Header

ულისსის მეორე გამარჯვება

მეთერთმეტე ეტაპმა სტარტი უმშვენიერეს მოდენაში აიღი, ფერრარის სამშობლოდან პელოტონს 227 კილომეტრი უნდა დაეძლია, რაც წლევანდელ ჯიროზე მესამეა სიგრძით. აქედან 200 კილომეტრი ვაკე და ბოლოს აღმართები რაც მონუმენტალურ პრიმავერას მოგვაგონებდა. თავიდანვე შეიძლებოდა გვევარაუდა რომ აქ წინა პლანზე ეტაპისათვის ბატალიები წამოიწევდნენ, დიდები კი პოზიციების შენარცუნებაზე იზრუნებდნე, თუმცა მაინც მოხდა დიდტა რიგებისათვის საგულისხმო რამ. კერძოთ მე–95–ე კილომეტრზე რბოლა, გუშინდელის მსგავსად, კიდე ერთმა საერტო გამარჯვებისათვის მებრძოლმა ტომ დუმულინმა დატოვა. ცნობილი გახდა, რომ ტომი რამოდენიმე დღე უჩიოდა ტკივილებს, ანტიბიოტიკების გამოყენებაც კი გახდა საჭირო, მაგრამ ამან მდგომარეობას ვერ უშველა და ტომმა ბრძოლა შეწყვიტა. მიკელ ლანდასაგან განსხვავებით მას ხელცარიელი არ დაუტოვებია ჯირო და ეხლა მთელი ყურადღება რიოს ოლიმპიურ ინდივიდუალურ რბოლაზე ექნება გადატანილი სადაც ის ერთ ერთი მთავარი ფავორიტია.

 

 

რბოლა ჟანრის მიხედვით წარიმათა, დაწინაურებულებს გადამწყვეტ კილომეტრებთან წამოეწივნენ. იყო დიდი ჯგუფური წაქცევა რომელმაც ვინჩენცო გუნდის გარეშე დატოვა, რბოლის დრამატურგიისატვის საბედნიეროდ ნიბალი ამ წაქცევაში არ მოყოლია და უადგილო ადგილას დრო არ დაუკარგავს. ფინიშის წინა დაღმართზე სწორედ ლო სკუალო დაეშვა ტრადიციულად შეტევით, მას მხოლოდ ალეხანდრო ვალვერდემ და ხუან ესტებან ჩავესმა უპასუხეს. ერთ ხანს მცირე უპირატესობა მოიპოვეს კიდეც მაგრამ ან ვერ შეთანხმდნენ და ან ძალების დახარჯვა უადგილოთ ჩათვალეს. ასე იყო თუ ისე მდევრები მათ ადვილად გაუტოლდნენ.

 

18 May 2016 99th Giro d'Italia Stage 11 : Modena - Asolo JUNGELS Bob (LUX) Etixx - Quickstep, Maglia Rosa AMADOR Andrey (CRC) Movistar ULISSI Diego (ITA) Lampre - Merida, at Forcella Mostaccin Photo : Yuzuru SUNADA

18 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 11 : Modena – Asolo
JUNGELS Bob (LUX) Etixx – Quickstep, Maglia Rosa
AMADOR Andrey (CRC) Movistar
ULISSI Diego (ITA) Lampre – Merida, at Forcella Mostaccin
Photo : Yuzuru SUNADA

 

გადამწყვეტი შეტევა ანდრე ამადორმა წამოიწყო, რომელიც გენერალურ კლასიფიკაციაში მეორეა და ვარდისფეროსან ახალგაზრდა იუნგელსი იძულებული გახდა პოზიციების დასაცავად კონტრ შეტევაზე გადასულიყო. გაქცეულებმა უმატეს და სანამ მათი უპირატესობა კომფორტულამდე მიაღწევდა კვლავ გაიბრწყინა იტალიელმა ტალანტმა დიეგო ულისსიმ. ის უსწრაფესი აჩქარებით ეტაპის ლიდერებტან გადავიდა და როგორც მოსალოდნელი იყო ამ ორს ადვილად მოუგო სპრინტი. ეს დიეგოს მიმდინარე ჯიროზე მეორე, კარიერაში კი მეექვსე ეტაპი გამდგა.

 

18 May 2016 99th Giro d'Italia Stage 11 : Modena - Asolo 1st : ULISSI Diego (ITA) Lampre - Merida, 6th victory of the Giro d'Italia Photo : Yuzuru SUNADA

18 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 11 : Modena – Asolo
1st : ULISSI Diego (ITA) Lampre – Merida, 6th victory of the Giro d’Italia
Photo : Yuzuru SUNADA

 

ძირითადი ბატალიების წინ დიდები თავიანთზე დარჩნენ. შემდგომი ეტაპი სრულად სპრინტერულია ურთულესი ტექნიკური სპრინტით რაც ჟანრის მოყვარულებს დიდ სანახაობას პირდება. სულ რამოდენიმე საათში ღა გველის ეს უმწვავესი სპრინტი.

 

 

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer