Header

წელიწადი – არა…

ყველა ადამიანს უდგება დროება როცა თითქოს ისევ ისე ცდილობს როგორც აქამდე, თითქოს არაფერს აკლებს როგორც ადრე, მაგრამ არაფერი გამოდის, ყველაფერი ხელიდან ეცლება.

ვუელტას მეშვიდე ეტაპმა გამოიწვია ასეთი ემოცია, განა სულ ახლახან არ იყო როცა ფრანგულ ტურზე პირველო ორ ეტაპზე ზედიზედ დაეცა.

 

2 July 2016 103rd Tour de France Stage 01 : Mont-Saint-Michel - Utah Beach Sainte-Marie-du-Mont CONTADOR Alberto (ESP) Tinkoff Photo : Yuzuru SUNADA

2 July 2016
103rd Tour de France
Stage 01 : Mont-Saint-Michel – Utah Beach Sainte-Marie-du-Mont
CONTADOR Alberto (ESP) Tinkoff
Photo : Yuzuru SUNADA

 

მართალია ბრძოლა განაგრძო, მაგრამ მოგვიანებით მაინც იძულებული გახდა ველოსიპედიდან ჩამოქვეითებულიყო და რბოლა შეეწყვიტა.

 

2 July 2016 103rd Tour de France Stage 01 : Mont-Saint-Michel - Utah Beach Sainte-Marie-du-Mont CONTADOR Alberto (ESP) Tinkoff Photo : Yuzuru SUNADA

2 July 2016
103rd Tour de France
Stage 01 : Mont-Saint-Michel – Utah Beach Sainte-Marie-du-Mont
CONTADOR Alberto (ESP) Tinkoff
Photo : Yuzuru SUNADA

 

მეექვსე ეტაპის რეზიუმედ აღვნიშნე ხვალ ნერვიული ფინიში გველის თქო, მეშვიდე უკვე რბოლის სტარტად ვეღარ ჩაითვლება, თუმცა ვინაიდან გენერალურ კლასიფიკაციაში ჯერ კიდე დროებითი სახეების კარუსელია, როცა ჯერ კიდე არ მომხდარა სერიოზული დაპირისპირება გრძელ აღმართზე ჩნდებიან მრბოლელები ვინც სპრინტერული ფინიშის დროსაც წამებისთვის იბრძვის და ბუნებრივია სხვებიც ცდილობენ დრო არ დაკარგონ. ეს ათიათას გზის გათელილი თემაა, მე ვიზიარებ იმ აზრს რომ სპრინტერულ ფინიშზე ბოლო სამ კილომეტრზე უნდა იყოს დროის ნეიტრალიზება და ამ მონაკვეთში მხოლოდ სპრინტერები იბრძოლებენ. არა მგონია ასეთმა გადაწყვეტილებამ რამე დააკლოს სპრინტის ხიბლს, პირიქით იქ ნაკლებად იქნებიან უშუალოდ ეტაპზე გამარჯვებისათვის ბრძოლაში არ მონაწილე მრბოლელები რაც სერიოზულად დააქვეითებს ტრავმების ალბათობას. იმასაც დაუმატებდი, რომ ვერ ვიზიარებ გრანდ ტურზე იმ საბოლოო გამარჯვებისათვის მებრძოლი მრბოლელის შეხედულებებს ვინც სპრინტის დროს რამდენიმე წამის გამო თავის თავსაც იგდებს საფრთხეში და სხვებსაც აიძულებს ეს გააკეთოს.

 

26 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 07 : Maceda - Puebla de Sanabria CONTADOR Alberto (ESP) Tinkoff Photo : Yuzuru SUNADA

26 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 07 : Maceda – Puebla de Sanabria
CONTADOR Alberto (ESP) Tinkoff
Photo : Yuzuru SUNADA

 

სამწუხაროდ საფინიშო სპრინტის ბოლო მონაკვეთზე, როცა ორიოდე ასეული მეტრი იქნებოდა დარჩენილი, წელს უკვე მერამდენედ, დაეცა ალბერტო კონტადორი, მართალია მიღებული ტრავმები ფრანგულ ტურთან შედარებით უფრო მსუბუქია, მაგრამ ელ პისტოლეროს შესაძლებლობებზე ეს უდავოდ სერიოზულად იმოქმედებს.

ეტაპზე მოხდა კიდე ერთი შემაშფოთებელი ინციდენტი, ერთერთი ტექნიკური დირექტორის ავტომობილი შეეჯახა ესტონელ რეინ ტაარამაეს, რომლის დამსხვრეული ველოსიპედის ხილვისას გაკვირდები ამაზე მჯდომი საერთოდ როგორ გადარჩაო.

 

24 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 05 : Viveiro - Lugo TAARAMAE Rein (EST) Katusha Photo : Yuzuru SUNADA

24 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 05 : Viveiro – Lugo
TAARAMAE Rein (EST) Katusha Photo : Yuzuru SUNADA

 

რასაკვირველია ეს უბედური შემთხვევა იყო. საბედნიეროდ რეინს მხოლოდ რბოლის დატოვება მოუხდა და იმედი გვაქვს მალე გადავა ცხოვრების ჩვეულ რიტმზე.

თავად ეტაპი კლასიკური სცენარით წარიმართა, ფინიშამდე რამდენიმე ათეული კილომეტრით ადრე პელოტონი დაწინაურებულებს წამოეწია. ასტანამ ისევ იბრძოლა ეტაპისათვის თუმცა იმ დღესაც არაფერი გამოვიდა.

სპრინტი ბელგიელმა იონას ვან გენეხტენმა მოიგო იამ ცაიკლინგიდან.

 

26 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 07 : Maceda - Puebla de Sanabria 1st : VAN GENECHTEN Jonas (BEL) IAM Photo : Yuzuru SUNADA

26 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 07 : Maceda – Puebla de Sanabria
1st : VAN GENECHTEN Jonas (BEL) IAM
Photo : Yuzuru SUNADA

 

როგორც აღვნიშნე წითელში ჯერ დროებითი მრბოლელები იმოსებიან, მაგრამ ეს დროებითიც უდიდესი პატივია და დიდ მიღწევად ითვლება ასეთი მრბოლელის კარიერაში. დღეს წითელში ისევ პუმა (კოლუმბიელი დარვინ ატაპუმა ბმსიდან) იყო შემოსილი და ისიც სიამოვნებით იზიარებდა დიდების ამ დაუვიწყარ წუთებს თავის ერთგულ გულშემატკივრებთან.

 

26 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 07 : Maceda - Puebla de Sanabria ATAPUMA John Darwin (COL) BMC, Leader of the General Classification Photo : Yuzuru SUNADA

26 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 07 : Maceda – Puebla de Sanabria
ATAPUMA John Darwin (COL) BMC, Leader of the General Classification
Photo : Yuzuru SUNADA

 

დასვენების პირველ დღემდე, სხვადასხვა ხასიათის ზედიზედ სამი სამთო ფინიშიანი ეტაპი გაიმართა, რომელთა მიმდინარეობამაც რაღაც კითხვებზე პასუხი გაგვცა. ამაზე მოგვიანებით, აქ კი ერთ გარემოებას გაუსვამ ხაზს. მეშვიდე ეტაპის შემდეგ გავრცელდა კოლუმბიელ ნაირო კინტანას ვიდეო სადაც ის გულშემატკივრებს შეტევით ტაქტიკაზე გადასვლას დაპირდა. ნაიროსგან შეტევებს მეორე ტურია ველით და მაინც და მაინც იმ დღეს დაცემული ერთ ერთი მთავარი კონკურენტის არსებობისას ვფიქრობ მაინც ასეთი განცხადებებისაგან თავშეკავება აჯობებდა.

 

 

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer