ჯირო მთებს მიადგა
გასული თორმეტი ეტაპის მანძილზე რბოლას ვერ მოიგებდი, მაგრამ ის შეიძლება წაგეგო. გენერალურ კლასიფიკაციისათვის მებრძოლი კაპიტნების და მათი გუნდების ამოცანა იყო რაც შეიძლება მცირე დანაკარგებით მისულიყვნენ ამ საღამოს ვახშმამდე, რადგან ხვალ იწყება ნამდვილი ჯირო!
ჯირო მთებს მიადგა!!!
ბოლო დასვენების დღემდე ორი ურთულესი ჯგუფური სამთო ეტაპი და სამთო ინდივიდუალური რბოლა
გენერალური კლასიფიკაციისათვის მებრძოლთა ცხრილი
ადგილი | სახელი და გვარი | ქვეყანა | გუნდი | ჩამორჩენა |
---|---|---|---|---|
1 | ბობ იუნგელსი | ლუქსემბურგი | ეტიქს კუიკ–სტეპი (ბელგია) | 0:00 (49:32:20) |
2 | ანდრია ამადორ ბიკკაზაკობა | კოსტა–რიკა | მუვისტარი (ესპანეთი) | 0:24 |
3 | ალეხანდრო ვალვერდე ბელმონტე | ესპანეთი | მუვისტარი (ესპანეთი) | 1:07 |
4 | სტივენ კროისვეიკი | ჰოლანდია | ლოტო ჯუმბო (ჰოლანდია) | 1:07 |
5 | ვინჩენცო ნიბალი | იტალია | ასტანა პრო (ყაზახეთი) | 1:09 |
6 | რაფალ მაიკა | პოლონეთი | ტინკოფფი (რუსეთი) | 2:01 |
7 | ილნურ ზაკარინი | რუსეთი | კატიუშა (რუსეთი) | 2:25 |
8 | ხუან ესტებან ჩავეს რუბიო | კოლუმბია | ორიკა გრინ ეიჯი (ავსტრალია) | 2:43 |
9 | ჯანლუკა ბრამბილლა | იტალია | ეტიქს კუიკ–სტეპი (ბელგია) | 2:45 |
10 | დიეგო ულისსი | იტალია | ლამპრე მერიდა (იტალია) | 2:47 |
11 | რიგობერტო ურან ურან | კოლუმბია | კონანდეილი (აშშ) | 3:12 |
12 | იაკობ ფულსანგი | დანია | ასტანა პრო (ყაზახეთი) | 3:39 |
13 | რაიდერ ჰეჟდალი | კანადა | ტრეკ სეგაფრედო (აშშ) | 3:56 |
14 | დომენიკო პოცცოვივო | იტალია | აჟედუარ ლა მუნდიალე (საფრანგეთი) | 4:01 |
15 | სტეფანო პირაცცი | იტალია | ბარდიანი ჩსფ (იტალია) | 4:27 |
პუბლიკაციაში გამოყენებულია შარშანდელი ჯიროს მეოცე ეტაპის ამსახველი ფოტოები
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.