერი აირჩია და ამჯერად დამარცხდა. თუმცა მჯერა წინ მრავალი წარმატება ელოდება!

დიდი ხანია არაფერი მითქვამს ეტაპებისათვის მებრძოლებზე. დღეს გვერდს ვერ აუვლი, დღეს შორეული სოლო გაქცევით, ფინიშამდე 100 კილომეტრზე მეტი იყო დარჩენილი როცა სოლო შეტევაზე წავიდა ვეტერანი რუბენ პლაცა და წელს უკვე მეორე გრანდ ტურის ეტაპი მოიგო!

12 September 2015 70th Vuelta a Espana Stage 20 : San Lorenzo de El Escorial - Cercedilla 1st : PLAZA Ruben (ESP) Lampre - Merida Photo : Yuzuru SUNADA

რუბენ პლაცა ვუელტას მეოცე ეტაპის ფინიშზე Photo : Yuzuru SUNADA

 

 

Featured image: Tim De Waele/TDWsport.com

Inside post thumbnail image: stage profile/lavuelta.com

 

 

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer