სეზონის ბოლო გრანდ სლემი
ამ წუთებში აიღო სტარტი სეზონის ბოლო საჩოგბურთო გრანდ სლემმა – ამერიკის ღია პირცველობამ.
ეს განსაკუთრებული მეიჯორია რადგან აქ იასპარეზებს ჩოგბურთელი რომელმაც შეიძლება შეასრულოს სეზონის გრანდ სლემი, რადგან წელს წინა სამი მოგებული აქვს. წლევანდელი ამერიკული მეიჯორის მთავარი ინტრიგა სწორედ ეს იქნება:
მოიგებს თუ არა ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა, ამერიკელი სერენა უილიამსი!
წელს კიდე ერთი განსხვავებაა, ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთის ასოციაციის ბილი ჯინ კინგის ეროვნული საჩოგბურთო ცენტრის მთავარი, არტურ ეშის სტადიონი გადახურვის კონსტრუკციებით წარდგება სპორტსმენთა და მაყურებელთა წინაშე. მართალია ჯერ მხოლოდ მზისგან დაიცავს მათ, რადგან გადახურვის დასრულება 2016 წლისთვის იგეგმება. ეს მესამე გრანდ სლემის ფინალის საჭიროების შემთხვევაში გადახურვადი არენა იქნება. მანამდე კი ამინდის გავლენიდან გადახურვით თავის დაცვა მოახერხეს ავსტრალიის ღია პირველობის როდ ლევერის არენაზე და უიმბლდონის ცენტრალურ კორტებზე. მსგავსი პროექტი როლან გაროს ცენტრალურ, ფილიპ შატრიეს კორტზეც არის გეგმაში.
ამ წუთებში მეათე კორტზე პირველ წრეში ჩაერთო საქართველოს დროშით მოასპარეზე ნიკოლოზ ბასილაშვილი. ის ესპანელ ფელეციანო ლოპესს ხვდება. ნიკოლოი უიმბლდონის მეორე წრეში შეხვდა ფელეციანოს და დაძაბულ ხუთ სეტიან მატჩში სძლია კიდეც (7:5 3:6 6:3 2:6 6:4), თუმცე მესამე წრეში მარცხი განიცადა.
Featured image: USOPEN logo Inside post thumbnail image: Joseph D. Sullivan