ჯიროს მეორე ჰოლანდიური ეტაპი
გრძელდება ველოდღესასწაული ჰოლანდიაში, სადაც გუშინ, 7 მაისს, ჯიროს დაგეგმილი სამიდან, რიგით მეორე გასვლითი ეტაპი გაიმართა. 190 კილომეტრიანი მარშრუტი აღმოსავლეთ ჰოლანდიის ქალაქებს, სტარტით არნემსა და ფინიშით ნიემეგენს შორის იქნა დაგეგმილი და თავიდანვე სპრინტერთა ყურადღების ცენტრში მოიქცა რადგან არ მოიცავდა რთულ რელიეფს.
ეტაპი კლასიკურად წარიმართა, თავიდანვე ჩამოყალიბდა დღის ლიდერთა ჯგუფი რომელთაც პელოტონი დიდ უპირატესობას არ აძლევდა რადგან სპრინტერული კოლეკტივები მდევრის მძიმე ტვირთს არ გაურბოდენ. განსაკუთრებით წლევანდელი კლასიჩისიმას (მილანი – სან–რემო) გამარჯვებულის არნო დემარის ფრანგული ფრანცესდეჟო გაისარჯა. ფინიშთან მიახლოებისას მათი მატარებელი თვალში საცემი იყო.
თუმცა საფინიშო სპრინტში დიდი უპირატესობით გერმანელმა მარსელ კიტელმა იმარჯვა, შეიძლება ითქვას მარსელი დაბრუნდა, რადგან ამ დიდი გამარჯვებით მისი კარიერის რთული მონაკვეთი დაასრულა. ჯერ კიდევ პირველ ეტაპზე, ინდივიდუალურ რბოლაში მის მიერ ნაჩვენები დრო გვაძლევდა საშუალებას გვევარაუდა რომ ეტიქს კვიკ–სტეპი ვარდისფერი მაისურის მოხელთებას გეგმავდა. რადგან სპრინტში გამარჯვებით მიღებული ბონიფიკაციური დროით მარსელი გაუთანაბრდა ტომ დუმულინს და თუ მომდევნო ეტაპზე ის შეძლებს გუშინდელი შედეგის გამეორებას იტალიაში ვერდისფრში შემოსილი გაემგზავრება.
მეორე ეტაპის შედეგათ კი, ადგილობრივთა გასახარად ვერდისფერი ამაყად მოირგო ჰოლანდიელმა ტომ დუმულინმა!
მესამე ეტაპზე, ისევ სპრინტერულ გარჩევას უნდა ველოდოთ!
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.