წითლები იწყებენ და იმარჯვებენ
დღევანდელი ეტაპი სპრინტერთა ბოლო პაექრობა უნდა გამხდარიყო, თუმცა წლევანდელ ჯიროზე ამ ჟანრში გერმანელთა სრული დომინაციის გამო პაექრობა ვეღარც ვიხილეთ. მით უმეტეს როცა რბოლა ორი გამარჯვების შემდგე მარსელ კიტელმა დატოვა ცხადი გახდა რომ ბრძოლა აღარ იქნება და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა ყველა დარცენილ სპრინტს მისი თანამემამულე ანდრე გრაიპელი დაისაკუთრებს.

19 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 12 : Noale – Bibione
1st : GREIPEL Andre (GER) Lotto – Soudal, Maglia Rossa
Photo : Yuzuru SUNADA
ეტაპის სირთულე ბოლო კილომეტრებზე ორ საფინიშო წრეში იყო ჩადებული, სადაც პელოტონს ვიწრო გზაზე 28 მოსახვევი უნდა გაეარა და დილიდან წამოსული წვიმის გამო ეს დიდ კითხვებს ბადებდა. ვიწრო დერეფანი ისედაც სახიფათოა და წვიმის პირობებში მოსახვევები უაღრესად საშიში დასაძლევია საფინიშო სიჩქარის პირობებში, ასეთ დროს დიდია ტრავმასაშიში დაცემების ალბათობა. პელოტონი საკურორტო ბიბიონემდე არ იყო მისული წვიმა შეწყდა და საშიშროებამ იკლო, თუმცა ორგანიზატორებმა, გამორიცხეს რა დიდი მთების წინ ბოლო ეტაპზე ყოველგვარი შემთხვევითობა, ბოლო წრეზე დროის გაჩერების და ნეიტრალიზაციის შესახებ გამოაცხადეს. შედეგათ ბოლო წრეს გენერალური კლასიფიკაციისატვის მებრძოლებისათვის აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ქონდა და დერეფანში მხოლოდ სპრინტზე მომართული ჯგუფი დარჩა. ამან საფინიშო ბილიკზე მბრბოლელთა რაოდენომა მკვეთრად შეამცირა, მართალია დაცემა მაინც მოხდა ოღონ ის არ იყო მასობრივი და არ გამოუწვევია ტრავმები.
[youtube height=”HEIGHT” width=”WIDTH”]https://www.youtube.com/watch?v=n9o7iSIclTE[/youtube]
მეორე წრეს არ დალოდებიან და უკვე ქალაქის მისადგომებთან წითლების (ლოტო ბელისოლი) მატარებელი დალაგდა რომელმაც ბოლო 20 კილომეტრიანი მონაკვეტი უშეცდომოთ გაიარა და გორილა (ანდრე გრაიპელი) საჭირო დროს საჭირო ადგილზე გადმოსვა. მანაც არ გაუცუდა გუნდს შრომა და მესამე სპრინტი მოიგო, თუმცა ლოტოსთვის ეს მეოთხე ეტაპი იყო.

19 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 12 : Noale – Bibione
1st : GREIPEL Andre (GER) Lotto – Soudal, Maglia Rossa
Photo : Yuzuru SUNADA
გავრცელებული ინფორმაციით გორილაც, მარსელის გზას გაუდგება და რბოლას დატოვებს. რატო? იმიტომ რომ ჯირო მთებს მიადგა – იქ სხვანი ისოლირებენ იქ სხვებს ელოდება დაფნის გვირგვინი!!!
ზოგიერთი მათგანი დღევანდელ ეტაპზე…

19 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 12 : Noale – Bibione
VALVERDE Alejandro (ESP) Movistar
Photo : Yuzuru SUNADA

19 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 12 : Noale – Bibione
SCARPONI Michele (ITA) Astana
Photo : Yuzuru SUNADA
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.
editor's pick
latest video
news via inbox
Nulla turp dis cursus. Integer liberos euismod pretium faucibua