ჰოლანდიელთა დომინირება მშობლიურ ოვალზე
თებერვალ მარტის გასაყარზე, ჰოლანდიაში, აპელდორნის ველოდრომზე წლის მთავარი სატრეკო მოვლენა შედგა – მსოფლიო პირველობა.
მსოფლიო სატრეკო პერიოდი ოლიმპიურ ციკლთან არის დაკავშირებული. ქვეყნები თუ სპორტსმენები მზადების სტრატეგიას ყოველთვის სწორედ მომდევნო ოლიმპიურ თამაშებს უკავშირებენ, ამიტომ ეს ფაქტორი მთავარი განმსაზღვრელია სატრეკო ბატალიების სიღრმისეულ მიმოხილვისას.
მოგეხსენებათ, მომდევნო ოლიმპიური თამაშები 2020 წელს ტოკიოში გაიმართება, შესაბამისად ორი წლით ადრე ნაკრებები უკვე ასრულებენ თაობათა ცვლას და მსოფლიო ჩემპიონატზე იკვეთება ოლიმპიური შემადგენლობის ძირითადი კონტურები. შეიძლება ითქვას ეს წყალგამყოფი პერიოდია არა მხოლოდ ქრონოლოგიურად, უკვე დასრულებულია საცდელი პერიოდი და უკვე ჩანს თუ ვინ შეიძლება ვიხილოთ ოლიმპიურ ოვალზე ორი წლის შემდეგ.
ვინაიდან შეჯიბრების შესახებ ერთი პოსტით შემოფარგვლას ვგეგმავ, წინასწარ რეისებს გვერდს ავუვლი და ქრონოლოგიურათ ყურადღებას მხოლოდ ფინალებზე გავამახვილებ, თან ცალკეული მცირე გამონაკლისების გარდა მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებზე შევაჩერებ თქვენს ყურადრებას. თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რასაკვირველია არ გამომრჩება მსოფლიო ჩემპიონის ცისარტყელიანი მაისურის მფლობელთა ვინაობის დასახელება. მანამდე კი გადავხედოთ სახეობათა ჩამონათვალს, ყველა ასპარეზობა იმართება როგორც ქალბატონებისათვის, ასევე მამაკაცებისათვის. მათ შორის განსხვავება მხოლოდ დასაძლევ დისტანციაშია ხოლმე. პირველი ხუთი შედის ოლიმპიურ პროგრამაში:
- კეირინი;
- ომნიუმი;
- სპრინტი ინდივიდუალური;
- პესიუთი გუნდური;
- სპრინტი გუნდური;
- ინდივიდუალური რბოლა დროზე;
- პესიუთი ინდივიდუალური;
- ქულებზე რბოლა;
- სკრეჩი;
- მადისონი.
დღე პირველი – 28 თებერვალი
ჩემპიონატის პირველი მედლები ქალბატონთა სკრეჩში გათამაშდა (ინდივიდუალური რბოლა საერთო სტარტით. მამაკაცები 15, ხოლო ქალბატონები 10 კილომეტრზე ეჯიბრებიან. გამარჯვებულია ის ვინც პირველი დაფარავს განსაზღვრულ მანძილს. პირველივე რბოლამ წარმოაჩინა მასპინძელთა უკიდურესათ მაღალი მოტივაცია. რბოლა მოიგო და ამ პირველობაზე სანაკრებო ჩათვლაში პირველი ოქრო მიითვალა ჰოლანდიელმა კირსტენ ვილდმა. ეს კირსტენის მეორე ცისერტყელიანი მაისური იყო, პირველი მან იგივე სახეობაში 2015 წელს მოირგო, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და მიმდინარე ჩემპიონატი მისი ბენეფისით დაამახსოვრდება გულშემატკივარს, რადგან ვილდსმა აქ ჯამში სამი ოქრო მოიგო. ჩვენ კი არ დავარღვიოთ აღებული გეზი და მივყვეთ თანმიმდევრულად.
სკრეჩის შემდეგ გუნდური სპრინტის ჯერი დადგა, ქალბატონთა და მამაკაცთა შორის ჩემპიონები პირველი დღის ბოლოს გამოვლინდა.
ქალბატონთა შორის გუნდური სპრინტის პოდიუმი:
- გერმანია (მირიამ ველტე, კრისტინა ვოგელი, პაოლინ გრაბოშჩი);
- ნიდერლანდები;
- რუსეთის ფედერაცია.
მამაკაცთა შორის გუნდური სპრინტის პოდიუმი:
- ნიდერლანდები (ნილს ვანტ ჰონდერდალი, ჰარი ლავრეისენი, ჯეფრი ჰუგლანდი, მეთიუს ბიუხლი);
- დიდი ბრიტანეტი;
- საფრანგეთი.
დღე მეორე – 1 მარტი
ასპარეზობის მეორე დღეს მედლები მამაკაცთა შორის კეირინში, სკრეჩში და ქალბატონთა და მამაკაცთა გუნდური პესიუთში (გამოდევნებით რბოლა) გაიმართა.
მამაკაცთა კეირინი
- ფაბიან პუერტა (კოლუმბია);
- ტომოიუკი კავაბატა (იაპონია);
- მაქსიმილიან ლევი (გერმანია).
მამაკაცთა სკრეჩი
- ევგენი კოროლიოკი (ბელარუსი);
- ნიკელე სკარტეძინი (იტალია);
- კოლუმ სკოტსონი (ავსტრალია).
ქალბატონთა გუნდური პესიუთი
- აშშ (ჯენიფერ ვალენტე, კენი კატლინი, ქლოი დიგერტი, კიმბერლი გისტი);
- დიდი ბრიტანეთი;
- იტალია.
მამაკაცთა გუნდური პესიუთი
- დიდი ბრიტანეთი (ედ კლენსი, კიან ემადი, ეტან ჰაიტერი, ჩარლი ტენფილდი);
- დანია;
- იტალია.
დღე მესამე – 2 მარტი
მამაკაცთა ინდივიდუალური პესიუთი
- ფილიპო განა (იტალია);
- ივო ოლივეირა (პორტუგალია);
- ალექსანდრე ევტუშენკო (რუსეთის ფედერაცია).
მამაკაცთა ქულებზე რბოლა
- კამერონ მეიერი (ავსტრალია);
- ჟან–ვილემ ვან სჩიპი (ნიდერლანდები);
- მარკ სტიუარტი (დიდი ბრიტანეთი).
ქალბატონთა ომნიუმი
- კირსტენ ვილდი (ნიდერლანდები);
- ამალი დიდერიქსენი (დანია);
- რაშლი ბაცანანი (ახალი ზელანდია).
ქალბატონთა სპრინტი
- კრისტინა ვოგელი (გერმანია);
- სტეფანია მორტონი (ავსტრალია);
- პაულინ გრაბოში (გერმანია).
დღე მეოთხე – 3 მარტი
მამაკაცთა ომნიუმი
- შჟიმონ შაჯნოკი (პოლონეთი);
- ჟან–ვილემ ვან სჩიპი (ნიდერლანდები);
- სიმონე კონსონი (იტალია).
მამაკაცთა სპრინტი
- მეთიუ გლეტზერი (ავსტრალია);
- ჯეკ კარლინი (დიდი ბრიტანეთი);
- სებასტიან ვიგიე (საფრანგეთი).
ქალბატონთა ინდივიდუალური რბოლა დროზე
- მარიამ ველტე (გერმანია);
- დარია შმელიოვა (რუსეთის ფედერაცია);
- ელის ლიგტლი (ნიდერლანდები).
ქალბატონთა პესიუთი
- ქლოი დიგერტი (აშშ);
- ანამეიკ ვან ვლუტენი (ნიდერლანდები);
- კელი კატლინი (აშშ).
ქალბატონთა მედისონი
- დიდი ბრიტანეთი (ქეთი არჩიბალდი, ემილი ნილსონი);
- ნიდერლანდები;
- იტალია.
დღე მეხუთე – 4 მარტი
მამაკაცთა ინდივიდუალური რბოლა დროზე
- ჯეფრი ჰუგლანდი (ნიდერლანდები);
- მეთიუ გლეტზერი (ავსტრალია);
- ტეო ბოსი (ნიდერლანდები).
მამაკაცთა მედისონი
- გერმანია (როჯერ კლუგე, ტეო რეიჰარდი);
- ესპანეთი;
- ავსტრალია.
ქალბატონთა კეირინი
- ნიკი დეგრენდელე (ბელგია);
- ლი ვაი სჟე (ჰონ კონგი);
- სიმონა კრუპიცკაიტე (ლიეტუვა).
ქალბატონთა ქულებზე რბოლა
- კირსტენ ვილდი (ნიდერლანდები);
- ჯენიფერ ვალენტე (აშშ);
- ჟასმინ დუერინგი (კანადა).
ჯამში საშინაო პირველობაზე ნიდერლანდების სამეფომ ხუთ–ხუთი ოქრო და ვერცხლი, და ორიც ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, რითაც მედლების რაოდენობით ორჯერ გაასწრო მეორე ადგილოსან გერმანიას, თუმცა თუ ცისარტყელიან მაისურებს დავითვლით გერმანელები მხოლოდ ერთით ჩამორჩნენ გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებულებს.
სამწუხაროდ იმ სპორტის სახეობაში, რომელშიც ოლიმპიურ თამაშებზე მედლების 10 კომპლექტი თამაშდება და ტრადიციაც გაგვაჩნდა ერთ დროს, ჩვენში ნორმალური ოვალიც კი არ მოგვეპოვება, სხვა “ფუფუნებებზე” ხომ საუბარიც ზედმეტია…
All images: UCI/www.uci.org/track