Previous Story
ტომმა თავისი გაიტანა
Posted On 31 Aug 2015
Comment: 0
ჰოლანდიელმა ტომ დიუმულენმა ამავე ქვეყნის გიანტ–ალპეცინიდან (Giant-Alpecin) ბრწყინვალედ დააგვირგვინა წლევანდელ ვუელტაზე არა ერთი მცდელობა და გუშინ ეტაპიც მოიგო და უკვე მეორედ, ოღონ ამჯერად არა შემთხვევითობის წყალობით, რბოლის ლიდერის წითელ მაისურში შეიმოსა.
ფინალურ კილომეტრებზე მან აგრესიული ტაქტიკა აირჩია და ციცაბო მონაკვეთებზე რამოდენიმეჯერ შეუტია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი გამარჯვების მომტანი კონტრშეტევა გუშინ პირველად გააქტიურებულ და მოსაგებად წასულ წლევანდელი ფრანგული ტურის გამარჯვებულ კრის ფრუმის წინააღმდეგ.
რბოლაზე მორიგი ჩაქცევაც მოხდა, რაც შეგვიძლია ველონის კრებულის მონაწილეთა წყალობით პელოტონის შიგნიდან ვნახოთ.