Header

ქაოსი მონტ ვანტუზე

ფრანგული ტური (Tour de France) გადამწყვეტ ფაზაში შედის და ყოველი ახალი დღე განსაკუთრებული გამოწვევაა მრბოლელთათვის. დაგროვებული დაღლილობა და გადამწყვეტი უპირატესობის არ არსებობა უკიდურესად ძაბავს ნერვიულ ფონს, ძირითადი კონკურენტების მდგომარეობა სტრესულის ზღვარზეა.

ასეთ პირობებში იქნება ყოველი მომდევნო ეტაპი, ასეთი იყო რიგით მეთორმეტეც, რომელსაც ამ ყველაფერთან ერთად ამშვენებდა ლეგენდარული ფინიში მონტ ვანტუზე.

21,4 კილომეტრიანი აღმართი, საშუალო გრანდიენტით 7,6% (12% მაქსიმალური), სიმაღლე ზღვის დონიდან 1912 მეტრი (ასვლის სიმაღლე 1639 მეტრი) ფრანგულ ტურში 1951 წლიდან გვხვდება. წლევანდელის ჩათვლით თექვსმეტგზის იყო ტურის მარშრუტში, აქედან 10 გზის მასზე ფინიშით. წელს ეტაპი 184 კილომეტრზე დაიგეგმა, სწორედ მონტ ვატუზე ფინიშით, თუმცა რბოლამდე ორგანიზატორებმა, ზედა მონაკვეთზე ძლიერი ქარის გამო აღმართი თითქმის ექვსი კილომეტრით შეამცირეს და ფინიშის ხაზი სტარტიდან 174 კილომეტრზე დაწიეს.

ეტაპი მართლაც ისტორიული გამოდგა, მსგავსი არავის უნახავს.

პირველი შეიძლება ითქვას ინციდენტი ფინიშამდე 32 კილომეტრით ადრე მოხდა. ძირითადი ჯგუფის წინ დაეცა რამოდენიმე მრბოლელი, მათ შორის სკაის გვარდიის წამყვანი სამთო ძალა. ფრუმმი როგორც ჩანს მარტო დარჩენას, თანაგუნდელებიდან იზოლირებას დიდათ უფრთხის. ამიტომ დაღმართზე ესაო და სანიტარული პაუზა მჭირდებაო და გზის კიდეს მიაშურა და გაჩერდა, პელოტონში დაუწერელი წესების მიხედვით ასეთ დროს ტემპს ანელებენ და ჩამორჩენილებს ელოდებიან. ასეც მოხდა, ფრუმმიმ კი თავისიანებს დაელოდა და მათთან ერთად წამოეწია პელოტონს. ამან დიდი აზრთა სხვადასხვაობა გააჩინა. ფინიიშისკენ სიჩქარე აკრებილი თან დაღმართზე დაშვებისას ჯგუფის შენელება არნახულია და ძველ დროს გვახსენებს, ფრუმი მოიქცა როგორც ბოსი და ეს ბევრს არ მოეწონა. მომავალში შეიძლება მსგავსი აღარ გამეორდეს და მას არავინ დაელოდოს.

ამასთანავე, ამ დროს დღის დაწინაურებულებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს და ეტაპი სწორედ მათ გაითამაშეს, ბელგიელმა ტომას დე გენტმა კარიერაში ერთ ერთი უდიდესი გამარჯვება მიითვალა და ეტაპთან ერთად მთამსვლელთა ნომინაციისათვის ქულათა მარაგიც დიდათ გაზარდა რაც ამ ნომინაციის ლიდერის თეთრი წითელ ბურთულებიანი მაისურისათვის საკმარისი აღმოჩნდა.

 

14 July 2016 103rd Tour de France Stage 12 : Montpellier - Mont Ventoux 1st : DE GENDT Thomas (BEL) Lotto - Soudal Photo : Yuzuru SUNADA

14 July 2016
103rd Tour de France
Stage 12 : Montpellier – Mont Ventoux
1st : DE GENDT Thomas (BEL) Lotto – Soudal
Photo : Yuzuru SUNADA

 

როგორც მოსალოდნელი იყო საფინიშო აღმართზე დიდებმაც წამოიწყეს შეტევები, საბოლოოდ წინ სამნი დარჩნენ.

 

14 July 2016 103rd Tour de France Stage 12 : Montpellier - Mont Ventoux FROOME Christopher (GBR) Sky, Maillot Jaune PORTE Richie (AUS) BMC MOLLEMA Bauke (NED) Trek - Segafredo, at Mont Ventoux Photo : Yuzuru SUNADA

14 July 2016
103rd Tour de France
Stage 12 : Montpellier – Mont Ventoux
FROOME Christopher (GBR) Sky, Maillot Jaune
PORTE Richie (AUS) BMC
MOLLEMA Bauke (NED) Trek – Segafredo, at Mont Ventoux
Photo : Yuzuru SUNADA

 

ბრიტანელი კრისტოფერ ფრუმი, ავსტრალიელი რიჩი პორტი და ჰოლანდიელი ბაუკე მოლემა სავარაუდოდ მიღწეულ უპირატესობას აღარავის დაუთმობდნენ რომ არა ველოსპორტის ისტორიაში ერთ ერთი გაუგონარი ინციდენტი.

 

14 July 2016 103rd Tour de France Stage 12 : Montpellier - Mont Ventoux FROOME Christopher (GBR) Sky, Maillot Jaune PORTE Richie (AUS) BMC MOLLEMA Bauke (NED) Trek - Segafredo, at Mont Ventoux Photo : Pool

14 July 2016
103rd Tour de France
Stage 12 : Montpellier – Mont Ventoux
FROOME Christopher (GBR) Sky, Maillot Jaune
PORTE Richie (AUS) BMC
MOLLEMA Bauke (NED) Trek – Segafredo, at Mont Ventoux
Photo : Pool

 

ორგანიზატორებმა ფინიშის ხაზი კი დაწიეს, მაგრამ საფინიშო ზონის სათანადოთ დაცვა ვერ შეძლეს. ვერ მოახერხეს ბოლო კილომეტრის სრულად შემოღობვა. ამის გარდა აღმართის მანძილის შემცირებამ შეამჭიდროვა გულშემატკივართა რიგებიც. შედეგათ რბოლა უმჭიდროვეს ცოცხალ კორიდორში წარიმართა. ერთ მომენტში გულშემატკივარი ოპერატორის მოტოციკლის წინ აღმოჩდა და ბუნებრივია მოტოციკლისტმა დაამუხრუჭა. ეს ისე სწრაფათ მოხდა რომ შეჩერებულ მოტოციკლს ჯერ რიჩი შეასკდა შემდეგ კი მასთან ერთად დაწინაურებულებიც. რიჩიმ და ბაუკემ რბოლა სწრაფად განაგრძეს, ფრუმიმ ეს ვერ შეძლო რადგან მის ველოსიპედს მეორე მოტოციკლეტმა გადაუარა და რბოლისათვის უვარგისი გახადა.

 

14 July 2016 103rd Tour de France Stage 12 : Montpellier - Mont Ventoux FROOME Christopher (GBR) Sky, Maillot Jaune Photo : Pool

14 July 2016
103rd Tour de France
Stage 12 : Montpellier – Mont Ventoux
FROOME Christopher (GBR) Sky, Maillot Jaune
Photo : Pool

 

მიხვდა რა, რომ დროს კარგავდა, გუნდის ტექნიკური ავტომობილი კი ხალხის სიმჭიდროვის გამო მალე ვერ მიაწვდიდა სათადარიგო ველოსიპედს ფრუმი აღმართს სირბილით აუყვა. ამანაც დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია. მალე ფრუმის ნეიტრალურ ტექნიკური ავტომობილიდან მიაწოდეს ველოსიპედი, რომელსაც მისთვის შეუსაბამო პედლები აღმოაჩნდა. ფრუმიმ წვალებით განაგრძო ამ ველოსიპედით რბოლა, თუმცა ამასობაში სკაის ავტომობილი წამოეწია და სათადარიგო ველოსიპედზე შესვა. ფრუმიმ დრო დაკარგა, მაგრამ რბოლის კომისრებმა მისი დრო გაანეიტრალეს და ბაუკეს დროს გაუთანაბრეს. ფრუმი ყვითელში დარჩა. მოგვიანებით კი ამ დროს მომხდარი დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა კადრები როცა ნაირო კინტანა მავიკის ნეიტრალური მოტოციკლის სათადარიგო ველო ბორბალს იყენებს აღმართზე ბუქსირათ. კოლუმბიელი ხო ფრუმის მთავარ კონკურენტათ ითვლება.

 

14 July 2016 103rd Tour de France Stage 12 : Montpellier - Mont Ventoux FROOME Christopher (GBR) Sky, Maillot Jaune QUINTANA Nairo Alexander (COL) Movistar, at Mont Ventoux Photo : Yuzuru SUNADA

14 July 2016
103rd Tour de France
Stage 12 : Montpellier – Mont Ventoux
FROOME Christopher (GBR) Sky, Maillot Jaune
QUINTANA Nairo Alexander (COL) Movistar, at Mont Ventoux
Photo : Yuzuru SUNADA

 

რა გადაწყვეტილებას მიირებს ამასტან დაკავშირებით რბოლის კომისარიატი უცნობია. მაგალითისატვის გავიხსენებ, რომ შარშან მსგავსი ინციდენტის გამო ვუელტიდან მოხსნეს ვინჩენცო ნიბალი!

 

 

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.

 

 

 

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer