ტომმა მორიგი ისტორია დაწერა
გუშინ ჰოლანდიურ რუქპენში მსოფლიო თასის მეთერთმეტე ეტაპი გაიმართა. თავიდანვე ხაზგასმით ვიტყვი, რომ შეჯიბრებაში ტრავმის გამო, დაანონსებული მონაწილეობა ვერ მიიღო მსოფლიო ველოსპორტის მეგა ვარსკვლავმა მეთიუ ვან დერ პულმა. ამასთანავე ის, რომ ამ უქმეებს საერთოდ ტოვებს კიდე ერთი სუპერ მრბოლელი ვაუტ ვან არტი მონაწილეთა შანსებს საგრძნობლად ათანაბრებდა და მამაკაცთა რბოლის ცხრავე წრე სტარტიდან ფინიშამდე უაღრესად დაძაბული გამოდგა.
არსებულ ვითარებაში რბოლაში პირველი სკრიპკა გასული ათიდან ხუთი ეტაპის გამარჯვებულმა და შეაბამისად მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაში დიდი უპირატესობით ლიდერმა ბელგიელმა ელი იზერბიტმა ითამაშა, თუმცა ფინიშთან ახლოს წყვილ ბარიერზე მას ბრიტანელთა იმედმა ტომ პიდკოკმა გაუსწრო და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ტომ პიდკოკი 2020-ის ტოკიოს ოლიმპიური ჩემპიონია ველოსპორტის სხვა სახეობაში, იქ მან სამთო ოლიმპიური კროს-კანტრიში (XCO) დაწერა უკვე ისტორია.
როგორც ჩანს ტომს ისტორის წერა მოეწონა და რუქპენში ახალი ბრწყინავე თავი შემატა მის და მისი ქვეყნის სპორტულ ისტორიას:
ეს მისთვის პირადად და დიდი ბრიტანეთისთვის ველო-კროსის მსოფლიო თასის ეტაპზე პირველი გამარჯვებაა!
Featured image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net
Inside post thumbnail image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net
განსაკუთრებული მადლობა იტალიელ ფოტოგრაფებს რობერტო და ლუკა ბეტინებს ჩვენს პუბლიკაციებში მათი წყლის ნიშნებიანი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Italian photographers ROBERTO and LUCA BETTINI for permission to use their watermarked works in our publications.