ტრეკზე სპრინტის მეფე
რიოში ოლიმპიურ ველოდრომზე ასპარეზობის მეოთხე დღეს მედალთა მხოლოდ ერთი კომპლექტი გათამაშდა. ერთი, მაგრამ ყველაზე პრესტიჟული – მამაკაცთა შორის ინდივიდუალურ სპრინტი!
შეჯიბრებაში მრავალი სახელოვანი სპრინტერი იღებდა მონაწილეობას თუმცა ოქროს ფინალი ბრიტანული გამოდგა. ლეგენდარულმა ჯეისონ კენიმ და კალუმ სკინერმა წარმატებით გაიარეს ყველა ეტაპი და ოქროს ფინალის წყვილი შეადგინეს.
მბრბოლელები ერთმანეთს იცნობენო სასაუბროთაც არ ღირს, ორთავემ რიოში ერთ გუნდათ შეკრულმა მოიგეს პირველი სატრეკო ოქრო. თუმცა ჯეისონი მოქმედი ლეგენდაა, რიოს გუნდური ოქრო სპრინტში მისთვის მეოთხე გახლდათ, კალუმმა კი პირველი შემატა შოტლანდიურ ოქროს ფონდს. შესაბამისად ფავორიტი რა თქმა უნდა ჯეისონი იყო და გაამართლა კიდეც. მართალია კალუმს არაფერი დაუთმია, მაგრამ ჯეისონმა მაინც უპრობლემოთ მოიგო და ოლიმპიადებზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით (5) გაუტოლდა სერ ბრედლი ვიგინსს. ვერ ვიტყოდით რომ სპრინტის მეფისათვის ეს მიღწევა ამ საოლიმპიადო ოცნებათა დასასრულს წარმოადგენდა, თუმცა ამაზე მოგვიანებით. ბრინჯაოს მედალი ავსტრალიელ მეთიუ გლეიტცერთან ასევე უპრობლემოთ მოიგო რუსმა მბრბოლელმა დენის დმიტრიევმა.
აღნიშნულის გარდა მეოთხე დღეს დაიწყო ასპარეზობა ვაჟთა ომნიუმში, სადაც სამი რბოლა გაიმართა რომლებმაც ძირითად პრეტენდენტთა კონტურები გამოსახა ისიც ბუნდოვნათ. ასევე შედგა ქალბატონთა 1/16 ფინალები ინდივიდუალურ სპრინტში.
ომნიუმში გამარჯვებულის ვინაობა მეორე დრეს გაირკვევა, ქალთა სპრინტი კი ოლიმპიადის ბოლო დღის პროგრამის ნაწილია.
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.